მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ თურმე ქვეითად მოსიარულეებმა უნდა დავუთმოთ ამათ გზა. ვისთვის?" - რას ამბობს ანა დოლიძე პოლიციელებთან სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზებზე (ვიდეო)
"კიდევ თურმე ქვეითად მოსიარულეებმა უნდა დავუთმოთ ამათ გზა. ვისთვის?" - რას ამბობს ანა დოლიძე პოლიციელებთან სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზებზე (ვიდეო)

“ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერთი ლი­დე­რი ანა დო­ლი­ძე გან­მარ­ტავს, რა გახ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მასა და პო­ლი­ცი­ე­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი.

  • დო­ლი­ძის თქმით, პო­ლი­ცი­ამ ხე­ლოვ­ნუ­რი კორ­დო­ნით მო­ახ­დი­ნა გზის პა­რა­ლი­ზე­ბა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, არ აპი­რებს :რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯარს გზა და­უთ­მოს“.

“აქ­ცი­ი­დან მოვ­დი­ო­დი, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე გად­მოვ­დი­ო­დი და აღ­მოჩ­ნდა, რომ ათო­ბით დიდი ავ­ტო­ბუ­სით პო­ლი­ცია ჰყავ­დათ პარ­ლა­მენ­ტთან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი აქ­ცი­ის­თვის და გა­ა­ჩე­რეს რო­გორც მან­ქა­ნე­ბი, ისე ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი (მე ფე­ხით გა­დავ­დი­ო­დი ქუ­ჩა­ზე), რათა ამ პო­ლი­ცი­ის ათო­ბით ავ­ტო­ბუსს, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის­თვის ჰყავ­დათ გამ­ზა­დე­ბუ­ლი, გა­ევ­ლო იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ხე­ლოვ­ნუ­რი კორ­დო­ნით მო­ახ­დი­ნეს გზის პა­რა­ლი­ზე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ყო­ვე­ლი აქ­ცი­ის შემ­დეგ და გამ­წი­ეს მეც გზი­დან.

ათა­სო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე მო­დის, ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი მო­დი­ან და ჩვე­ნი პო­ლი­ცია, ათო­ბით ავ­ტო­ბუ­სით, მზად იყო ჩვენ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად და კი­დევ თურ­მე, ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებ­მა უნდა და­ვუთ­მოთ ამათ გზა. ვის­თვის? - იმ ხალ­ხის­თვის, რო­მე­ლიც ჩვენს და­სარ­ბე­ვად ჰყავთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ამას მოჰ­ყვა ჩემი შე­პა­სუ­ხე­ბა, რომ ამას არ ვა­პი­რებ, არც ნა­ბიჯს ავუჩ­ქა­რებ და არც შე­ვა­ნე­ლებ იმის­თვის, რომ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯარს გზა და­ვუთ­მო”, - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უ­ბარ­ში.

ცნო­ბის­თვის, ანა დო­ლი­ძე­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­და. ინ­ცი­დენ­ტის დროს ანა დო­ლი­ძემ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად გვერ­დზე ლაივ რე­ჟიმ­ში გა­უშ­ვა და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"კიდევ თურმე ქვეითად მოსიარულეებმა უნდა დავუთმოთ ამათ გზა. ვისთვის?" - რას ამბობს ანა დოლიძე პოლიციელებთან სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზებზე (ვიდეო)

"კიდევ თურმე ქვეითად მოსიარულეებმა უნდა დავუთმოთ ამათ გზა. ვისთვის?" - რას ამბობს ანა დოლიძე პოლიციელებთან სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზებზე (ვიდეო)

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე განმარტავს, რა გახდა თავისუფლების მოედანზე მასა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი.

  • დოლიძის თქმით, პოლიციამ ხელოვნური კორდონით მოახდინა გზის პარალიზება. როგორც მან აღნიშნა, არ აპირებს :რუსეთის საოკუპაციო ჯარს გზა დაუთმოს“.

“აქციიდან მოვდიოდი, ლეონიძის ქუჩაზე გადმოვდიოდი და აღმოჩნდა, რომ ათობით დიდი ავტობუსით პოლიცია ჰყავდათ პარლამენტთან მობილიზებული აქციისთვის და გააჩერეს როგორც მანქანები, ისე ქვეითად მოსიარულეები (მე ფეხით გადავდიოდი ქუჩაზე), რათა ამ პოლიციის ათობით ავტობუსს, რომელიც ჩვენთვის, მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის ჰყავდათ გამზადებული, გაევლო იმ ტერიტორიაზე. ხელოვნური კორდონით მოახდინეს გზის პარალიზება, ისევე, როგორც ყოველი აქციის შემდეგ და გამწიეს მეც გზიდან.

ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოდის, ევროპელი პარტნიორები მოდიან და ჩვენი პოლიცია, ათობით ავტობუსით, მზად იყო ჩვენთან გასამკლავებლად და კიდევ თურმე, ქვეითად მოსიარულეებმა უნდა დავუთმოთ ამათ გზა. ვისთვის? - იმ ხალხისთვის, რომელიც ჩვენს დასარბევად ჰყავთ მობილიზებული. ამას მოჰყვა ჩემი შეპასუხება, რომ ამას არ ვაპირებ, არც ნაბიჯს ავუჩქარებ და არც შევანელებ იმისთვის, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარს გზა დავუთმო”, - განაცხადა ანა დოლიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

ცნობისთვის, ანა დოლიძესა და პოლიციას შორის შელაპარაკება რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დასრულების შემდეგ მოხდა. ინციდენტის დროს ანა დოლიძემ სოციალური ქსელის პირად გვერდზე ლაივ რეჟიმში გაუშვა დაპირისპირების კადრები.