საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო-მ საიას, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და  “ძლიერი საქართველოს” საჩივრები არ დააკმაყოფილა
ცესკო-მ საიას, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და  “ძლიერი საქართველოს” საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცეს­კო-ს კო­მი­სი­ამ “სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის”, “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” და “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო - ლელო, ხალ­ხის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის!” სა­ჩივ­რე­ბი სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­ჩივ­რე­ბი უსა­ფუძ­ვლოა.

კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო” მო­ი­თხოვ­და ყვე­ლა სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას. “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა”ყვე­ლა სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მო­ი­თხოვ­და. საია კი ყვე­ლა ოლ­ქის შე­დე­გე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის ბა­თი­ლო­ბას და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, სხდო­მა დღეს დი­ლი­დან ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ლაშა ფა­რუ­ლა­ვა სხდო­მი­დან გა­ა­ძე­ვა.

ამას­თან, ლაშა ფა­რუ­ლა­ვამ ცეს­კო-ს წარ­მო­მად­გენ­ლებს არ­ჩევ­ნე­ბის გამ­ყალ­ბებ­ლე­ბი უწო­და.

  • სა­ი­ას იუ­რის­ტის გან­ცხა­დე­ბით, ცეს­კო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დიდი ალ­ბა­თო­ბით გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

“ცეს­კო-ს კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დიდი ალ­ბა­თო­ბით გა­ვა­სა­ჩივ­რებთ, იმ სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის დად­გე­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ი­ას იუ­რის­ტმა, ტატა ჭანკვე­ტა­ძემ სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მი­სი­ვე თქმით, სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ცეს­კო-ს კო­მი­სი­ის მხრი­დან კი­თხვე­ბი იყო დე­ტა­ლუ­რი და ვრცე­ლი.

“რაც შე­ე­ხე­ბა “ქოლ-ცენ­ტრებს”, ეს იყო ტერ­მი­ნი, რო­მე­ლიც კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს და არა­ვი­თა­რი სხვა კონ­ტექ­სტი ამას, ჩემი შე­ფა­სე­ბით, არ უნდა ჰქო­ნო­და. იმი­ტომ, რომ ჩვენ გვქონ­და სტან­დარ­ტუ­ლი პი­რა­დი ნომ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კონ­სულ­ტა­ცია და კო­მუ­ნი­კა­ცია ჩვენს დამ­კვირ­ვებ­ლებ­თან [26 ოქ­ტომ­ბერს]. იქ არა­ვი­თა­რი “ქოლ-ცენ­ტრით” და შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტო­რე­ბით მო­წყო­ბი­ლი არ ყო­ფი­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მგო­ნია, რომ ტერ­მი­ნე­ბის აღ­რე­ვის სა­კი­თხი იყო. ჩვე­ნი რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყვე­ლა ქმე­დე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე­ობს სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს და ეს სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი თა­ვის მხრივ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ სარ­ჩევ­ნო გა­რე­მოს­თან და იმ დარ­ღვე­ვებ­თან, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს გა­მოვ­ლინ­და.

ის, რომ ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც არ­სე­ბობს ფა­რუ­ლო­ბის პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვის იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით იმი­სა, რომ ამ პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვის გამო ვი­და­ვოთ, ზო­გა­დად შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან სარ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი ერ­თგვა­რო­ვა­ნი იყო ყვე­ლა იმ უბან­ზე, სა­დაც ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ტარ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და ტატა ჭანკვე­ტა­ძემ.

ავტორი:

ცესკო-მ საიას, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და  “ძლიერი საქართველოს” საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცესკო-მ საიას, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და  “ძლიერი საქართველოს” საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცესკო-ს კომისიამ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და “ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, საჩივრები უსაფუძვლოა.

კოალიცია “ძლიერი საქართველო” მოითხოვდა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას. “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა. საია კი ყველა ოლქის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას.

შეგახსენებთ, სხდომა დღეს დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა სხდომიდან გააძევა.

ამასთან, ლაშა ფარულავამ ცესკო-ს წარმომადგენლებს არჩევნების გამყალბებლები უწოდა.

  • საიას იურისტის განცხადებით, ცესკო-ს გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით გაასაჩივრებენ.

“ცესკო-ს კომისიის გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ, იმ სამართლებრივი პროცედურის ფარგლებში, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი“, - განაცხადა საიას იურისტმა, ტატა ჭანკვეტაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, სხდომის მიმდინარეობისას ცესკო-ს კომისიის მხრიდან კითხვები იყო დეტალური და ვრცელი.

“რაც შეეხება “ქოლ-ცენტრებს”, ეს იყო ტერმინი, რომელიც კომისიის წევრებმა გამოიყენეს და არავითარი სხვა კონტექსტი ამას, ჩემი შეფასებით, არ უნდა ჰქონოდა. იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა სტანდარტული პირადი ნომრების გამოყენებით კონსულტაცია და კომუნიკაცია ჩვენს დამკვირვებლებთან [26 ოქტომბერს]. იქ არავითარი “ქოლ-ცენტრით” და შესაბამისი ოპერატორებით მოწყობილი არ ყოფილა. შესაბამისად, მგონია, რომ ტერმინების აღრევის საკითხი იყო. ჩვენი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა ქმედება გამომდინარეობს სამართლებრივი ნორმებიდან. შესაბამისად, ვახორციელებთ მხოლოდ სამართლებრივ პროცედურებს და ეს სამართლებრივი პროცედურები თავის მხრივ დაკავშირებულია მხოლოდ სარჩევნო გარემოსთან და იმ დარღვევებთან, რომლებიც კონკრეტული საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის დროს გამოვლინდა.

ის, რომ ერთი შემთხვევა მაინც არსებობს ფარულობის პრინციპის დარღვევის იძლევა შესაძლებლობას, ჩვენი შეფასებით იმისა, რომ ამ პრინციპის დარღვევის გამო ვიდავოთ, ზოგადად შემაჯამებელი ოქმებისა და შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რადგან სარჩევნო პროცესი ერთგვაროვანი იყო ყველა იმ უბანზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდებოდა არჩევნები”, - განაცხადა ტატა ჭანკვეტაძემ.