მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ბიშიმბაევი კოლონიაში არ იმყოფება“ - რას წერს მედია ყაზახეთის ყოფილ მინისტრზე, რომელსაც 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
“ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ბიშიმბაევი კოლონიაში არ იმყოფება“ - რას წერს მედია ყაზახეთის ყოფილ მინისტრზე, რომელსაც 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ყა­ზა­ხე­თის ეკო­ნო­მი­კის ყო­ფილ მი­ნისტრს კუ­ან­დიკ ბი­შიმ­ბა­ევს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ ცო­ლის სას­ტი­კად ცე­მა­ში და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო და 24 წელი მი­უ­სა­ჯა, კო­ლო­ნი­ა­ში ვერ პო­უ­ლო­ბენ.

ტე­ლე­არხ AIRAN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­შიმ­ბა­ე­ვი, რო­მე­ლიც ნა­სა­მარ­თლე­ვია მისი მე­უღ­ლის - სალ­ტა­ნატ ნუ­კე­ნო­ვას მკვლე­ლო­ბა­ში, კო­ლო­ნი­ი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. ყო­ფილ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს 24-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი არ­შალ­ში მდე­ბა­რე გა­მო­სას­წო­რე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა მო­ე­ხა­და. თუმ­ცა, უკვე მე­სა­მე დღეა ის იქ არ იმ­ყო­ფე­ბა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი ად­ვო­კა­ტიც ადას­ტუ­რებს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს არ ავ­რცე­ლე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში ყა­ზა­ხე­თის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ბი­შიმ­ბა­ევს 24 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მხა­რის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა ნუ­კე­ნო­ვა 2023 წლის 9 ნო­ემ­ბერს ას­ტა­ნა­ში, მისი ოჯა­ხის კუთ­ვნილ რეს­ტო­რან “ბა­უ­ში“ ცე­მით მოკ­ლა.

ინ­ტერ­ნეტ­ში ცე­მის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბიც გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, რო­გორ სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბო­და ბი­შიმ­ბა­ე­ვი ცოლს

რო­გორც სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე ფსი­ქო­ლოგ­მა ალექ­სან­დრე ვრონ­სკიმ გა­ნა­ცხა­და. მან გა­ა­ა­ნა­ლი­ზა ბი­შიმ­ბა­ე­ვის ქცე­ვა და შე­უძ­ლია თქვას, რომ ის არის "მო­ძა­ლა­დე ნარ­ცი­სი". ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ტი­პის მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ქა­ლებს კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, რა­საც ისი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ა­დეკ­ვა­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიჰ­ყავთ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

“ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ბიშიმბაევი კოლონიაში არ იმყოფება“ - რას წერს მედია ყაზახეთის ყოფილ მინისტრზე, რომელსაც 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

“ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ბიშიმბაევი კოლონიაში არ იმყოფება“ - რას წერს მედია ყაზახეთის ყოფილ მინისტრზე, რომელსაც 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსული მედიის ცნობით, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს კუანდიკ ბიშიმბაევს, რომელიც სასამართლომ ცოლის სასტიკად ცემაში და მკვლელობაში ბრალდებულად ცნო და 24 წელი მიუსაჯა, კოლონიაში ვერ პოულობენ.

ტელეარხ AIRAN-ის ინფორმაციით, ბიშიმბაევი, რომელიც ნასამართლევია მისი მეუღლის - სალტანატ ნუკენოვას მკვლელობაში, კოლონიიდან გაუჩინარდა. ყოფილ თანამდებობის პირს 24-წლიანი სასჯელი არშალში მდებარე გამოსასწორებელ დაწესებულებაში უნდა მოეხადა. თუმცა, უკვე მესამე დღეა ის იქ არ იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ადვოკატიც ადასტურებს.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები დამატებით დეტალებს არ ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში ყაზახეთის უზენაესმა სასამართლომ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილი თანამდებობის პირი მეუღლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. სახელმწიფო ბრალდების მხარის ცნობით, ბრალდებულმა ნუკენოვა 2023 წლის 9 ნოემბერს ასტანაში, მისი ოჯახის კუთვნილ რესტორან “ბაუში“ ცემით მოკლა.

ინტერნეტში ცემის ამსახველი კადრებიც გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ სასტიკად უსწორდებოდა ბიშიმბაევი ცოლს

როგორც სასამართლოს სხდომაზე ფსიქოლოგმა ალექსანდრე ვრონსკიმ განაცხადა. მან გააანალიზა ბიშიმბაევის ქცევა და შეუძლია თქვას, რომ ის არის "მოძალადე ნარცისი". ექსპერტმა აღნიშნა, რომ ამ ტიპის მამაკაცები ხშირად ადანაშაულებენ ქალებს კონფლიქტურ სიტუაციებში, რასაც ისინი, სავარაუდოდ, არაადეკვატურ მდგომარეობამდე მიჰყავთ.

იხილეთ ასევე: