ორთაჭალაში, სამშენებლო ობიექტზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა დაგორდა და ამოყირავდა. იქ მყოფი ერთ პირი ადგილზე დაიღუპა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.