პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში" - გვარამია
"ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში" - გვარამია

მე­გობ­რე­ბო, ნუ იღელ­ვებთ იმა­ზე, რომ ყო­ველ­დღე ასი­ა­თას ადა­მი­ანს არ ხე­დავთ ქუ­ჩა­ში, მთა­ვა­რია ცივ გო­ნე­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გეგ­მა­ზო­მი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბი და ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მა იმის­თვის, რომ და­ვა­მარ­ცხოთ ხმის მიმ­თვი­სებ­ლე­ბი,- ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს “მეტ­რო­სად­გურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან” გა­ნუ­ცხა­და, სა­ი­და­ნაც კო­ა­ლი­ცია მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად მსვლე­ლო­ბას აწყობს.

მსვლე­ლო­ბა 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ეწყო­ბა.

რო­გორც გვა­რა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დის­კომ­ფორ­ტს ყო­ველ­დღე იგ­რძნობს და იმ­დე­ნად, რომ მას წას­ვლა მო­უ­წევს.

"ამომ­რჩე­ვე­ლი უნდა ელო­დოს იმას, რა­საც ხმა მის­ცა - სა­ქარ­თვე­ლო­ში ცვლი­ლე­ბებს. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში, ჩვენ და­ვუბ­რუ­ნებთ ქარ­თველ ხალ­ხს მათ ხმას და რაც მთა­ვა­რია, ჩვენ და­ვიბ­რუ­ნებთ სამ­შობ­ლოს, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ სხვა­ნა­ი­რად მოხ­დეს! მე­გობ­რე­ბო, ნუ იღელ­ვებთ იმა­ზე, რომ ყო­ველ­დღე ასი­ა­თას ადა­მი­ანს არ ხე­დავთ ქუ­ჩა­ში, მთა­ვა­რია ცივ გო­ნე­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გეგ­მა­ზო­მი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბი და ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მა იმის­თვის, რომ და­ვა­მარ­ცხოთ ხმის მიმ­თვი­სებ­ლე­ბი და რე­ა­ლუ­რად, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი, ანუ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” . “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ეს არ შერ­ჩე­ბა! სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა გვაქვს, მაგ­რამ ზუს­ტად ვი­ცო­დეთ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებთ ჩვენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ამი­ტომ აღ­ვი­ჭურ­ვოთ მოთ­მი­ნე­ბით და არ დაგ­ვე­ზა­როს ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნუ­ლი შრო­მა სამ­შობ­ლოს და­საბ­რუ­ნებ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა მსვლე­ლო­ბას, მსვლე­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ით­კე­ნაც ჩვენ წა­ვალთ, გა­მოგ­ვყე­ვით და ნა­ხავთ. ყო­ველ­დღე სა­ქარ­თვე­ლო, თბი­ლი­სი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ჩაბ­მუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა­ში”,- გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში" - გვარამია

"ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში" - გვარამია

მეგობრებო, ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს “მეტროსადგურ უნივერსიტეტთან” განუცხადა, საიდანაც კოალიცია მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას აწყობს.

მსვლელობა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ეწყობა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ხელისუფლება დისკომფორტს ყოველდღე იგრძნობს და იმდენად, რომ მას წასვლა მოუწევს.

"ამომრჩეველი უნდა ელოდოს იმას, რასაც ხმა მისცა - საქართველოში ცვლილებებს. ეს ცვლილებები იქნება ყველა ვარიანტში, ჩვენ დავუბრუნებთ ქართველ ხალხს მათ ხმას და რაც მთავარია, ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს, გამორიცხულია, რომ სხვანაირად მოხდეს! მეგობრებო, ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები და რეალურად, კონსტიტუციური გადატრიალების ავტორები, ანუ “ქართული ოცნება” . “ქართულ ოცნებას” ეს არ შერჩება! საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცოდეთ, რომ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, ამიტომ აღვიჭურვოთ მოთმინებით და არ დაგვეზაროს ყოველდღიური რუტინული შრომა სამშობლოს დასაბრუნებლად.

რაც შეეხება მსვლელობას, მსვლელობა დასრულდება იმ მიმართულებით, საითკენაც ჩვენ წავალთ, გამოგვყევით და ნახავთ. ყოველდღე საქართველო, თბილისი აუცილებლად იქნება ჩაბმული საპროტესტო მოძრაობაში”,- განაცხადა გვარამიამ.