აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საბრალდებო დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 51 წლის ფარჰად შაკერის დაევალა საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის გეგმის შემუშავება
"იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა ირანის რეჟიმის თანამდებობის პირს, რომელსაც დაევალა ეხელმძღვანელა ქსელისთვის, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ირანის გეგმა მისი სამიზნეების, მათ შორის ამჟამად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის შესახებ“, - თქვა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა.
აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, ბრალდებული, სავარაუდოდ, ირანში იმყოფებოდა.
"ოფიციალურმა პირებმა ტრამპი გააფრთხილეს სექტემბერში ირანის მკვლელობის სავარაუდო შეთქმულების შესახებ", - განაცხადეს ტრამპის შტაბში.
მანჰეტენის სასამართლოში შეტანილი სარჩელი ამტკიცებს, რომ სექტემბერში, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრმა შაკერის დაავალა ტრამპის თვალთვალისა და მოკვლის გეგმის შემუშავება, შვიდდღიანი ვადით.
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, შეთქმულება, სავარაუდოდ, ორკესტრირებულ იქნა IRGC-ის მიერ, რათა შური ეძიათ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ის 2020 წელს ერაყში აშშ-ს თავდასხმის დროს დაიღუპა, რომელიც იმჟამინდელი პრეზიდენტის, ტრამპის დაკვეთით იყო განხორციელდა.
სამინისტრომ დაამატა, რომ ბრალი წაუყენა კიდევ ორ ადამიანს, რომლებიც გადაიბირეს ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობისთვის, რომელიც ირანის აშკარა კრიტიკოსი იყო.
ისინი იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც კარლაილ რივერა (49 წლის ბრუკლინიდან) და ჯონატონ ლოადჰოლტი (36 წლის სტატენ აილენდი) და უკვე გამოცხადდნენ ნიუ-იორკის სასამართლოში.
პროკურორების თქმით, შაკერიმ ამ ორ ადამიანს უთხრა, რომ არ გამოდიოდა ტრაპის ლიკვიდაციის გეგმის შემუშავება იმ ვადაში, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა, ამიტომ გადაწყდა ამ გეგმის შეჩერება.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ოფიციალურმა პირებმა შაკერის უთხრეს, რომ თუ გეგმის განხორციელება ვერ ხერხდებოდა ვადაში, უფრო ადვილი იქნებოდა, ტრამპის მოკვლის მცდელობა არჩევნების შემდეგ, რადგან მათ სჯეროდათ, რომ ის წააგებდა. წყარო