მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ეტაპისთვის მაკრო წარმატება მოპოვებულია - ეს პარლამენტი ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს" - ნიკა მელია
"ამ ეტაპისთვის მაკრო წარმატება მოპოვებულია - ეს პარლამენტი ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს" - ნიკა მელია

ამ ეტა­პის­თვის მაკ­რო წარ­მა­ტე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლია - სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, წამ­ყვან­მა პროგ­რე­სულ­მა დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ აღი­ა­რეს. ეს არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მყა­რი და გან­გრძო­ბა­დი იქ­ნე­ბა - ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტა, რომ მას არ სურს ამ პარ­ლა­მენ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. ეს პარ­ლა­მენ­ტი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ვერ და­ი­წყებს, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ლე­გი­ტი­მა­ცია არ გა­აჩ­ნია და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან, პარ­ლა­მენ­ტში არ შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მჯე­რა, რომ მთე­ლი ოპო­ზი­ცია ერ­თსუ­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ბოლო წუ­თამ­დე - არ შე­იძ­ლე­ბა პარ­ლა­მენტს მის­ცე ლე­გი­ტი­მა­ცია, რო­მელ­საც მსოფ­ლიო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ აღი­ა­რებს, ამი­ტომ იქ ვის რა ესაქ­მე­ბა? უნდა ჩა­ტარ­დეს ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი! ოღონდ ეს ყვე­ლა­ფე­რი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და ცეს­კოს გავ­ლე­ნის პი­რო­ბებ­ში გა­მო­რი­ცხუ­ლია.

სულ უფრო მეტი გან­ცხა­დე­ბე­ბია სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს არის ერ­თის მხრივ, ტრა­გი­კუ­ლი ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც შენი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი დგე­ბა და ამ­გვარ პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი და მე­ო­რეს მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ამ შე­ფა­სე­ბა გა­ა­კე­თოს, რამ­დე­ნად და­ირ­ღვა 9-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის- მე-4 პუნ­ქტი, სა­დაც მკა­ფი­ოდ იყო გა­წე­რი­ლი, რომ 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან, თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში უნდა წარ­მარ­თუ­ლი­ყო.

ჩა­ტარ­და მსგავ­სი არ­ჩევ­ნე­ბი? - ბუ­ნებ­რი­ვია არა! ამას­თან მი­მარ­თე­ბი­თაც ევ­რო­კო­მი­სი­ას ექ­ნე­ბა თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ მძი­მე იქ­ნე­ბა, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­დე­ბუ­ლი დას­კვნა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი და არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რა და მო­სა­მარ­თლე ვის და­ი­ბა­რებს გა­მო­კი­თხვა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო არ არის, ეს არის ბრძო­ლის პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობთ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის ბერ­კე­ტებს იყე­ნებს. მთა­ვა­რია, რომ მსოფ­ლი­ოს მიერ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არა­ლე­გი­ტი­მუ­რად არის მიჩ­ნე­უ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხიც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეც არის და­ყე­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ამ ეტაპისთვის მაკრო წარმატება მოპოვებულია - ეს პარლამენტი ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს" - ნიკა მელია

"ამ ეტაპისთვის მაკრო წარმატება მოპოვებულია - ეს პარლამენტი ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს" - ნიკა მელია

ამ ეტაპისთვის მაკრო წარმატება მოპოვებულია - საერთაშორისო საზოგადოებამ, წამყვანმა პროგრესულმა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა გაყალბებული არჩევნები არ აღიარეს. ეს არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე მყარი და განგრძობადი იქნება - ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მას არ სურს ამ პარლამენტის ფუნქციონირება. ეს პარლამენტი როგორც საქართველოს პარლამენტი, ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

  • მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ გააჩნია და იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური სუბიექტები ერთსულოვნები იქნებიან, პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით.

"მჯერა, რომ მთელი ოპოზიცია ერთსულოვანი იქნება ბოლო წუთამდე - არ შეიძლება პარლამენტს მისცე ლეგიტიმაცია, რომელსაც მსოფლიო და ქართველი ხალხი არ აღიარებს, ამიტომ იქ ვის რა ესაქმება? უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები! ოღონდ ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისა“ და ცესკოს გავლენის პირობებში გამორიცხულია.

სულ უფრო მეტი განცხადებებია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით, ეს არის ერთის მხრივ, ტრაგიკული ვითარება, როდესაც შენი სტრატეგიული პარტნიორი დგება და ამგვარ პოზიციას აფიქსირებს, რომ ქვეყანაში საერთაშორისო გამოძიებაა ჩასატარებელი და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ შეფასება გააკეთოს, რამდენად დაირღვა 9-პუნქტიანი გეგმის- მე-4 პუნქტი, სადაც მკაფიოდ იყო გაწერილი, რომ 2024 წლის არჩევნები კონკურენტუნარიან, თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა წარმართულიყო.

ჩატარდა მსგავსი არჩევნები? - ბუნებრივია არა! ამასთან მიმართებითაც ევროკომისიას ექნება თავისი შეფასება, რომელიც არანაკლებ მძიმე იქნება, როგორც საერთაშორისო გამოძიების მიერ დადებული დასკვნა.

ხელისუფლება არის არალეგიტიმური და არალეგიტიმური ხელისუფლება, პროკურატურა და მოსამართლე ვის დაიბარებს გამოკითხვაზე საინტერესო არ არის, ეს არის ბრძოლის პროცესი, რომელშიც ვმონაწილეობთ და ხელისუფლება თავის ბერკეტებს იყენებს. მთავარია, რომ მსოფლიოს მიერ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად არის მიჩნეული და საერთაშორისო გამოძიების საკითხიც საერთაშორისო დონეზეც არის დაყენებული“, - განაცხადა ნიკა მელიამ.