"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ საზოგადოება მათი სამზადისის შესახებ, “საჭირო დროს და საჭირო ადგილზე გაიგებს.“
“რაღაც ჩქარ-ჩქარა ფაციფუცობთ “ცესკოდ“ წოდებულნო. ახლა თქვენ თუ გგონიათ, რომ 21 - ის ნაცვლად 16 ნოემბერს თუ გამოგვიცხადებთ შემაჯამებელ ოქმს (ისტორიულ განაჩენს), მანამდე ვერ მოგისწრებთ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, ძალიან მიგიქარავთ. ფეხს ვერ გამოადგამთ მაგ თქვენი ქაჯეთის ციხიდან!
p.s. შემთხვევით ვინმემ ხომ არ დაიჯერა, რომ კარვებს და “კიდო იმგენს” აღარ ვიმარაგებთ? ვიმარაგებთ, ვიმარაგებთ. და “კიდო იმგენი” ბევრად საინტერესო და მნიშვნელოვანია კარვებზე. ახლა რომ არ მოგიყვებით, ხვდებით ალბათ. საჭირო დროს და საჭირო ადგილზე გაიგებთ, დაგველოდეთ,“ - წერს ნიკა გვარამია.
იხილეთ ასევე: