პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოფიციალური ირანი ეხმაურება ბრალდებას, ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით - რას აცხადებენ ირანის საგარეო უწყებაში
ოფიციალური ირანი ეხმაურება ბრალდებას, ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით - რას აცხადებენ ირანის საგარეო უწყებაში

ბრალ­დე­ბე­ბი, რომ დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბის უკან თე­ი­რა­ნი იდგა, სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოა, - ამის შე­სა­ხებ ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რის, ეს­მა­ილ ბა­ღა­ის გან­ცხა­დე­ბას სა­ა­გენ­ტო "ფრანს-პრე­სი" ავ­რცე­ლებს.

  • "სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უარ­ყოფს ბრალ­დე­ბებს, რომ ირა­ნი აშშ-ის ყო­ფი­ლი ან ამ­ჟა­მინ­დე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­შია გა­რე­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე, ირა­ნის რე­ჟი­მის ბრალ­დე­ბით, დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბას გეგ­მავ­და. აშშ-ის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, მე­რიკ გარ­ლან­დის ცნო­ბით, ირა­ნუ­ლი რე­ჟი­მი დო­ნალდ ტრამ­პის გარ­და სხვა ამე­რი­კე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მკვლე­ლო­ბა­საც გეგ­მავ­და, კერ­ძოდ ერთ-ერთი ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, რო­მე­ლიც ირა­ნუ­ლი რე­ჟი­მის კრი­ტი­კო­სია.

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ ირა­ნის 51 წლის მო­ქა­ლა­ქე ფარ­ჰად შა­ქე­რი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე რჩე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ ირან­ში იმ­ყო­ფე­ბა, ასე­ვე აშშ-ის ორი მო­ქა­ლა­ქე - 49 წლის კარ­ლა­ილ რი­ვე­რა და 36 წლის ჯო­ნა­თან ლო­უდ­გოლ­ტი, რომ­ლე­ბიც 7 ნო­ემ­ბერს, და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუს­მა შა­ქე­რის და­ა­ვა­ლა აშშ-ში ირა­ნუ­ლი რე­ჟი­მის კრი­ტი­კო­სე­ბის­თვის ეთ­ვალ­თვა­ლა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი ლიკ­ვი­და­ცია მო­ეხ­დი­ნა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
10

და რა არის გასაკვირი,ირანი ტერორისტული სახელმწიფოა.დააკვირდით რა უბედურებებიც ხდება ირანისგან მოდის ყველაფერი და მისი სატელიტებისგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ოფიციალური ირანი ეხმაურება ბრალდებას, ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით - რას აცხადებენ ირანის საგარეო უწყებაში

ოფიციალური ირანი ეხმაურება ბრალდებას, ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით - რას აცხადებენ ირანის საგარეო უწყებაში

ბრალდებები, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების უკან თეირანი იდგა, სრულიად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებას სააგენტო "ფრანს-პრესი" ავრცელებს.

  • "საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომ ირანი აშშ-ის ყოფილი ან ამჟამინდელი ოფიციალური პირების მკვლელობის მცდელობაშია გარეული“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ირანის მოქალაქე, ირანის რეჟიმის ბრალდებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა. აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის ცნობით, ირანული რეჟიმი დონალდ ტრამპის გარდა სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების მკვლელობასაც გეგმავდა, კერძოდ ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტის, რომელიც ირანული რეჟიმის კრიტიკოსია.

აშშ-ის იუსტიციის განცხადებით, გამოძიებაში ფიგურირებენ ირანის 51 წლის მოქალაქე ფარჰად შაქერი, რომელიც თავისუფლებაზე რჩება და სავარაუდოდ ირანში იმყოფება, ასევე აშშ-ის ორი მოქალაქე - 49 წლის კარლაილ რივერა და 36 წლის ჯონათან ლოუდგოლტი, რომლებიც 7 ნოემბერს, დააკავეს. გამოძიების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შაქერის დაავალა აშშ-ში ირანული რეჟიმის კრიტიკოსებისთვის ეთვალთვალა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ლიკვიდაცია მოეხდინა.

წაიკითხეთ ასევე: