პარტნიორები:
    ავტორი:

    უმძიმესი ფოტოები კრივი-რიჰიდან - რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დედა და სამი შვილი ემსხვერპლნენ, მათ შორის ერთი ბავშვი 2 თვის იყო

    უმძიმესი ფოტოები კრივი-რიჰიდან - რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დედა და სამი შვილი ემსხვერპლნენ, მათ შორის ერთი ბავშვი 2 თვის იყო

    კრივი-რიჰში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან სამი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.

    სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი

    ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, რუსების მსხვერპლი მთელი ოჯახი გახდა - დედა და სამი შვილი: 10 და 2 წლის ბიჭები და გოგონა, რომელიც მხოლოდ 2 თვის იყო.

    შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ კრივი-რიჰში ხუთსართულიან შენობას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დაზიანებული შენობის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოასვენეს.

    იხილეთ ასევე:

    ღამით რუსეთმა უკრაინის ორი ოლქი დაბომბა - საცხოვრებელი სახლის ნგრევას ბავშვები ემსხვერპლნენ (ფოტოები)