მსოფლიო
პოლიტიკა

3

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 12:11-ზე, მთვარე თევზებში გადავა 19:20 მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მცირე ალკოჰოლი არ გაწყენთ. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ჩამოიყვანა გრეტა ტუნბერგი საქართველოში და რა არის მისი ვიზიტის მიზანი? - რას წერს ეკოაქტივისტის ქართველი მასპინძელი
ვინ ჩამოიყვანა გრეტა ტუნბერგი საქართველოში და რა არის მისი ვიზიტის მიზანი? - რას წერს ეკოაქტივისტის ქართველი მასპინძელი

გრე­ტა ტუნ­ბერ­გის ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი მას­პინ­ძე­ლი, “თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ დი­რექ­ტო­რი, შვე­დი ეკო­აქ­ტი­ვის­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის მი­ზე­ზებს წერს და იმ კი­თხვებს პა­სუ­ხობს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს გა­უჩ­ნდა:


“ზუს­ტად ერთი კვი­რის წინ გა­ვი­ცა­ნი გრე­ტა და ეს ერთი კვი­რაა მისი ერთ-ერთი მას­პინ­ძე­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვეც­დე­ბი ძი­რი­თად კი­თხვებს გავ­ცე პა­სუ­ხი,“ - წერს თა­მარ ჯა­ყე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.


  • “1. ვინ ჩა­მო­იყ­ვა­ნა გრე­ტა?

არა­ვინ. თა­ვი­სით ჩა­მო­ვი­და, ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად. ბო­ლოს თურ­ქეთ­ში იყო. ხმე­ლე­თით მოგ­ზა­უ­რობს თვე­ზე მე­ტია, თა­ვის თა­ნა­ტოლ შოტ­ლან­დი­ელ კლი­მა­ტის აქ­ტი­ვის­ტთან ერ­თად. მოგ­ზა­უ­რობს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად, თა­ვი­სი სა­ძი­ლე ტომ­რით. ხან მა­ტა­რე­ბელს იყე­ნებს, ხან ავ­ტო­ბუსს, ხან სხვა სა­ჯა­რო ტრან­სპორ­ტს. ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ეკონ­ტაქ­ტე­ბა ად­გი­ლობ­რივ აქ­ტი­ვის­ტებს და რჩე­ბა მათ­თან. რომ არა თურ­ქუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც გრე­ტას მა­რი­ამ კვა­რა­ცხე­ლი­ას ნო­მე­რი მის­ცა, ვერც გა­ვიც­ნობ­დით. ბო­ლომ­დე არ გვჯე­რო­და, რომ ნამ­დვი­ლი გრე­ტა ჩა­მო­დი­ო­და, სა­ნამ არ ვნა­ხეთ ჩვე­ნი თვა­ლით.ამი­ტომ როცა ვინ­მე წერს, რომ პრა­იდ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა, ან მწვა­ნე­ებ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, ან გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ამ, ან ჰა­მა­სმა, ან მა­სო­ნებ­მა, ან უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­მა, არ და­უ­ჯე­როთ. ჩა­მო­ვი­და თა­ვი­სით. ად­გი­ლობ­რი­ვი აქ­ტი­ვის­ტე­ბი უბ­რა­ლოდ ვმას­პინ­ძლობთ, სა­უ­კე­თე­სო ქარ­თულ სტილ­ში.


  • 2. რა მი­ზა­ნი აქვს გრე­ტას ვი­ზიტს?

აინ­ტე­რე­სებ­და სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი და ახლა, როცა ჩვენს მე­ზობ­ლად აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მას­პინ­ძლობს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კლი­მა­ტის კონ­ფე­რენ­ცი­ას, გრე­ტამ გა­და­წყვი­ტა, გა­ერ­თი­ან­დეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ, სო­მეხ და ქარ­თველ აქ­ტი­ვის­ტებ­თან და მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ა­პყროს აზერ­ბა­ი­ჯან­ში COP29-ის ჩა­ტა­რე­ბის პრობ­ლე­მა­ტუ­რო­ბას.რა­ტომ არის პრობ­ლე­მა­ტუ­რი აზერ­ბა­ი­ჯან­ში მსოფ­ლი­ოს მთა­ვა­რი კლი­მა­ტის კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა?


1. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არის პეტ­როს­თე­ი­თი, ანუ ნავ­თობ­ზე და გაზ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვე­ყა­ნა. ირო­ნი­უ­ლი და ტრა­გი­კუ­ლია, რომ კლი­მა­ტის ბედი პეტ­როს­თე­ით­ში წყდე­ბა, უკვე მე­სა­მედ (შარ­შან ემი­რა­ტებ­ში, ხოლო იმის წინ ეგ­ვიპ­ტე­ში ჩა­ტარ­და COP).


2. აზერ­ბა­ი­ჯან­ში გან­სა­კუთ­რე­ბით COP-ის წინა თვე­ებ­ში ბევ­რად უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­და რეპ­რე­სი­ე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის მი­მართ. ალი­ე­ვის რე­ჟი­მი დევ­ნის ყვე­ლას, ვი­საც კრი­ტი­კუ­ლი აზრი გა­აჩ­ნია. ასო­ბით აქ­ტი­ვის­ტია და­ჭე­რი­ლი და გრე­ტას მი­ზა­ნია, ალი­ევ­მა ვერ აუხ­ვი­ოს თვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. აზერ­ბა­ი­ჯან­ში არ მი­დის, ბო­ი­კოტს უცხა­დებს გრე­ტა COP-ს, მაგ­რამ ჯერ დღეს თბი­ლის­ში ეხ­მა­რე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ აქ­ტი­ვის­ტებს მცი­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­წყო­ბა­ში და მერე უკვე სომ­ხეთ­ში მი­დის, იქა­ურ აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად აქ­ცი­ე­ბის და­სა­გეგ­მად.


  • 3. რა­ტომ არ პოს­ტავს სა­ქარ­თვე­ლო­ზე?

და­პოს­ტავს. უნ­დო­და, რომ კარ­გად გას­ცნო­ბო­და სი­ტუ­ა­ცი­ას, ამი­ტომ და­დის ჩვენს აქ­ცი­ებ­ზე. წინა ორ­შა­ბათს აქ­ცი­ა­ზე უამ­რავ მე­დი­ას ჩა­ე­წე­რა და ყვე­ლას უთხრა, რომ სო­ლი­და­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის: “მინ­და ჩემი მხარ­და­ჭე­რა გა­მოვ­ხა­ტო ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც იბ­რძვი­ან იმ რეპ­რე­სი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­საც ისი­ნი აწყდე­ბი­ან მხო­ლოდ იმის­თვის, რომ თავი და­აღ­წი­ონ სივ­რცეს, რო­მე­ლიც მათ ევ­რო­პულ მო­მა­ვალს ზღუ­დავს“.ზო­გა­დად, ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით არის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი: კლი­მა­ტის კრი­ზი­სი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მი­მართ ის­რა­ე­ლის მიერ მო­წყო­ბი­ლი გე­ნო­ცი­დის­თვის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა. გუ­შინ მი­თხრა ასე­თი ფრა­ზა, რომ იმ­დე­ნად ბევ­რი საქ­მე აქვს უკვე წლე­ბია (თან გუნ­დიც არ ჰყავს, ძი­რი­თა­დად მარ­ტო აკე­თებს ყვე­ლა­ფერს), რომ ყო­ველ დღე ყვე­ლა­ზე სას­წრა­ფო საქ­მე­ებს აპ­რი­ო­რი­ტე­ტებს აქ­ტი­ვიზ­მის კუ­თხით.დღეს რომ შევ­ხვდე­ბი, ვე­ტყვი, რომ ვე­ღარ ვით­მენთ ქარ­თვე­ლე­ბი და მალე გვჭირ­დე­ბა მისი პოს­ტიც.


  • 4. სა­ბო­ლო­ოდ, გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბი იმ არა­სენ­სი­ტი­ურ კო­მენ­ტა­რებს, რაც იწე­რე­ბა გრე­ტა­ზე, ყვე­ლა მხრი­დან.

ყვე­ლა, ვი­საც არ ეზა­რე­ბა, გრე­ტას აშა­ვებს. მა­რია ზა­ხა­რო­ვა ამ­ბობს, და­სავ­ლეთ­მა თა­ვი­სი აგენ­ტი გა­მო­აგ­ზავ­ნაო. ვი­ღაც ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნე­ლე­ბი პოს­ტა­ვენ, “ეფეს­ბეს“ აგენ­ტი­აო. ბევ­რი "ჰა­მა­სის" მხარ­და­ჭე­რას აბ­რა­ლებს, როცა ადა­მი­ა­ნის მი­ზა­ნი პა­ლეს­ტი­ნელ­თა ენი­თა­უ­წე­რე­ლი ტან­ჯვის­თვის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბაა. იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი ან­ტი­სე­მი­ტიზ­მში დე­ბენ ბრალს, როცა ანტი-სი­ო­ნიზ­მია გრე­ტას პო­ზი­ცია და ის­რა­ე­ლე­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლიც იზი­ა­რებს იმ მო­საზ­რე­ბას, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცია უნდა მოხ­დეს და პა­ლეს­ტი­ნელ ხალ­ხს სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მი­ე­ცეს, თა­ვი­სით გა­და­წყვი­ტოს სა­კუ­თა­რი ბედი.


კი, კონ­ტრო­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტია გრე­ტა და ყვე­ლა­ფერ­ში არც მე ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ უმე­ტე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რა, ვი­საც თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში მი­უღ­წე­ვია გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბის­თვის, ასე­ვე კონ­ტრო­ვერ­სი­უ­ლი იყო. კონ­ტრო­ვერ­სი­უ­ლი იყო გან­დიც და მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გიც.

ექ­ვსი წე­ლია, გრე­ტას ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა აქ­ტი­ვიზ­მი. ექ­ვსი წე­ლია, გრე­ტას ყო­ვე­ლი მო­საზ­რე­ბა და წი­ნა­და­დე­ბა გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შის ქვე­შაა მოქ­ცე­უ­ლი. კონ­ტრო­ვერ­სი­უ­ლია გრე­ტა, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლი. მის აუ­ტიზ­მთა­ნა­ცაა ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რა­ზეც არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ მისი სუ­პერ­ძა­ლაა აქ­ტი­ვიზ­მში. ინ­სტაგ­რა­მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­შიც ასე უწე­რია: "autistic climate justice activist".

ეს დღე­ე­ბი მას­თან პერ­სო­ნა­ლურ სა­უბ­რებ­ში კარ­გად ვხე­დავ, რო­გო­რი რთუ­ლია გრე­ტად ყოფ­ნა - რო­გო­რი გა­დამ­წვა­რია, მაგ­რამ რო­გორ ჯი­უ­ტად აგ­რძე­ლებს. იმი­ტომ, რომ სჯე­რა, მარ­თლა სჯე­რა იმის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩვე­ნი­ვე ქმე­დე­ბით უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ იმე­დი,“ - წერს თა­მარ ჯა­ყე­ლი.



იხი­ლეთ ასე­ვე:


რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს
ავტორი:

ვინ ჩამოიყვანა გრეტა ტუნბერგი საქართველოში და რა არის მისი ვიზიტის მიზანი? - რას წერს ეკოაქტივისტის ქართველი მასპინძელი

ვინ ჩამოიყვანა გრეტა ტუნბერგი საქართველოში და რა არის მისი ვიზიტის მიზანი? - რას წერს ეკოაქტივისტის ქართველი მასპინძელი

გრეტა ტუნბერგის ერთ-ერთი ქართველი მასპინძელი, “თბილისი პრაიდის“ დირექტორი, შვედი ეკოაქტივისტის საქართველოში ვიზიტის მიზეზებს წერს და იმ კითხვებს პასუხობს, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა:


“ზუსტად ერთი კვირის წინ გავიცანი გრეტა და ეს ერთი კვირაა მისი ერთ-ერთი მასპინძელი ვარ საქართველოში. ვეცდები ძირითად კითხვებს გავცე პასუხი,“ - წერს თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში.


  • “1. ვინ ჩამოიყვანა გრეტა?

არავინ. თავისით ჩამოვიდა, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად. ბოლოს თურქეთში იყო. ხმელეთით მოგზაურობს თვეზე მეტია, თავის თანატოლ შოტლანდიელ კლიმატის აქტივისტთან ერთად. მოგზაურობს მოკრძალებულად, თავისი საძილე ტომრით. ხან მატარებელს იყენებს, ხან ავტობუსს, ხან სხვა საჯარო ტრანსპორტს. ქვეყანაში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ეკონტაქტება ადგილობრივ აქტივისტებს და რჩება მათთან. რომ არა თურქული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გრეტას მარიამ კვარაცხელიას ნომერი მისცა, ვერც გავიცნობდით. ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ნამდვილი გრეტა ჩამოდიოდა, სანამ არ ვნახეთ ჩვენი თვალით.ამიტომ როცა ვინმე წერს, რომ პრაიდმა ჩამოიყვანა, ან მწვანეებმა ჩამოიყვანეს, ან გლობალური ომის პარტიამ, ან ჰამასმა, ან მასონებმა, ან უცხოპლანეტელებმა, არ დაუჯეროთ. ჩამოვიდა თავისით. ადგილობრივი აქტივისტები უბრალოდ ვმასპინძლობთ, საუკეთესო ქართულ სტილში.


  • 2. რა მიზანი აქვს გრეტას ვიზიტს?

აინტერესებდა საქართველო და ჩვენი რეგიონი და ახლა, როცა ჩვენს მეზობლად აზერბაიჯანი მასპინძლობს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კლიმატის კონფერენციას, გრეტამ გადაწყვიტა, გაერთიანდეს აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ აქტივისტებთან და მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანში COP29-ის ჩატარების პრობლემატურობას.რატომ არის პრობლემატური აზერბაიჯანში მსოფლიოს მთავარი კლიმატის კონფერენციის ჩატარება?


1. აზერბაიჯანი არის პეტროსთეითი, ანუ ნავთობზე და გაზზე დაფუძნებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ირონიული და ტრაგიკულია, რომ კლიმატის ბედი პეტროსთეითში წყდება, უკვე მესამედ (შარშან ემირატებში, ხოლო იმის წინ ეგვიპტეში ჩატარდა COP).


2. აზერბაიჯანში განსაკუთრებით COP-ის წინა თვეებში ბევრად უფრო ინტენსიური გახდა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ. ალიევის რეჟიმი დევნის ყველას, ვისაც კრიტიკული აზრი გააჩნია. ასობით აქტივისტია დაჭერილი და გრეტას მიზანია, ალიევმა ვერ აუხვიოს თვალი საერთაშორისო საზოგადოებას. აზერბაიჯანში არ მიდის, ბოიკოტს უცხადებს გრეტა COP-ს, მაგრამ ჯერ დღეს თბილისში ეხმარება აზერბაიჯანელ აქტივისტებს მცირე საპროტესტო აქციის მოწყობაში და მერე უკვე სომხეთში მიდის, იქაურ აქტივისტებთან ერთად აქციების დასაგეგმად.


  • 3. რატომ არ პოსტავს საქართველოზე?

დაპოსტავს. უნდოდა, რომ კარგად გასცნობოდა სიტუაციას, ამიტომ დადის ჩვენს აქციებზე. წინა ორშაბათს აქციაზე უამრავ მედიას ჩაეწერა და ყველას უთხრა, რომ სოლიდარულია საქართველოს საზოგადოების, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის: “მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან იმ რეპრესიების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი აწყდებიან მხოლოდ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ სივრცეს, რომელიც მათ ევროპულ მომავალს ზღუდავს“.ზოგადად, ორი მიმართულებით არის სოციალურ ქსელში აქტიური: კლიმატის კრიზისი და პალესტინელების მიმართ ისრაელის მიერ მოწყობილი გენოციდისთვის ყურადღების მიპყრობა. გუშინ მითხრა ასეთი ფრაზა, რომ იმდენად ბევრი საქმე აქვს უკვე წლებია (თან გუნდიც არ ჰყავს, ძირითადად მარტო აკეთებს ყველაფერს), რომ ყოველ დღე ყველაზე სასწრაფო საქმეებს აპრიორიტეტებს აქტივიზმის კუთხით.დღეს რომ შევხვდები, ვეტყვი, რომ ვეღარ ვითმენთ ქართველები და მალე გვჭირდება მისი პოსტიც.


  • 4. საბოლოოდ, გამოვეხმაურები იმ არასენსიტიურ კომენტარებს, რაც იწერება გრეტაზე, ყველა მხრიდან.

ყველა, ვისაც არ ეზარება, გრეტას აშავებს. მარია ზახაროვა ამბობს, დასავლეთმა თავისი აგენტი გამოაგზავნაო. ვიღაც ლიბერტარიანელები პოსტავენ, “ეფესბეს“ აგენტიაო. ბევრი "ჰამასის" მხარდაჭერას აბრალებს, როცა ადამიანის მიზანი პალესტინელთა ენითაუწერელი ტანჯვისთვის ყურადღების მიპყრობაა. იგივე ადამიანები ანტისემიტიზმში დებენ ბრალს, როცა ანტი-სიონიზმია გრეტას პოზიცია და ისრაელელების გარკვეული ნაწილიც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, პალესტინის ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოხდეს და პალესტინელ ხალხს საშუალება უნდა მიეცეს, თავისით გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.


კი, კონტროვერსიული აქტივისტია გრეტა და ყველაფერში არც მე ვეთანხმები, მაგრამ უმეტესი ისტორიული ფიგურა, ვისაც თავის ცხოვრებაში მიუღწევია გარკვეული ცვლილებისთვის, ასევე კონტროვერსიული იყო. კონტროვერსიული იყო განდიც და მარტინ ლუთერ კინგიც.

ექვსი წელია, გრეტას ყოველდღიურობაა აქტივიზმი. ექვსი წელია, გრეტას ყოველი მოსაზრება და წინადადება გამადიდებელი შუშის ქვეშაა მოქცეული. კონტროვერსიულია გრეტა, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელი. მის აუტიზმთანაცაა ეს დაკავშირებული, რაზეც არაერთხელ უთქვამს, რომ მისი სუპერძალაა აქტივიზმში. ინსტაგრამის ბიოგრაფიაშიც ასე უწერია: "autistic climate justice activist".

ეს დღეები მასთან პერსონალურ საუბრებში კარგად ვხედავ, როგორი რთულია გრეტად ყოფნა - როგორი გადამწვარია, მაგრამ როგორ ჯიუტად აგრძელებს. იმიტომ, რომ სჯერა, მართლა სჯერა იმის, რომ ადამიანებმა ჩვენივე ქმედებით უნდა დავიბრუნოთ იმედი,“ - წერს თამარ ჯაყელი.



იხილეთ ასევე: