რა შეთავაზებებით ისარგებლებთ ოპტიკის კვირეულის ფარგლებში, რომელსაც „აფლელუ პარიზი“ 11-17 ნოემბრის ჩათვლით გთავაზობთ

რა შეთავაზებებით ისარგებლებთ ოპტიკის კვირეულის ფარგლებში, რომელსაც „აფლელუ პარიზი“ 11-17 ნოემბრის ჩათვლით გთავაზობთ

მხედველობაზე ზრუნვა ჩვენი ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს. მხედველობის გაუარესების ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალური ციფრული ტექნოლოგიების ფართო გამოყენების ეპოქაში გახდა. მობილური ტელეფონების, კომპიუტერებისა და ეკრანების ხანგრძლივი გამოყენება თვალების გადაღლას, სიმშრალეს და მხედველობის სხვა პრობლემებს იწვევს. ლურჯ გამოსხივებასთან ხანგრძლივი კონტაქტი მოითხოვს დამატებით ზრუნვას თვალის ჯანმრთელობისთვის.


თვალის რეგულარული შემოწმება ბევრ ქვეყანაში აუცილებელ და რეკომენდებულ პროცედურად ითვლება. რეგულარული ვიზიტები ოფთალმოლოგთან, მნიშვნელოვანია მხედველობის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და პრევენციისთვის.


ოპტიკის სალონების ქსელი Afflelou Paris („აფლელუ პარიზი“), რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ექსკლუზიური ბრენდების სათვალეების ფართო არჩევანით, მუდამ ზრუნავს მხედველობის მიმართულებით მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაზე, სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში. 11-17 ნოემბრის ჩათვლით „აფლელუ პარიზი“ ოპტიკის კვირეულს იწყებს, რომელიც მოიცავს როგორც მხედველობის უფასოდ შემოწმებას, ისე მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ შეთავაზებებს.


შეთავაზებები ოპტიკის კვირეულის ფარგლებში

ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია – ოპტიკის კვირეულის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეეძლება პროფესიონალი ოფთალმოლოგისგან მიიღოს უფასო კონსულტაცია, რაც უზრუნველყოფს მხედველობის ჯანმრთელობის მონიტორინგსა და რეკომენდაციებს.



აფლელუ პარიზის ოპტიკურ ჩარჩოებზე -50% ფასდაკლება – მომხმარებლებს ექნებათ უნიკალური შანსი შეიძინონ აფლელუს მაღალი ხარისხის ჩარჩოები 50%-იანი ფასდაკლებით.


გარდა აფლელუს ბრენდისა, სხვა ცნობილი ბრენდების ოპტიკური ჩარჩოებიც ხელმისაწვდომი იქნება 20%-იანი ფასდაკლებით, რაც ფართო არჩევანსა და მოქნილ პირობებს უზრუნველყოფს.



კვირეულის ფარგლებში ყველა ვიზიტორი შეძლებს გაეცნოს ოპტიკურ სიახლეებს, მიიღოს პერსონალური რჩევები და გაითვალისწინოს თანამედროვე გადაწყვეტილებები მხედველობის მოვლაში.

„აფლელუ პარიზის“ შესახებ

აფლელუ პარიზის ისტორია უკვე 45 წელს ითვლის, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და საიმედო ბრენდად აქცევს ოპტიკის სფეროში. საქართველოში ბრენდი 3 წლის წინ გამოჩნდა და მალევე მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული და ერთგულება. მაღალი ხარისხი, მრავალფეროვანი მოდელები და საუკეთესო მომსახურება „აფლელუ პარიზს“ გამოარჩევს და მომხმარებლებს მუდმივად ხიბლავს. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ექსკლუზიური ბრენდები, რომელთა პოვნა სხვა ოპტიკურ ქსელებში შეუძლებელია: Alaia, Moscot, Carolina Lemke, Vivienne Westwood და სხვა. ასევე, მოქმედებს მუდმივი და უნიკალური შეთავაზება ჩინ-ჩინ, რომლის ანალოგს ვერც ერთ ოპტიკის ქსელში ვერ შეხვდებით. ჩინ-ჩინ აქციის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ორი სათვალე ერთის ფასად. ყიდულობთ თქვენი საყვარელი ბრენდის სათვალეს და საჩუქრად მიგაქვთ ასევე თქვენი შერჩეული მოდელი აფლელუს კოლექციიდან.


R