პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ როთს და დანარჩენ "როთებს“: თქვე გზააბნეულებო... რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხვდითო, არ შეგხვდებით..." - ზარქუა
"მივმართავ როთს და დანარჩენ "როთებს“: თქვე გზააბნეულებო... რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხვდითო, არ შეგხვდებით..." - ზარქუა

რომ დგა­ხართ და მა­თხოვ­რობთ: შეგ­ვხვდით და შეგ­ვხვდი­თო, არ შეგ­ხვდე­ბით, რად­გან დრო თქვე­ნის­თა­ნე­ბის­თვის არ რჩე­ბა - მშვი­დო­ბი­ა­ნად მობ­რძან­დით, გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­რეთ და მიბ­რძან­დით უკან! ჩვენს ხალ­ხს თქვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და მო­რა­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი არ სჭირ­დე­ბა! - ეს გან­ცხა­დე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლო პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის რვა ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის ვი­ზი­ტის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ა­კე­თა.

ზარ­ქუ­ას თქმით, "სა­ქარ­თვე­ლო­ში უსამ­შობ­ლო­ე­ბის მოწ­ვე­ვით რო­თე­ბის გუნ­დი ჩა­მობ­რძან­და“.

"მათ მმარ­თვე­ლო­ბას სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ უარი უთხრა - როთი არის შოლ­ცის პარ­ტი­ი­დან და კო­ა­ლი­ცია სა­ერ­თოდ და­ე­შა­ლათ. ეტყო­ბა ისე­თი უავ­ტო­რი­ტე­ტოა, რომ იქ ქუ­ჩა­ში სა­ერ­თოდ არ გა­ეს­ვლე­ბა. ეს რო­თე­ბი იქაც არ მოს­წონთ, აქ ჩა­მო­დი­ან და ამ უსამ­შობ­ლო­ებს: - გვა­რა­მი­ებს, მე­ლი­ებს, ანა მას­წავ­ლე­ბელს და ასეთ უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ბებს აძ­ლი­ე­რე­ბენ.

მოგ­მარ­თავთ, თქვე გზა­აბ­ნე­უ­ლე­ბო: - თუ სა­ქარ­თვე­ლოს ნახ­ვა გინ­დათ, ამ უსამ­შობ­ლო­ებ­თან დგო­მით ვე­რა­ფერს იზამთ! ჩა­დით სა­მეგ­რე­ლო­ში - ნა­ხეთ, იქა­უ­რი სტუ­მართ-მას­პინ­ძლო­ბა, სუფ­თა ჰა­ე­რი, იქ­ნებ აზ­რზე მოხ­ვი­დეთ და გა­ი­აზ­როთ, რომ ლგბტ პრო­პა­გან­და ქარ­თველ ხალ­ხს არ სჭირ­დე­ბა.

იქ­ნებ კა­ხე­ლებ­საც და­ე­ლა­პა­რა­კოთ, რომ ღვი­ნო უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­აა და მას გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. მერე იქ­ნებ გა­ი­აზ­როთ, რომ გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად არ უნდა დად­გეთ, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს და ჩვენს მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბელ ქარ­თულ ღვი­ნოს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

მივ­მარ­თავ როთს, რად­გან ჟი­გი­მან­ტა­სი უკვე "გი­ჟი­მან­ტა­სია“ და მას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, ასე­ვე მივ­მარ­თავ და­ნარ­ჩენ რო­თებს: - ეს ქვე­ყა­ნა უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ქვე­ყა­ნაა, შე­უ­რა­ცხყო­ფას გვა­ყე­ნებთ, როცა თქვე­ნის­თა­ნე­ბი მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს ეუბ­ნე­ბით, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვით და რუსი ხარ­თო! ასე­თებს არ მი­გი­ღებთ!

რომ დგა­ხართ და მა­თხოვ­რობთ: შეგ­ვხვდით და შეგ­ვხდი­თო, არ შეგ­ხვდე­ბით, რად­გან დრო თქვე­ნის­თა­ნე­ბის­თვის არ რჩე­ბა - ამი­ტომ ბი­ძი­ე­ბო! დღეს, 7 სა­ათ­ზე რომ გა­მოხ­ვალთ და ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ და­წე­რილ ტექ­სტებს წა­ი­კი­თხავთ, გაბ­რძან­დით უკან და თქვენს ხალ­ხს მი­ხე­დეთ! გერ­მა­ნი­ა­ში პრობ­ლე­მა გაქვთ, ჩა­მოშ­ლი­ლი გაქვთ კო­ა­ლი­ცია, საფ­რან­გეთ­ში იმ კაცს ლე­გი­ტი­მა­ცია არა აქვს - ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბია პირ­ველ და მე­ო­რე ად­გი­ლას.

სად არის კუ­ბი­ლი­უ­სი? და­გე­შა­ლა პარ­ტია?! ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი­დან რომ გვმო­ძღვრავ­დი, გი­თხრეს ხომ რომ პო­ლი­ტი­კა შენი თემა არ არის და კოს­მოსს მი­ხე­დეო - კოს­მო­სუ­რი რა­ღა­ცის შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­ტე­ტის თუ კო­მი­სი­ის წევ­რია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"მივმართავ როთს და დანარჩენ "როთებს“: თქვე გზააბნეულებო... რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხვდითო, არ შეგხვდებით..." - ზარქუა

"მივმართავ როთს და დანარჩენ "როთებს“: თქვე გზააბნეულებო... რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხვდითო, არ შეგხვდებით..." - ზარქუა

რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხვდითო, არ შეგხვდებით, რადგან დრო თქვენისთანებისთვის არ რჩება - მშვიდობიანად მობრძანდით, გაიარ-გამოიარეთ და მიბრძანდით უკან! ჩვენს ხალხს თქვენი ღირებულებებისა და მორალის განცხადებები არ სჭირდება! - ეს განცხადება სახელისუფლო პარტიის "ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.

ზარქუას თქმით, "საქართველოში უსამშობლოების მოწვევით როთების გუნდი ჩამობრძანდა“.

"მათ მმართველობას საკუთარ ქვეყნებში მოსახლეობამ უარი უთხრა - როთი არის შოლცის პარტიიდან და კოალიცია საერთოდ დაეშალათ. ეტყობა ისეთი უავტორიტეტოა, რომ იქ ქუჩაში საერთოდ არ გაესვლება. ეს როთები იქაც არ მოსწონთ, აქ ჩამოდიან და ამ უსამშობლოებს: - გვარამიებს, მელიებს, ანა მასწავლებელს და ასეთ უთავმოყვარეობებს აძლიერებენ.

მოგმართავთ, თქვე გზააბნეულებო: - თუ საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან დგომით ვერაფერს იზამთ! ჩადით სამეგრელოში - ნახეთ, იქაური სტუმართ-მასპინძლობა, სუფთა ჰაერი, იქნებ აზრზე მოხვიდეთ და გაიაზროთ, რომ ლგბტ პროპაგანდა ქართველ ხალხს არ სჭირდება.

იქნებ კახელებსაც დაელაპარაკოთ, რომ ღვინო უძველესი ცივილიზაციაა და მას გაფრთხილება სჭირდება. მერე იქნებ გაიაზროთ, რომ გვარამიასთან ერთად არ უნდა დადგეთ, რომელმაც საქართველოს და ჩვენს მაიდენტიფიცირებელ ქართულ ღვინოს შეურაცხყოფა მიაყენა.

მივმართავ როთს, რადგან ჟიგიმანტასი უკვე "გიჟიმანტასია“ და მას არაფერი ეშველება, ასევე მივმართავ დანარჩენ როთებს: - ეს ქვეყანა უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანაა, შეურაცხყოფას გვაყენებთ, როცა თქვენისთანები მილიონზე მეტ ადამიანს ეუბნებით, რომ შეცდომა დაუშვით და რუსი ხართო! ასეთებს არ მიგიღებთ!

რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხდითო, არ შეგხვდებით, რადგან დრო თქვენისთანებისთვის არ რჩება - ამიტომ ბიძიებო! დღეს, 7 საათზე რომ გამოხვალთ და ლობისტური კომპანიების მიერ დაწერილ ტექსტებს წაიკითხავთ, გაბრძანდით უკან და თქვენს ხალხს მიხედეთ! გერმანიაში პრობლემა გაქვთ, ჩამოშლილი გაქვთ კოალიცია, საფრანგეთში იმ კაცს ლეგიტიმაცია არა აქვს - ოპოზიციური პარტიებია პირველ და მეორე ადგილას.

სად არის კუბილიუსი? დაგეშალა პარტია?! ევროპარლამენტიდან რომ გვმოძღვრავდი, გითხრეს ხომ რომ პოლიტიკა შენი თემა არ არის და კოსმოსს მიხედეო - კოსმოსური რაღაცის შემსწავლელი კომიტეტის თუ კომისიის წევრია...