ავტორი:

რუსთაველის გამზირზე, სადაც ლოზუნგით "ჩვენ ვართ ევროპა“ აქცია უნდა დაიწყოს, პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც ლოზუნგით "ჩვენ ვართ ევროპა“ აქცია უნდა დაიწყოს, პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ აქცია უნდა დაიწყოს, პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

პარლამენტის წინ, საიდანაც საზოგადოებას ოპოზიციონერი ლიდერები და თბილისში ვიზიტით მყოფი, ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის წევრები სიტყვით მიმართავენ, სცენაა დამონტაჟებული.

ამასთან, დემონსტრაციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.