სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი ღირებულება 4700 ლარია... ანგარიშს არავის ჩავაბარებ, მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალზე, რომელიც აქციაზე მის ძვირადღირებულ ქურთუკში გამოჩენას მოჰყვა
"მისი ღირებულება 4700 ლარია... ანგარიშს არავის ჩავაბარებ, მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალზე, რომელიც აქციაზე მის ძვირადღირებულ ქურთუკში გამოჩენას მოჰყვა

გუ­შინ, ჯგუფ "და­ი­ტო­ვეს" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტი ნანუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც შე­უ­ერ­თდა. მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლა­ხა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გახ­ლდათ, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბა.

აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვი­ან ღა­მით ვრცელ­დე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ყუ­რა­დღე­ბა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ქურ­თუკ­მა მი­იქ­ცია. ჟურ­ნა­ლის­ტის ფო­ტო­ე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი კო­ლა­ჟი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს, მათი თქმით, აქ­ცი­ა­ზე ჟორ­ჟო­ლი­ანს 18- ათას­ლა­რი­ა­ნი ქურ­თუ­კი ეცვა.

ფოტო კო­ლა­ჟი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა
  • "სხვებს ლო­ბი­ა­ნებს აჭ­მევს და თა­ვად და­ით­ბუ­ნა ტანი“
  • "ჯერ რა­ტომ უნდა ღირ­დეს ნივ­თი ამ­ხე­ლა ფასი და მერე რა­ტომ უნდა გინ­დო­დეს ჩა­იც­ვა“
  • "მა­მა­მი­სის პატ­რონს რა ჭირს მო­სა­ტე­ხი?“ - წერ­დნენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

ჟურ­ნა­ლისტს კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად და­ვუ­კავ­შირ­დით.

ნა­ნუ­კა ამ­ბობს, მისი ქურ­თუ­კი რე­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ღირს და ამა­ვე დროს, მა­შინ შე­უძ­ლი­ათ მისი ტან­საც­მლის ფა­სის დათ­ვლა, რო­დე­საც ის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე იქ­ნე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში არა­ვი­სი საქ­მე არ არის, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­მოსს ჩა­იც­ვამს

ფოტო აქ­ცი­ი­დან

- ქურ­თუ­კი 4000-ლა­რი­ა­ნია, ეს ერთი და მე­ო­რე, მე სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე ვარ? - მე ხალ­ხის ფუ­ლით ვფი­ნანსდე­ბი? - ამი­ტომ ვისი რა საქ­მეა რა ღირს ჩემი ქურ­თუ­კი. ეს და­უთ­ვა­ლონ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რომ­ლე­ბიც მათი ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბი­ან. მე სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ხალ­ხის ფუ­ლით არა­სო­დეს დავ­ფი­ნან­სე­ბულ­ვარ და თუ მინ­და, 100-ათას­ლა­რი­ან ქურ­თუკს ჩა­ვიც­ვამ.

გარ­და ამი­სა, რა იცი­ან, მე ვი­ყი­დე თუ სხვამ მა­ჩუ­ქა. სულ რომ მე მე­ყი­და, მაქვს იმის უფ­ლე­ბა და ფუ­ფუ­ნე­ბა ასე­თი ქურ­თუ­კი ვი­ყი­დო. სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ქურ­თუ­კის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4700 ლა­რია. მე­ო­რე სა­კი­თხია მე ვი­ყი­დე, თუ არა, მაგ­რამ ან­გა­რიშს არა­ვის ჩა­ვა­ბა­რებ, მე არ ვარ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე. რა ქურ­თუკ­საც მინ­და, იმ ქურ­თუკს ჩა­ვიც­ვამ. რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე გავ­ხდე­ბი, ამ ხალ­ხის ფუ­ლით დავ­ფი­ნანსდე­ბი, რო­გორც დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მა­შინ რაც უნ­დათ ის და­მით­ვა­ლონ. ოღონდ იცო­დეთ, რომ არა­სო­დეს სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე არ გავ­ხდე­ბი.

- თუმ­ცა გქონ­დათ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის მცდე­ლო­ბა.

- კი, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე არ ვყო­ფილ­ვარ და არც არა­სო­დეს გავ­ხდე­ბი. მაგ­რამ თუ გავ­ხდე­ბო­დი ოდეს­მე, რომც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ხალ­ხს აქვს უფ­ლე­ბა და­მით­ვა­ლოს, მე რა მაც­ვია და რა მა­ხუ­რავს. მე არ ვარ იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­გორც ისი­ნი არ­ჩე­ნენ ბი­უ­ჯე­ტით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­საც ასე­ვე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი აც­ვი­ათ, არა­ვის ეკი­თხე­ბა, მე რა მაც­ვია, რას ვჭამ და სად ვცხოვ­რობ.

- წერ­დნენ, "იმ ფუ­ლით" იყი­და, სხვებს ლო­ბი­ა­ნებს აჭ­მევ­სო (სა­უ­ბა­რია ნა­ნუ­კას ფონ­დზე, რო­დე­საც აქ­ცი­ა­ზე საკ­ვე­ბით მა­რაგ­დე­ბოდ­ნენ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ავტ.)

- რა­ტომ, გუ­შინ არ მეც­ვა და გუ­შინ­წინ, ვიდ­რე ფონ­დი მექ­ნე­ბო­და? - რო­დის­მე არ მეც­ვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი? სამ­წუ­ხა­როდ, ამ ადა­მი­ა­ნებს უნდა ვუ­თხრა რომ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი არის ძა­ლი­ან კარ­გი იმის­თვის, რომ ვი­ცხოვ­რო ისე, რო­გორც მინ­და და არა მხო­ლოდ მე, ჩემ­მა ოჯახ­მაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მისი ღირებულება 4700 ლარია... ანგარიშს არავის ჩავაბარებ, მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალზე, რომელიც აქციაზე მის ძვირადღირებულ ქურთუკში გამოჩენას მოჰყვა

"მისი ღირებულება 4700 ლარია... ანგარიშს არავის ჩავაბარებ, მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალზე, რომელიც აქციაზე მის ძვირადღირებულ ქურთუკში გამოჩენას მოჰყვა

გუშინ, ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც შეუერთდა. მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გახლდათ, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

აქციაზე გადაღებული ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გვიან ღამით ვრცელდებოდა. საზოგადოების ნაწილის ყურადღება ნანუკა ჟორჟოლიანის ქურთუკმა მიიქცია. ჟურნალისტის ფოტოებით გაკეთებული კოლაჟი ხელისუფლების მხარდამჭერებმა გაავრცელეს, მათი თქმით, აქციაზე ჟორჟოლიანს 18- ათასლარიანი ქურთუკი ეცვა.

ფოტო კოლაჟი სოციალურ ქსელში ვრცელდება
  • "სხვებს ლობიანებს აჭმევს და თავად დაითბუნა ტანი“
  • "ჯერ რატომ უნდა ღირდეს ნივთი ამხელა ფასი და მერე რატომ უნდა გინდოდეს ჩაიცვა“
  • "მამამისის პატრონს რა ჭირს მოსატეხი?“ - წერდნენ კომენტარებში.

ჟურნალისტს კომენტარის ჩასაწერად დავუკავშირდით.

ნანუკა ამბობს, მისი ქურთუკი რეალურად გაცილებით ნაკლები ღირს და ამავე დროს, მაშინ შეუძლიათ მისი ტანსაცმლის ფასის დათვლა, როდესაც ის სახელმწიფო მოხელე იქნება, სხვა შემთხვევაში არავისი საქმე არ არის, რა ღირებულების სამოსს ჩაიცვამს

ფოტო აქციიდან

- ქურთუკი 4000-ლარიანია, ეს ერთი და მეორე, მე სახელმწიფო მოხელე ვარ? - მე ხალხის ფულით ვფინანსდები? - ამიტომ ვისი რა საქმეა რა ღირს ჩემი ქურთუკი. ეს დაუთვალონ თანამდებობის პირებს, რომლებიც მათი ფულით ფინანსდებიან. მე სახელმწიფო მოხელე არასოდეს ვყოფილვარ, ხალხის ფულით არასოდეს დავფინანსებულვარ და თუ მინდა, 100-ათასლარიან ქურთუკს ჩავიცვამ.

გარდა ამისა, რა იციან, მე ვიყიდე თუ სხვამ მაჩუქა. სულ რომ მე მეყიდა, მაქვს იმის უფლება და ფუფუნება ასეთი ქურთუკი ვიყიდო. სინამდვილეში ამ ქურთუკის ღირებულება 4700 ლარია. მეორე საკითხია მე ვიყიდე, თუ არა, მაგრამ ანგარიშს არავის ჩავაბარებ, მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე. რა ქურთუკსაც მინდა, იმ ქურთუკს ჩავიცვამ. როდესაც სახელმწიფო მოხელე გავხდები, ამ ხალხის ფულით დავფინანსდები, როგორც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინ რაც უნდათ ის დამითვალონ. ოღონდ იცოდეთ, რომ არასოდეს სახელმწიფო მოხელე არ გავხდები.

- თუმცა გქონდათ პოლიტიკაში მოსვლის მცდელობა.

- კი, მაგრამ სახელმწიფო მოხელე არ ვყოფილვარ და არც არასოდეს გავხდები. მაგრამ თუ გავხდებოდი ოდესმე, რომც ვყოფილიყავი, ხალხს აქვს უფლება დამითვალოს, მე რა მაცვია და რა მახურავს. მე არ ვარ იმ რეალობაში, როგორც ისინი არჩენენ ბიუჯეტით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც ასევე ძვირადღირებული ტანსაცმელი აცვიათ, არავის ეკითხება, მე რა მაცვია, რას ვჭამ და სად ვცხოვრობ.

- წერდნენ, "იმ ფულით" იყიდა, სხვებს ლობიანებს აჭმევსო (საუბარია ნანუკას ფონდზე, როდესაც აქციაზე საკვებით მარაგდებოდნენ მონაწილეები ავტ.)

- რატომ, გუშინ არ მეცვა და გუშინწინ, ვიდრე ფონდი მექნებოდა? - როდისმე არ მეცვა ძვირადღირებული ტანსაცმელი? სამწუხაროდ, ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა რომ ჩემი შემოსავალი არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა და არა მხოლოდ მე, ჩემმა ოჯახმაც.