რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპს, ჯერჯერობით, სატელეფონო საუბარი არ გაუმართავთ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს არის ინფორმაციის ხარისხის ყველაზე ნათელი მაგალითი, რომელიც ახლა ზოგჯერ ქვეყნდება საკმაოდ პატივცემულ პუბლიკაციებშიც კი. ეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის ცრუ ინფორმაცია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, The Washington Post-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
იხილეთ ასევე: