ავტორი:

“ჟიგიმანტასები და როთები თქვენს სახელმწიფოებში მიბრძანდით! თქვენს ქვეყანას მიხედეთ! არ დამარეკინოთ ტრამპთან!“ - ირაკლი ზარქუა

“ჟიგიმანტასები და როთები თქვენს სახელმწიფოებში მიბრძანდით! თქვენს ქვეყანას მიხედეთ! არ დამარეკინოთ ტრამპთან!“ - ირაკლი ზარქუა

“მინდა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო! მან ის ღირებულებები გაახმოვანა, რაც “ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის მესიჯები იყო - ჟიგიმანტასები და როთები თქვენს სახელმწიფოებში მიბრძანდით! თქვენს ქვეყანას მიხედეთ! არ დამარეკინოთ ტრამპთან!“, - ამის შესახებ მედიასთან “ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.


  • ჟურნალისტის კითხვაზე, რომ დარეკოს, რა მოხდება, ზარქუამ განმარტა: "დასჯის ჰუმანურად. ზარქუას თქმით, "ფსევდო ლიბერალებსა და ფაშისტებს ხაზი გადაესვათ".

“ჰელსინკის კომისიამ და ასევე ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა თქვა, ლგბტ კანონის მიღება არასწორიაო, ანუ ქართველ ხალხს ლგბტ პროპაგანდა უნდა მიგვეღო. ამათი მორალი ეს არის! ნებისმიერი, ვინც მათ ეხმიანება, ყველა აგენტურაა საქართველოს წინააღმდეგ.


ქართველი ხალხის ინტერესებში ლგბტ პროპაგანდა არ შედის, ისევე როგორც, მეორე ფრონტი - გახსოვთ, გიგი უგულავამ ომი გვინდა, უნდა ვიომოთო! უსუფამ ჩემს შვილებს ვერ ვაომებ, მაგრამ თუ საჭიროა, უნდა ვიომოთო. ხედავთ, რა მორალის კაცია?!


სხვათა შორის, ტრამპმა ის ღირებულებები გაახმოვანა, რაც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის მესიჯები იყო - ოჯახური ღირებულებები, ოჯახური სიწმინდე, ქალი და კაცი - სხვა გენდერი არ არსებობს! ამ ფსევდო ლიბერალებსა და ფაშისტებს ხაზი გადაესვათ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.