გერმანიის ქალაქ ბრემენში 40 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მკვლელობა სექტემბერში მოხდა, მოსამართლემ ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასული კვირის პარასკევს გასცა. გამოძიება გრძელდება.