საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, შეხებისა, შეიძლება ეს იყო ცხოვრებაში ერთხელ, წამიერად, მაგრამ ყოფილა...“ - მეუფე შიო
“ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, შეხებისა, შეიძლება ეს იყო ცხოვრებაში ერთხელ, წამიერად, მაგრამ ყოფილა...“ - მეუფე შიო

მე­უ­ფე შიო - რამ­დენ სი­კე­თეს და მშვე­ნი­ე­რე­ბას გვიხ­სნის ჩვენ წი­ნა­შე ღმერ­თი, რამ­დე­ნი სი­კე­თე გაგ­ვი­კე­თა ყო­ველ ჩვენ­განს, ცალ­კე აღე­ბულს და მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ერ­თად, მაგ­რამ რამ­დე­ნია ისე­თი, ვინც ამ სი­კე­თე­ებს ვერ აღიქ­ვამს და ვერ გრძნობს?!

“ყვე­ლა მორ­წმუ­ნე ადა­მი­ანს აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა ღმერ­თთან შეხ­ვედ­რი­სა... რამ­დენ სი­კე­თეს და მშვე­ნი­ე­რე­ბას გვიხ­სნის ჩვენ წი­ნა­შე ღმერ­თი, რამ­დე­ნი სი­კე­თე გაგ­ვი­კე­თა ყო­ველ ჩვენ­განს, ცალ­კე აღე­ბულს და მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ერ­თად... მაგ­რამ რამ­დე­ნია ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ სი­კე­თე­ებს ვერ აღიქ­ვამს და ვერ გრძნობს?!“, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, და­ვა­მოწ­მოთ ის სი­კე­თე, რა­საც ღმერ­თი გვაძ­ლევს.

“დღე­ვან­დელ სა­ხა­რე­ბა­ში ჩვენ წა­ვი­კი­თხეთ, რომ ერთხელ უფალ­მა იესო ქრის­ტემ თა­ვის მო­წა­ფე­ებ­თან ერ­თად გე­ნე­სა­რე­თის ტბა გა­და­ცუ­რა და ღა­და­რი­ნელ­თა ქვე­ყა­ნა­ში მი­ვი­და. იქ უფალს შე­მოხ­ვდა ერთი კაცი, რო­მე­ლიც ისე­თი სა­ში­ნე­ლი ეშ­მა­კის ძა­ლით იყო შე­პყრო­ბი­ლი, რომ სა­საფ­ლა­ო­ზე ცხოვ­რობ­და, მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას აში­ნებ­და და ატე­რო­რებ­და. მან ყვი­რი­ლით მი­მარ­თა მა­ცხო­ვარს: “რა გინ­და ჩემ­გან, იესო, მა­ღა­ლი ღმერ­თის ძეო?! გე­ვედ­რე­ბი, ნუ მტან­ჯავ!“ (ლკ. 8, 28). უფალ­მა ჰკი­თხა: “რა არის სა­ხე­ლი შენი?“ (ლკ. 8, 30). მან მი­უ­გო: “ლე­გი­ო­ნი!“ (ლკ. 8, 30), ვი­ნა­ი­დან, ბევ­რი ეშ­მა­კი იყო შე­სუ­ლი მას­ში. ამ ეშ­მა­კებ­მა იცოდ­ნენ, რომ უფა­ლი მათ­ზე ძლი­ე­რი იყო და გან­დევ­ნი­და მათ. ამი­ტომ შე­ე­ვედრნენ უფალს, არ ებ­რძა­ნე­ბი­ნა მათ­თვის უფსკრულ­ში ჩას­ვლა, არა­მედ იქვე ახ­ლოს ღო­რე­ბის დიდი კოლ­ტი ძოვ­და და სთხო­ვეს, ნება და­ერ­თო, ამ ღო­რე­ბის კოლ­ტში შე­სუ­ლიყ­ვნენ. მარ­თლაც, უფალ­მა დარ­თო ნება, ისი­ნი გა­მო­ვიდ­ნენ ამ კა­ცი­დან, შე­ვიდ­ნენ ღო­რე­ბის კოლ­ტში, ეს კოლ­ტი კლდი­დან გად­მო­ეშ­ვა და წყალ­ში და­იხ­რჩო. ეს რომ მწყემ­სებ­მა და­ი­ნა­ხეს, სო­ფელ­ში გა­იქ­ცნენ და ყვე­ლას აუ­წყეს ეს ამ­ბა­ვი.

მთე­ლი სო­ფე­ლი გა­მო­ვი­და, რომ ენა­ხათ ეს მოვ­ლე­ნა და ნა­ხეს ეს ეშ­მა­კე­უ­ლი - გან­კურ­ნე­ბუ­ლი, გონსმო­სუ­ლი, შე­მო­სი­ლი, ჩაც­მუ­ლი, რო­მე­ლიც იე­სოს ფერ­ხთით იჯდა. მათ ძა­ლი­ან შე­ე­შინ­დათ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აფრ­თხობ­და და აში­ნებ­და მთელ სო­ფელს, და­ა­მარ­ცხა იესო ქრის­ტემ, ე.ი. კი­დევ უფრო დიდი ძალა მო­ვი­და მათ სო­ფელ­ში, შე­ე­შინ­დათ და სთხო­ვეს მას, რომ იქა­უ­რო­ბას გას­ცლო­და. მათ­თვის, რა თქმა უნდა, სრუ­ლი­ად ცხა­დი იყო, რომ ქრის­ტე­ში მოქ­მე­დებს არა უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნუ­რი, არა­მედ ღმერ­თის ძალა, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იტან­ჯე­ბო­და და სხვებ­საც ტან­ჯავ­და, გა­ნი­კურ­ნა, და­უბ­რუნ­და ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს ღა­და­რი­ნე­ლე­ბი იმ­დე­ნად იყ­ვნენ შე­პყრო­ბილ­ნი და მი­ჯაჭ­ვულ­ნი მა­ტე­რი­ა­ლურ სი­კე­თე­ებ­სა და მო­გე­ბა­ზე, იმ­დე­ნად იყ­ვნენ შე­პყრო­ბილ­ნი მერ­კან­ტი­ლუ­რო­ბით, რო­გორც დღეს ვი­ტყო­დით, რომ ერ­ჩივ­ნათ, ეს კაცი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ისევ ისე­თი­ვე ეშ­მა­კე­უ­ლი, ისევ ეტან­ჯა თა­ვი­სი თა­ვიც და მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაც, მათ ერ­ჩივ­ნათ, უარი ეთ­ქვათ ქრის­ტე­ზე, მის სი­კე­თე­ებ­ზე, ოღონდ თა­ვი­ან­თი ღო­რე­ბი გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. აი, ამი­ტომ სთხო­ვეს ქრის­ტეს, გას­ცლო­და მათ სო­ფელს.

რა თქმა უნდა, ეს ღო­რე­ბის კოლ­ტი მათი შე­მო­სავ­ლის წყა­რო იყო, რომ­ლის და­ღუპ­ვაც დიდი და­ნა­კარ­გი იყო, თუმ­ცა მათ რომ ერ­წმუ­ნათ ღმერ­თი, ღმერ­თის ძალა, ამ ძა­ლის მად­ლით, რა თქმა უნდა, ისი­ნი ას­მა­გად აი­ნა­ზღა­უ­რებ­დნენ და­ნა­კარგს, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, იმ­დე­ნად შე­პყრო­ბილ­ნი იყ­ვნენ ამ მერ­კან­ტი­ლუ­რო­ბის ვნე­ბით, რომ ამის­თვის, რა თქმა უნდა, არ სცხე­ლო­დათ, ეს ამ­ბა­ვი სა­ერ­თოდ არ ანაღ­ვლებ­დათ.

შემ­დეგ ეს გან­კურ­ნე­ბუ­ლი კაცი ევედ­რე­ბა მა­ცხო­ვარს, რომ თა­ვის­თან და­ტო­ვოს, მაგ­რამ უფა­ლი გა­უშ­ვებს და ეტყვის: “დაბ­რუნ­დი შინ და ყვე­ლას უამ­ბე, რაც გიყო ღმერ­თმა“ (ლკ. 8, 39) და ისიც წა­ვი­და და მთელ ქა­ლაქს ამ­ცნობ­და, რა გა­უ­კე­თა იე­სომ. ასე მთავ­რდე­ბა სა­ხა­რე­ბის ეს მო­ნაკ­ვე­თი.

აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, დღეს ჩვენ დავ­ფიქ­რდეთ, რომ მა­ცხოვ­რის ეს სი­ტყვე­ბი - “დაბ­რუნ­დი შინ და ყვე­ლას უამ­ბე, რაც გიყო ღმერ­თმა“ - ეს მო­წო­დე­ბა გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ყო­ველ ჩვენ­გან­საც, ჩვენ­თვი­საც არის ნათ­ქვა­მი, ჩვენც გვიბ­რძა­ნებს უფა­ლი იესო ქრის­ტე, რომ და­ვა­მოწ­მოთ ქრის­ტე იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც ვცხოვ­რობთ და იმ ადა­მი­ან­თა წი­ნა­შე, ვინც არის ჩვენ ირ­გვლივ.

  • ყვე­ლა მორ­წმუ­ნე ადა­მი­ანს აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა ღმერ­თთან შეხ­ვედ­რი­სა, ღმერ­თთან შე­ხე­ბი­სა. შე­იძ­ლე­ბა ეს იყო ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ, შე­იძ­ლე­ბა ეს იყო წა­მი­ე­რად, მაგ­რამ ყო­ფი­ლა. ჩვენ ვი­ცით, რა არის უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, რა არის უფ­ლის მო­წყა­ლე­ბა, რა არის საღვთო ძალა და მად­ლი, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა, გა­მოვსწორ­დეთ და გავ­ხდეთ უკე­თე­სი, რამ­დენ სი­კე­თეს და მშვე­ნი­ე­რე­ბას გვიხ­სნის ჩვენ წი­ნა­შე ღმერ­თი, რამ­დე­ნი სი­კე­თე გაგ­ვი­კე­თა ყო­ველ ჩვენ­განს, ცალ­კე აღე­ბულს და მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ერ­თად; ჩვენ ვი­ცით, ეს სა­ი­დან არის, სა­ი­დან გვეძ­ლე­ვა; მაგ­რამ რამ­დე­ნია ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ სი­კე­თე­ებს ვერ აღიქ­ვამს და ვერ გრძნობს?! ამი­ტომ ჩვენ ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, და­ვა­მოწ­მოთ მათ წი­ნა­შე ის სი­კე­თე, რა­საც ღმერ­თი გვაძ­ლევს.

მაგ­რამ განა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამას ჯე­როვ­ნად ვა­კე­თებთ? რა თქმა უნდა, არა. ამი­ტომ უნდა შე­ვის­მი­ნოთ უფალ იესო ქრის­ტეს ეს სი­ტყვე­ბი: “დაბ­რუნ­დი შინ და უამ­ბე ყვე­ლას, რაც გიყო შენ ღმერ­თმა“ და მივ­ბა­ძოთ ამ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც შე­ას­რუ­ლა უფ­ლის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, წა­ვი­და და მთელ ქა­ლაქს ამ­ცნობ­და, რაც გა­უ­კე­თა იე­სომ.

ასე­ვე პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლიც შეგ­ვახ­სე­ნებს ამ მო­წო­დე­ბას, როცა ის მი­მარ­თავს ყვე­ლა დრო­ის ქრის­ტი­ა­ნებს ასე­თი სი­ტყვე­ბით: “თქვენ ხართ რჩე­უ­ლი მოდ­გმა, წილ­ხვედ­რი ხალ­ხი, რომ ყვე­ლას აუ­წყოთ ღმერ­თის სიქ­ვე­ლე, ვინც გა­მო­გიხ­მოთ თქვენ სიბ­ნე­ლი­დან, რათა გე­ხი­ლათ მისი სა­ო­ცა­რი ნა­თე­ლი, ამინ“ (I პეტრ. 2,9).

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ბრძა­ნე­ბით, ჩვენ ვლო­ცავთ თუ­ხა­რე­ლე­ბის გვარს. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გამ­რავ­ლოთ და გა­გა­ხა­როთ.

ასე­ვე დღეს ვლო­ცავთ ქა­ლაქ თბი­ლი­სის ბავ­შვთა ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლ “აი­სის“ წევ­რებს, რომ­ლე­ბიც დღეს აქ ბრძან­დე­ბი­ან, ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი: ილია, ბექა, ფიდო და გვან­ცა ესი­ა­ვე­ბი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გა­ხა­როთ“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

“ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, შეხებისა, შეიძლება ეს იყო ცხოვრებაში ერთხელ, წამიერად, მაგრამ ყოფილა...“ - მეუფე შიო

“ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, შეხებისა, შეიძლება ეს იყო ცხოვრებაში ერთხელ, წამიერად, მაგრამ ყოფილა...“ - მეუფე შიო

მეუფე შიო - რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად, მაგრამ რამდენია ისეთი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?!

“ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა... რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად... მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?!“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვალდებულები ვართ, დავამოწმოთ ის სიკეთე, რასაც ღმერთი გვაძლევს.

“დღევანდელ სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებთან ერთად გენესარეთის ტბა გადაცურა და ღადარინელთა ქვეყანაში მივიდა. იქ უფალს შემოხვდა ერთი კაცი, რომელიც ისეთი საშინელი ეშმაკის ძალით იყო შეპყრობილი, რომ სასაფლაოზე ცხოვრობდა, მთელ მოსახლეობას აშინებდა და ატერორებდა. მან ყვირილით მიმართა მაცხოვარს: “რა გინდა ჩემგან, იესო, მაღალი ღმერთის ძეო?! გევედრები, ნუ მტანჯავ!“ (ლკ. 8, 28). უფალმა ჰკითხა: “რა არის სახელი შენი?“ (ლკ. 8, 30). მან მიუგო: “ლეგიონი!“ (ლკ. 8, 30), ვინაიდან, ბევრი ეშმაკი იყო შესული მასში. ამ ეშმაკებმა იცოდნენ, რომ უფალი მათზე ძლიერი იყო და განდევნიდა მათ. ამიტომ შეევედრნენ უფალს, არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა, არამედ იქვე ახლოს ღორების დიდი კოლტი ძოვდა და სთხოვეს, ნება დაერთო, ამ ღორების კოლტში შესულიყვნენ. მართლაც, უფალმა დართო ნება, ისინი გამოვიდნენ ამ კაციდან, შევიდნენ ღორების კოლტში, ეს კოლტი კლდიდან გადმოეშვა და წყალში დაიხრჩო. ეს რომ მწყემსებმა დაინახეს, სოფელში გაიქცნენ და ყველას აუწყეს ეს ამბავი.

მთელი სოფელი გამოვიდა, რომ ენახათ ეს მოვლენა და ნახეს ეს ეშმაკეული - განკურნებული, გონსმოსული, შემოსილი, ჩაცმული, რომელიც იესოს ფერხთით იჯდა. მათ ძალიან შეეშინდათ, რომ ეს ადამიანი, რომელიც აფრთხობდა და აშინებდა მთელ სოფელს, დაამარცხა იესო ქრისტემ, ე.ი. კიდევ უფრო დიდი ძალა მოვიდა მათ სოფელში, შეეშინდათ და სთხოვეს მას, რომ იქაურობას გასცლოდა. მათთვის, რა თქმა უნდა, სრულიად ცხადი იყო, რომ ქრისტეში მოქმედებს არა უბრალო ადამიანური, არამედ ღმერთის ძალა, რადგან ეს ადამიანი, რომელიც იტანჯებოდა და სხვებსაც ტანჯავდა, განიკურნა, დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, ეს ღადარინელები იმდენად იყვნენ შეპყრობილნი და მიჯაჭვულნი მატერიალურ სიკეთეებსა და მოგებაზე, იმდენად იყვნენ შეპყრობილნი მერკანტილურობით, როგორც დღეს ვიტყოდით, რომ ერჩივნათ, ეს კაცი დარჩენილიყო ისევ ისეთივე ეშმაკეული, ისევ ეტანჯა თავისი თავიც და მთელი მოსახლეობაც, მათ ერჩივნათ, უარი ეთქვათ ქრისტეზე, მის სიკეთეებზე, ოღონდ თავიანთი ღორები გადარჩენილიყვნენ. აი, ამიტომ სთხოვეს ქრისტეს, გასცლოდა მათ სოფელს.

რა თქმა უნდა, ეს ღორების კოლტი მათი შემოსავლის წყარო იყო, რომლის დაღუპვაც დიდი დანაკარგი იყო, თუმცა მათ რომ ერწმუნათ ღმერთი, ღმერთის ძალა, ამ ძალის მადლით, რა თქმა უნდა, ისინი ასმაგად აინაზღაურებდნენ დანაკარგს, მაგრამ როგორც გითხარით, იმდენად შეპყრობილნი იყვნენ ამ მერკანტილურობის ვნებით, რომ ამისთვის, რა თქმა უნდა, არ სცხელოდათ, ეს ამბავი საერთოდ არ ანაღვლებდათ.

შემდეგ ეს განკურნებული კაცი ევედრება მაცხოვარს, რომ თავისთან დატოვოს, მაგრამ უფალი გაუშვებს და ეტყვის: “დაბრუნდი შინ და ყველას უამბე, რაც გიყო ღმერთმა“ (ლკ. 8, 39) და ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რა გაუკეთა იესომ. ასე მთავრდება სახარების ეს მონაკვეთი.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ დავფიქრდეთ, რომ მაცხოვრის ეს სიტყვები - “დაბრუნდი შინ და ყველას უამბე, რაც გიყო ღმერთმა“ - ეს მოწოდება განეკუთვნება ყოველ ჩვენგანსაც, ჩვენთვისაც არის ნათქვამი, ჩვენც გვიბრძანებს უფალი იესო ქრისტე, რომ დავამოწმოთ ქრისტე იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ და იმ ადამიანთა წინაშე, ვინც არის ჩვენ ირგვლივ.

  • ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, ღმერთთან შეხებისა. შეიძლება ეს იყო ცხოვრებაში ერთხელ, შეიძლება ეს იყო წამიერად, მაგრამ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რა არის უფლის სიყვარული, რა არის უფლის მოწყალება, რა არის საღვთო ძალა და მადლი, რომელიც გვეხმარება, გამოვსწორდეთ და გავხდეთ უკეთესი, რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად; ჩვენ ვიცით, ეს საიდან არის, საიდან გვეძლევა; მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?! ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავამოწმოთ მათ წინაშე ის სიკეთე, რასაც ღმერთი გვაძლევს.

მაგრამ განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ჯეროვნად ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ უნდა შევისმინოთ უფალ იესო ქრისტეს ეს სიტყვები: “დაბრუნდი შინ და უამბე ყველას, რაც გიყო შენ ღმერთმა“ და მივბაძოთ ამ ადამიანს, რომელმაც შეასრულა უფლის ლოცვა-კურთხევა, წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რაც გაუკეთა იესომ.

ასევე პეტრე მოციქულიც შეგვახსენებს ამ მოწოდებას, როცა ის მიმართავს ყველა დროის ქრისტიანებს ასეთი სიტყვებით: “თქვენ ხართ რჩეული მოდგმა, წილხვედრი ხალხი, რომ ყველას აუწყოთ ღმერთის სიქველე, ვინც გამოგიხმოთ თქვენ სიბნელიდან, რათა გეხილათ მისი საოცარი ნათელი, ამინ“ (I პეტრ. 2,9).

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, ჩვენ ვლოცავთ თუხარელების გვარს. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ.

ასევე დღეს ვლოცავთ ქალაქ თბილისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლ “აისის“ წევრებს, რომლებიც დღეს აქ ბრძანდებიან, ხელმძღვანელები: ილია, ბექა, ფიდო და გვანცა ესიავები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.