მეცნიერები ამბობენ, რომ ანტარქტიდის ყველაზე ფართო, ფლორიდის ზომის მყინვარის დნობა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს არა მხოლოდ შეერთებული შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ბოლო წლებია Thwaites-ის (ტუეიტსის) მყინვარი, რომელიც ცნობილია, როგორც Doomsday Glacier ("განკითხვის დღის მყინვარი"), სწრაფად დნება, რის მიზეზადაც მეცნიერები კლიმატის ცვლილებს ასახელებენ. მათივე თქმით, მისმა დნობამ შეიძლება სერიოზულად აიწიოს ზღვის დონე, დაიტბოროს ნიუ-იორკი და მაიამი, - ამის შესახებ Daily Mail წერს..
მეცნიერები გვთავაზობენ. რადიკალურ მეთოდებს აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე კატასტროფული წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად.
გამოცემის თანახმად, მათი ერთი შეთავაზება გიგანტური წყალქვეშა "ფარდის" დაყენებაა, ასევე მყინვარის სისქის ხელოვნურად გაზრდა ზღვის წყლის გამოყენებით, ანუ ზღვის წყლის გადატუმბვა მყინვარის ზედაპირზე, რომელიც გაიყინება და გაზრდის სისქეს.
ამასთანავე, კიდევ ერთი შეთავაზებაა კლდეების გაგრილება, მაგრამ ეს მეთოდი სარისკო და ძვირია. წყლის მარილიანობის დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს ყინულის სტრუქტურაზე, თანაც წყლის აწევა მოითხოვს უზარმაზარ ენერგეტიკულ ხარჯვას.
მკვლევრებმა ასევე შესთავაზეს ქანების გაგრილება, რომლებზეც მყინვარები მოძრაობენ, რაც შეამცირებს ხახუნს და შეანელებს მათ დნობას. მაგრამ პროექტი ძვირია და დამატებით კვლევასაც მოითხოვს.
ამერიკის გეოფიზიკური კავშირის (AGU) მკვლევრებმა ჯერ კიდევ 2021 წელს აღმოაჩინეს მყინვარ Thwaites-ის აღმოსავლეთ ნაწილზე დიდი ბზარები და გააკეთეს პროგნოზი, რომ უახლოეს რამდენიმე წელში შეიძლებოდა ამას ყინულის შელფის სრული დაშლა გამოეწვია.
100-მდე მეცნიერთა ჯგუფი უკვე რამდენიმე წელია ანტარქტიდის ამ საკვანძო მყინვარის შელფს აკვირდება. დასავლეთ ანტარქტიდის მყინვარი Thwaites დედამიწაზე ყველაზე ფართოა, რომელიც, დაახლოებით, 120 კმ-ზე არის გადაჭიმული. ყინულის სისქე 800-დან 1200 მ-მდეა. Thwaites-ს რ "განკითხვის დღის მყინვარად" მოიხსენიებენ, რადგან მისმა ნგრევამ შესაძლოა, ანტარქტიდაზე მყინვარების ნგრევის კასკადი გამოიწვიოს. გაყინული კონტინენტის ბოლოდროინდელი კვლევების პროგნოზით, მყინვარის დასასრული მოსალოდნელზე ადრე დადგება.
ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების, დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეებში გაძლიერებული დათბობის წყალობით, Thwaites-მა 2000 წლიდან უკვე 900 მილიარდი ტონაზე მეტი ყინული დაკარგა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ყინულის წლიური დანაკარგი გაორმაგდა და ამჟამად ის წელიწადში, დაახლოებით, 45 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს, ვიდრე თოვის შედეგად იღებს.
AGU-ს ერთ-ერთი მკვლევარის, ტედ სკამბოსის თქმით, Thwaites-ის მყინვარი მთლიანად რომ დადნეს, ოკეანეში ჩაღვრილი წყლის შედეგად, ზღვის დონე მთელს მსოფლიოში 65 სმ-ზე მეტად მოიმატებს, ხოლო თუ ეს პროცესი მიმდებარე მყინვარებსაც ჩაითრევს, ამან შესაძლოა, ზღვის დონის 3 მ-მდე აწევა გამოიწვიოს.