მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავისუფლების მოედანზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან
თავისუფლების მოედანზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბას­თან ჯგუფ "და­ი­ტო­ვეს" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო მარ­შის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს.

მათი შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თველ ხალ­ხს არ­ჩევ­ნე­ბი მოჰ­პა­რა და ხალ­ხის ხმე­ბი გა­ა­ყალ­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სიმ­ბო­ლუ­რად გაშ­ლი­ლი აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­მოქ­მე­დო გეგ­მას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ად­გილ­ზე გა­აც­ნო­ბენ.

"ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნად და ცეს­კოს სხვა შე­მად­გენ­ლო­ბით. ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ უკვე, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია ერთ რა­მე­ზე კონ­ცენ­ტრირ­დე და ერთი მო­თხოვ­ნა გქონ­დეს. ეს აქ­ცია ყვე­ლა­ფერს აერ­თი­ა­ნებს, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა მა­ინც რჩე­ბა ის, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს. რო­გორც გვი­თხრეს, პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან.

არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ გეგ­მავს აქ­ცი­ას, მთა­ვა­რია ყვე­ლა ერ­თად ვიდ­გეთ. ყვე­ლა­ნი ერთ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ თეკ­ლა ვა­სა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

თავისუფლების მოედანზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილეები იკრიბებიან.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.

მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს არჩევნები მოჰპარა და ხალხის ხმები გააყალბა. აქციის მონაწილეებს სიმბოლურად გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ორგანიზატორების განცხადებით, სამოქმედო გეგმას აქციის მონაწილეებს ადგილზე გააცნობენ.

"ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ცესკოს სხვა შემადგენლობით. ისეთ მდგომარეობაში ვართ უკვე, რომ ძალიან რთულია ერთ რამეზე კონცენტრირდე და ერთი მოთხოვნა გქონდეს. ეს აქცია ყველაფერს აერთიანებს, თუმცა ძირითადი მოთხოვნა მაინც რჩება ის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. როგორც გვითხრეს, პოლიტიკოსებიც შემოგვიერთდებიან.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გეგმავს აქციას, მთავარია ყველა ერთად ვიდგეთ. ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თეკლა ვასაძემ.