ავტორი:

ჰაიტიში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს - რა ხდება ცნობილი მომხდარზე და როგორია მგზავრების მდგომარეობა

ჰაიტიში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს - რა ხდება ცნობილი მომხდარზე და როგორია მგზავრების მდგომარეობა

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში მდებარე “ტუსენ ლუვერტურის“ საერთაშორისო აეროპორტმა დაგეგმილი ფრენები მას შემდეგ შეაჩერა, რაც Spirit Airlines-ის Airbus A320neo-ის მიმართულებით, დაშვებისას ზედიზედ რამდენიმე გასროლა განხორციელდა.

თვითმფრინავი, რეისით- NK951 მეზობელ დომინიკის რესპუბლიკაში გადაამისამართეს, სადაც უსაფრთხოდ დაეშვა.

  • სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ კართან ახლოს, სადაც ეკიპაჟის წევრები აფრენისა და დაშვებისას სხედან, რამდენიმე ნატყვიარია. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა დაზიანებები მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტს გამოეხმაურა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, “ახლა ქვეყნის პრიორიტეტი უსაფრთხოების აღდგენაა“. ალიქს დიდიე ფილს-აიმემ პირობა დადო, რომ “მიუხედავად რთული ვითარებისა, მთელ თავის ენერგიას ეროვნული საქმის ინტერესებში ჩადებს“.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ჰაიტის დედაქალაქში თვითმფრინავის მიმართულებით ცეცხლის გახსნეს.

იმავე აეროპორტში, ოქტომბერში ცეცხლი გაუხსნეს გაეროს ვერტმფრენს.

11 ნოემბერი: სროლა პორტ-ო-პრენსში პოლიციასა და ბანდის წევრებს შორის

  • Spirit Airlines-მა განაცხადა, რომ მან შეაჩერა ფრენები ჰაიტიში. ჰაიტის მიმართულებით ფრენები გაურკვეველი დროით შეაჩერა კიდევ ორმა ამერიკულმა ავიაკომპანიამ: American Airlines-მა და JetBlue-მა.

როგორც მედია წერს, ჰაიტის დედაქალაქს, პორტ-ო-პრენსს დიდწილად შეიარაღებული ბანდები აკონტროლებენ. ქვეყანაში მძიმე კრიმინალური მდგომარეობაა და ვითარება კიდევ უფრო იძაბება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, რომელიც 2025 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

წყარო