ავტორი:

"ჩვენ ტალახით ვართ დასვრილი, თქვენ - სისხლით" - ვალენსიაში ათიათასობით ადამიანი რეგიონის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს (ფოტოები)

"ჩვენ ტალახით ვართ დასვრილი, თქვენ - სისხლით" - ვალენსიაში ათიათასობით ადამიანი რეგიონის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს (ფოტოები)

ვალენსიაში ათასობით ადამიანმა რეგიონის ხელმძღვანელის, ხელმძღვანელის კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

  • აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას წყალდიდობის წინააღმდეგ არასათანადო რეაგირებასა და ქმედებებში ადანაშაულებდნენ და ასევე აცხადებენ, რომ წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება ძალიან გვიან გასცეს.

ესპანური მედიის ცნობით, აქციაში 130 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეები სკანდირებდნენ : "ჩვენ ტალახით ვართ დასვრილი, თქვენ - სისხლით".

აქციის დროს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. მედიაში ვრცელდება ფოტოები, რომელზედაც ასახულია ვალენსიის მერიის ტალახით მოსვრილი შენობა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, მომიტინგეებმა მერიის შენობას სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

ქალაქის მერმა, მარია ხოსე კატალამ, სოციალურ ქსელში დაზიანებული შენობის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „ვანდალიზმი გამოსავალი არ არის“.

შეგახსენებთ, ვალენსიასა და მეზობელ პროვინციებში კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოთხმოცზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.