საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როინ შავაძის მკვლელობის საქმე: განაჩენი 16 წლის შემდეგ - ვინ არიან მსჯავრდადებულები და რა მიესაჯათ?
როინ შავაძის მკვლელობის საქმე: განაჩენი 16 წლის შემდეგ - ვინ არიან მსჯავრდადებულები და რა მიესაჯათ?

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ როინ შა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი და ორი სპეც­რაზ­მე­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლის როინ შა­ვა­ძის გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი და ორი სპეც­რაზ­მე­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი­სა და მისი მო­ად­გი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, თით­ქოს­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, კა­ფე­ში მყოფ როინ შა­ვა­ძეს თავს და­ესხნენ და ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

როინ შა­ვა­ძემ ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, სხე­უ­ლის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა თავ­დას­ხმის შე­დე­გად გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი როინ შა­ვა­ძე ავ­ტო­მო­ბი­ლით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს და აჭა­რა-გუ­რი­ის სა­ზღვარ­თან ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლე­ბით მოკ­ლეს.

როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ნიღ­ბად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის დახ­მა­რე­ბი­თა და ხელ­შე­წყო­ბით, შედ­გა ყალ­ბი და­კა­ვე­ბი­სა და პი­რა­დი ჩხრე­კის ოქმი, სა­დაც მი­ე­თი­თა, რომ თით­ქოს­და როინ შა­ვა­ძეს და­კა­ვე­ბი­სას აღ­მო­აჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და სპეც­რაზ­მე­ლებს სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12-12 წლით, ხოლო სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს 7 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ჯამ­ში 13 პი­რის მი­მართ და­ი­წყო. ყვე­ლა მათ­გა­ნის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლია გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, მათ შო­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის და ერთი სპეც­რაზ­მე­ლის საქ­მე ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ გა­ნი­ხი­ლა და ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში“,- ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

როინ შავაძის მკვლელობის საქმე: განაჩენი 16 წლის შემდეგ - ვინ არიან მსჯავრდადებულები და რა მიესაჯათ?

როინ შავაძის მკვლელობის საქმე: განაჩენი 16 წლის შემდეგ - ვინ არიან მსჯავრდადებულები და რა მიესაჯათ?

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო.

"საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.

როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებითა და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სპეცრაზმელებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით, ხოლო საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 13 პირის მიმართ დაიწყო. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.