ცოტა ხნის წინ ინტერნეტს ვირუსულად მოედო Tik-Tok-ის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს თავის მომავალს სთავაზობდა. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფილტრი გაჩვენებთ თუ როგორი იქნებით 50 წლის შემდეგ - დაზიანებული კანით და ღრმა ნაოჭებით. რამდენიმე თვეში ფილტრმა დაახლოებით 11 მილიარდი ნახვა დააგროვა. საკუთარი დაბერებული თავის ხილვის შედეგად შესაძლოა, უფრო მეტი მზისგან დამცავი ან დამატენიანებელი გამოვიყენოთ, მაგრამ რა ხდება თუ მოგვინდება ვნახოთ, როგორ იქნება სამყარო კლიმატური დათბობის შედეგად? ამ თემაზე National Geographic-მა ვრცელი მასალა შემოგვთავაზა.
სამყარო 50 წელიწადში
2023 წლის ანგარიშის თანახმად, რომლის მიხედვითაც პლანეტა კატასტროფული დათბობის გზაზეა, სურათი არც ისე სახარბიელო იქნება. მსოფლიოს წამყვანი კლიმატოლოგების პროგნოზით მომდევნო 10 წლის განმავლობაში მსოფლიო სახიფათო ტემპერატურულ ზღვარს გაივლის, თუ ქვეყნები დაუყოვნებლივ არ შეამცირებენ წიაღისეულის წვას. 2020 წელს, National Geographic-მა შექმნა საკუთარი ინტერაქტიური ფუნქცია, რომელიც გვაჩვენებს, როგორი იქნება სამყარო 50 წლის შემდეგ: 2070 წლისთვის ბოსტონი უფრო მეტად ბარდველს ემსგავსება, კენტუკის შტატი, ზაფხული საშუალოდ 8°F-ით უფრო ცხელი იქნება. უფრო ცხელი იქნება ჰანოი, ვიეტნამი და ა.შ.
არაკომერციული კლიმატის კვლევითი ჯგუფი Climate Central's Picturing Our Future მომავლის ორ ვერსიას გვიჩვენებს: როგორი იქნება სამყარო, თუკი ჩვენს ამჟამინდელ გზას შევინარჩუნებთ და დედამიწას 3°C-ით გავათბობთ და როგორი იქნება, თუ მკვეთრად შევამცირებთ ნახშირბადს. დაბინძურების შეზღუდვა გლობალურ დათბობას 1,5°C-ით შეამცირებს, რაც პარიზის კლიმატის შეთანხმების მთავარი მიზანია.
Climate Central იყენებს ფოტორეალისტური სურათების, ვიდეოების, Google Earth-ის კადრებისა და ანიმაციური GIF-ების ერთობლიობას. ვიზუალიზაცია ადარებს პოტენციურ შედეგებს 200-მდე ღირსშესანიშნაობისა და საკულტო ადგილისთვის მთელს მსოფლიოში, ბურჯ ხალიფადან დაწყებული, ვაშინგტონში, ნაციონალურ სავაჭრო ცენტრამდე დამთავრებული.
"ჩვენი ტვინის დაახლოებით 30% მხედველობისთვის გამოიყენება. კლიმატის საფრთხეების შესახებ მეცნიერული ანგარიშების უმეტესობა აღნიშნავს ციფრებს, რომელთა ინტერპრეტაცია ძნელია: რას ნიშნავს რეალურად ზღვის დონის ერთი ან ხუთი ფუტი აწევა?” - ამბობს ბენჟამინ შტრაუსი, Climate Central-ის აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი მეცნიერი.
მისი თქმით, ამ ვიზუალის მიზანია იმის ჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ მომავალზე. კლიმატოლოგი კეტრინ ჰეოჰო ასევე პროგნოზირებს, რა იქნება მომავალში.
"ეს ყველაფერი რეალურად დინამიურად ცვლის ჩვენი მომავალი სცენარების ალბათობას“, - ამბობს ის.
ჰეიჰო ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს წარმოიდგინონ, თუ როგორ იმოქმედებს დათბობის პლანეტა მათზე პირადად.
”იფიქრეთ ყველაზე ცხელ ზაფხულზე, რომელიც გახსოვთ. როგორ გამოიყურებოდა თქვენი დენის გადასახადი?” - ჰეიჰო ამბობს, რომ ამერიკამ უკვე დაინახა, რომ 100 გრადუსიანი დღეების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა ბოლო 40 წლის განმავლობაში .
როგორ მომავალს ვირჩევთ?
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა მოხდება თუ არაფერს არ გავაკეთებთ. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ აუცილებელია მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ გვეყოლება შეშინებული და პარალიზებული ადამიანების დიდი ნაწილი“, - აღნიშნავს ჰეიჰო.
კრისტიანა ფიგერესისა და ტომ რივეტ-კარნაკის წიგნი "ჩვენ ვირჩევთ მომავალს", რომლებიც ერთად ხელმძღვანელობდნენ პარიზის ისტორიული შეთანხმების მოლაპარაკებებს, დაეხმარა ჰეიჰოს საკუთარ ხედვაზე გავლენა მოეხდინა და იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა დედამიწის გადარჩენა კატასტროფული დათბობისგან.
კლიმატის შეთანხმების მთავარი არქიტექტორები გვთავაზობენ ორ განსხვავებულ ვერსიას იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სამყარო 2050 წელს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ყველაზე უარესი სცენარი, წიგნი ასევე გვთავაზობს საუკეთესო ვერსიასაც: 2100 წლისთვის სამყარო არაუმეტეს 1,5°C-ით თბილი იქნება, სადაც 2020 წლიდან ყოველ ათწლეულში ჩვენ ემისიებს გავანახევრებთ.
ავტორი ეკა დარჩიაშვილი
წაიკითხეთ ასევე: