ავტორი:

“შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ“ - გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს და მიმართვას ავრცელებს

“შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ“ - გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს და მიმართვას ავრცელებს

შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ.


  • “შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“, - წერს აქტივისტი პლატფორმა აქტივისტი პლატფორმა X-ზე.

როგორც თუნბერგი აღნიშნავს, “ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“.


  • პარალელურად აქცია იგეგმება ორბელიანების სასახლესთან.

11 ნოემბერს, პრეზიდენტისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადეს, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.


ამასთან, აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შეიკრიბონ სასამართლოსთანაც.


„ამ შეხვედრაში ჩვენც უნდა მივიღოთ გარკვეული მონაწილეობა. ეს მონაწილეობა იქნება, რომ ჩვენ დავანახებთ რამდენი ვართ პრეზიდენტის სასახლესთან. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროპელ მეგობრებს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ქართველი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, იბრძვის მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად. ამიტომ ყველას, ხვალ, გელოდებით ორ ლოკაციაზე, ვისაც, სადაც გირჩევნიათ და გული მიგიწევთ, ოღონდ, სახლში არ დარჩეთ. მოვა დრო თავისუფალ, დამოუკიდებელ და ევროპულ საქართველოში სახლში ვიქნებით, ძალიან კარგად და თბილად, მაგრამ ეს დღეები და თვეები სჭირდება ქვეყანას, თქვენი გვერდში დგომა!“, - განაცხადეს მსვლელობის მიმდინარეობისას ორგანიზატორებმა.


იხილეთ ასევე: