პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამართალდამცველებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მყოფ დემონსტრანტებს, საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს
სამართალდამცველებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მყოფ დემონსტრანტებს, საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან, რო­მელ­თაც მტკვრის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო გა­და­კე­ტეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ.

პო­ლი­ცი­ამ დე­მონ­სტრან­ტებს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, აქ­ცი­ა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა არ არის შეკ­რე­ბი­ლი, რომ მათ გზა გა­და­კე­ტონ და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა შე­ა­ფერ­ხონ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს არის გაფრ­თხი­ლე­ბა, შემ­დეგ კი მოხ­დე­ბა მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და გა­ტარ­დე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ზო­მე­ბი.

"გზა ბუ­ნებ­რი­ვად არ არის და­კე­ტი­ლი, არ არის ხალ­ხის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლი და­კე­ტი­ლი იყოს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან", - გა­ნუ­ცხა­და ერთ-ერ­თმა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ , რომ არ აპი­რე­ბენ დაშ­ლას, მათი გან­მარ­ტე­ბით, ეს არის "შე­ში­ნე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბა" და ახლა უფრო მეტი სტი­მუ­ლი აქვთ, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­შიც გაგ­რძელ­დეს.

რო­გორც ად­გი­ლი­დან „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა იმ­ყო­ფე­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მსვლე­ლო­ბის ევ­რო­პის მო­ედ­ნის­კენ გაგ­რძე­ლე­ბას გეგ­მა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

სამართალდამცველებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მყოფ დემონსტრანტებს, საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

სამართალდამცველებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მყოფ დემონსტრანტებს, საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

აქციის მონაწილეებთან, რომელთაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სამართალდამცველები გამოჩნდნენ.

პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. სამართალდამცველების განმარტებით, აქციაზე ადამიანების ის რაოდენობა არ არის შეკრებილი, რომ მათ გზა გადაკეტონ და საგზაო მოძრაობა შეაფერხონ.

სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ეს არის გაფრთხილება, შემდეგ კი მოხდება მათი იდენტიფიცირება და გატარდება კანონით დადგენილი ზომები.

"გზა ბუნებრივად არ არის დაკეტილი, არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ ცენტრალური მაგისტრალი დაკეტილი იყოს. აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება და საქართველოს კანონმდებლობით დაჯარიმდებიან", - განუცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჟურნალისტებს.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ , რომ არ აპირებენ დაშლას, მათი განმარტებით, ეს არის "შეშინებული ხელისუფლების ქმედება" და ახლა უფრო მეტი სტიმული აქვთ, რომ საპროტესტო აქციები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდეს.

როგორც ადგილიდან „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე სამართალდამცველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა იმყოფება. აქციის მონაწილეები მსვლელობის ევროპის მოედნისკენ გაგრძელებას გეგმავენ.