ავტორი:

რას წერს Washington Post-ი ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ? - ოფიციალური კიევი უარყოფს, რომ უკრაინა ამ ზარის თაობაზე წინასწარ გააფრთხილეს

რას წერს Washington Post-ი ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ? - ოფიციალური კიევი უარყოფს, რომ უკრაინა ამ ზარის თაობაზე წინასწარ გააფრთხილეს

Washington Post- ის ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. მათ სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები განიხილეს.

  • როგორც გამოცემა სანდრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, ტრამპმა პუტინს მოუწოდა, თავიდან აიცილოს უკრაინაში ესკალაცია, მან ასევე ახსენა ევროპაში მნიშვნელოვანი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხი.

თანამოსაუბრეებმა ისაუბრეს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე, ხოლო ტრამპმა გამოხატა ინტერესი “კონფლიქტის ადრეული გადაწყვეტის“ შემდგომი განხილვის შესახებ.

სატელეფონო საუბრის სხვა დეტალები უცნობია და ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

“ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს პრეზიდენტ ტრამპსა და სხვა მსოფლიო ლიდერებს შორის პირად ზარებზე“,- განაცხადა ტრამპის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩუნგმა მედიასთან. თუმცა, აღნიშნა, რომ ლიდერებმა არჩეულ პრეზიდენტთან კონტაქტების დამყარების პროცესი დაიწყეს.

The Washington Post-ი ამტკიცებს, რომ კიევი ინფორმირებული იყო ტრამპის პუტინთან საუბრის შესახებ და ამის წინააღმდეგი არ ყოფილა, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფაქტს უარყოფს.

“ინფორმაცია, რომ უკრაინული მხარე წინასწარ იყო ინფორმირებული სავარაუდო მოწოდების შესახებ, მცდარია. შესაბამისად, უკრაინას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ან წინააღმდეგობა გაუწიოს მას“, - განუცხადა Reuters-ს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიხიმ.

Washington Post-ის ცნობით, ტრამპმა პუტინს ფლორიდაში მდებარე რეზიდენციიდან დაურეკა.

იხილეთ ასევე: