სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავეს "ოპოზიციონერები", ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს - რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში
დააკავეს "ოპოზიციონერები", ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს - რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. ოპო­ზი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რამ" არ­ხებ­ზე გავ­რდცელ­და.

  • არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, გუ­და­უ­თა­ში "სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რი­დან" დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი "ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი" ომარ სმირ, გარი კო­კა­ია, ალ­მას­ხან არ­ძინ­ბა, რა­მაზ ჯო­პუა და ას­ლან გვა­რა­მია და­ა­კა­ვეს და ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამას­თან, აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლებ­მა და სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გუ­მის­თას ხიდი გა­და­კე­ტეს, "და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით".

რო­გორც მე­დია აღ­ნიშ­ნავს, "ტე­ლეგ­რა­მის" არ­ხე­ბის ცნო­ბით, ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბას­თან სპონ­ტა­ნურ აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი "სო­ხუ­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" გა­და­ვიდ­ნენ.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა მი­იყ­ვა­ნეს.

მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ოპო­ზი­ცია" 15 ნო­ემ­ბერს, როცა ე.წ. პარ­ლა­მენ­ტი რუ­სეთ-აფხა­ზუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­და, აქ­ცი­ას გა­მარ­თავ­და.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

დააკავეს "ოპოზიციონერები", ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს - რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში

დააკავეს "ოპოზიციონერები", ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს - რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ "ტელეგრამ" არხებზე გავრდცელდა.

  • არსებული ცნობებით, გუდაუთაში "საჯარო შეხვედრიდან" დაბრუნებული "ოპოზიციონერები" ომარ სმირ, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.

ამასთან, აღინიშნება, რომ დაკავებულების ახლობლებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა გუმისთას ხიდი გადაკეტეს, "დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით".

როგორც მედია აღნიშნავს, "ტელეგრამის" არხების ცნობით, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სპონტანურ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები "სოხუმის თავისუფლების მოედანზე" გადავიდნენ.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სამხედრო ტექნიკა მიიყვანეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ოპოზიცია" 15 ნოემბერს, როცა ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.