Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს იმსახურებს" - გრეტა თუნბერგი
"საქართველო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს იმსახურებს" - გრეტა თუნბერგი

სა­ქარ­თვე­ლო სა­მარ­თლი­ან და დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებს იმ­სა­ხუ­რებს , - ამის შე­სა­ხებ შვედ­მა ეკო­აქ­ტი­ვის­ტმა, გრე­ტა თუნ­ბერ­გმა თბი­ლის­ში, მის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • "სა­ქარ­თვე­ლო სა­მარ­თლი­ან და დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებს იმ­სა­ხუ­რებს. ეს ასე მარ­ტი­ვად არის“, - გა­ნა­ცხა­და გრე­ტა თუნ­ბერ­გმა.

ამას­თან, ეკო­აქ­ტი­ვის­ტმა ისა­უბ­რა მის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცი­ის მი­ზან­ზე და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­ზე. თუნ­ბერ­გის თქმით, კლი­მა­ტუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია და ასე­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ პარ­ლა­მენ­ტის წინ, აქ­ცი­ას ლო­ზუნ­გით "ჩვენ ვართ ევ­რო­პა“-ს შე­უ­ერ­თდე­ბა.

  • "ჩვენ ვერ გვექ­ნე­ბა კლი­მა­ტუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გა­რე­შე. ეს პრო­ტეს­ტი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეპ­რე­სი­უ­ლი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ არის, კონ­კრე­ტუ­ლად კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, ასე­ვე, მთე­ლი კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის და დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა შვედ­მა აქ­ტი­ვის­ტმა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შვე­დი ეკო­აქ­ტი­ვის­ტი გრე­ტა თუნ­ბერ­გი სხვა აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდა. ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე შვე­დი ეკო­აქ­ტი­ვის­ტი აზერ­ბა­ი­ჯან­ში მიმ­დი­ნა­რე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტებ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე. რო­გორც აქ­ტი­ვის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, აზერ­ბა­ი­ჯან­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც კრი­ტი­კუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა იდევ­ნე­ბა. ასე­ვე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე 19:00 სა­ა­თი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დამ­დგარ შე­დე­გებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

ავტორი:

"საქართველო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს იმსახურებს" - გრეტა თუნბერგი

"საქართველო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს იმსახურებს" - გრეტა თუნბერგი

საქართველო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს იმსახურებს , - ამის შესახებ შვედმა ეკოაქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა თბილისში, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

  • "საქართველო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს იმსახურებს. ეს ასე მარტივად არის“, - განაცხადა გრეტა თუნბერგმა.

ამასთან, ეკოაქტივისტმა ისაუბრა მის მიერ ორგანიზებული აქციის მიზანზე და კლიმატის ცვლილებებზე. თუნბერგის თქმით, კლიმატური სამართლიანობა სოციალური სამართლიანობის გარეშე შეუძლებელია და ასევე, აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ, აქციას ლოზუნგით "ჩვენ ვართ ევროპა“-ს შეუერთდება.

  • "ჩვენ ვერ გვექნება კლიმატური სამართლიანობა სოციალური სამართლიანობის გარეშე. ეს პროტესტი აზერბაიჯანის რეპრესიული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ არის, კონკრეტულად კლიმატის ცვლილების კონფერენციის წინააღმდეგ, ასევე, მთელი კავკასიის რეგიონის სამართლიანობისთვის და დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა შვედმა აქტივისტმა.

მოგვიანებით, შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი სხვა აქტივისტებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა. ცნობისთვის, მანამდე შვედი ეკოაქტივისტი აზერბაიჯანში მიმდინარე კლიმატის ცვლილებების კონფერენციას აპროტესტებდა თავისუფლების მოედანზე. როგორც აქტივისტები აცხადებენ, აზერბაიჯანში აღნიშნული კონფერენციის ჩატარება არ შეიძლება, რადგან აზერბაიჯანი ავტორიტარული ქვეყანაა, სადაც კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება იდევნება. ასევე, რუსთაველის გამზირზე 19:00 საათიდან მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამდგარ შედეგებს აპროტესტებენ.