საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლახან ქართველმა ერმა, ცალსახად და სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას" - პაპუაშვილი
"ახლახან ქართველმა ერმა, ცალსახად და სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას" - პაპუაშვილი

ამ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ დღეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ წმინ­და ილია მარ­თა­ლი იყუ­რე­ბა ზე­ცი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლო­დან და ხა­რობს. ხა­რობს იმის შემ­ყუ­რე, რომ ხე­დავს თა­ვის მა­მულს და­ცულს, სუ­ვე­რე­ნულს, და­მო­უ­კი­დე­ბელს, ფეხ­ზე მდგომს, წინ მა­ვალს, სა­კუ­თა­რი ბე­დის მჭე­დელს და სა­ი­მე­დო ხელ­ში მყოფს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ილი­ა­ო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

  • პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, ახალ­გაზ­რდა ილი­ამ მო­ა­ხერ­ხა მა­რა­დი­უ­ლი ფორ­მუ­ლით - მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა - გა­მო­ე­ხა­ტა ის არსი, “რაც ასე ნათ­ლად აღ­წერს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, გვახ­სე­ნებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვი­ყა­ვით გუ­შინ და ვინ უნდა ვი­ყოთ ხვალ“.

"187 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ევ­ლი­ნა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ურ­თუ­ლეს დრო­ში, ბო­ბო­ქა­რი იმ­პე­რი­ე­ბის აღ­ზე­ვე­ბი­სა და ერთა ასი­მი­ლა­ცი­ის ხა­ნა­ში, ათა­სო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ო­მარ, ნაშ­რომ, წი­ნა­პარ­თა­გან და­ტო­ვე­ბულ მი­წა­ზე თა­ვი­დან უნდა გა­ნე­სა­ზღვრა თუ რას ნიშ­ნავს იყო ქარ­თვე­ლი, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­როთ ინ­დუსტრი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცვლი­ლე­ბის დრო­ში და სა­დაა ის სხვა ვარ­სკვლა­ვი, რო­მელ­საც უნდა მივ­დი­ოთ. ამ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ დღეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ წმინ­და ილია მარ­თა­ლი იყუ­რე­ბა ზე­ცი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლო­დან და ხა­რობს. ხა­რობს იმის შემ­ყუ­რე რომ ხე­დავს თა­ვის მა­მულს და­ცულს, სუ­ვე­რე­ნულს, და­მო­უ­კი­დე­ბელს, ფეხ­ზე მდგომს, წინ მა­ვალს, სა­კუ­თა­რი ბე­დის მჭე­დელს და სა­ი­მე­დო ხელ­ში მყოფს. ის სამი ღვთა­ებ­რი­ვი სა­უნ­ჯე, რო­მე­ლიც წი­ნა­პარ­თა­გან მი­ი­ღო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ, რო­მელ­საც მო­უ­ა­რა, მი­ხე­და, აა­ღორ­ძი­ნა და ჩვენ გად­მოგ­ვცა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ, დღეს ჩვე­ნი სა­პატ­რო­ნოა, ჩვე­ნი მო­სავ­ლე­ლი და გან­სამ­ტკი­ცე­ბე­ლია. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ილი­ამ მო­ა­ხერ­ხა მა­რა­დი­უ­ლი ფორ­მუ­ლით - მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა - გა­მო­ე­ხა­ტა ის არსი, რაც ასე მარ­ტი­ვად, ასე ნათ­ლად აღ­წერს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, გვახ­სე­ნებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვი­ყა­ვით გუ­შინ და ვინ უნდა ვი­ყოთ ხვალ“-აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ასე­ვე, პა­პუ­აშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე აირ­ჩია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მეტი სიმ­ტკი­ცით, ეროვ­ნუ­ლო­ბით, სა­კუ­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და ღირ­სე­ბის დაც­ვით აპი­რებს ახალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნოს ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს გან­მტკი­ცე­ბის საქ­მე.

"დღეს ჩვე­ნი შეკ­რე­ბა მოხ­და იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ ახ­ლა­ხან ჩა­ტარ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, თა­ვი­სი არ­სით და ში­ნა­არ­სით უფრო მეტი, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბი. სულ ახ­ლა­ხან ქარ­თველ­მა ერმა, ცალ­სა­ხად და სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბით მხა­რი და­უ­ჭი­რა ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნას, ქვეყ­ნის და­ცუ­ლო­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას, მოძ­ლი­ე­რე­ბას და წინსვლას ამ მარ­თლაც ურ­თუ­ლეს დრო­ში. სა­ქარ­თვე­ლომ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე აირ­ჩია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მეტი სიმ­ტკი­ცით, ეროვ­ნუ­ლო­ბით, სა­კუ­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და ღირ­სე­ბის დაც­ვით აპი­რებს ახალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნოს ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს გან­მტკი­ცე­ბის საქ­მე. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვე­ნი თავი ჩვე­ნად­ვე გვე­ყუდვ­ნის. ჩვენს გამო სხვა თავს არ მო­იკ­ლავს. ჩვენს გამო არა­ვინ გას­წი­რავს სა­კუ­თარს. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ის რაც გვა­ბა­დია, ჩვე­ნი­ვე სა­პატ­რო­ნოა. ჩვენ ამის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია რო­გორც წი­ნაპ­რე­ბის, ასე­ვე ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და მო­მავ­ლის წი­ნა­შე“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ახლახან ქართველმა ერმა, ცალსახად და სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას" - პაპუაშვილი

"ახლახან ქართველმა ერმა, ცალსახად და სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას" - პაპუაშვილი

ამ ღირსშესანიშნავ დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს. ხარობს იმის შემყურე, რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს, ფეხზე მდგომს, წინ მავალს, საკუთარი ბედის მჭედელს და საიმედო ხელში მყოფს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ილიაობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

  • პაპუაშვილის თქმით, ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით - მამული, ენა, სარწმუნოება - გამოეხატა ის არსი, “რაც ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს, გვახსენებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვიყავით გუშინ და ვინ უნდა ვიყოთ ხვალ“.

"187 წლის წინ საქართველოს მოევლინა ადამიანი, რომელსაც ურთულეს დროში, ბობოქარი იმპერიების აღზევებისა და ერთა ასიმილაციის ხანაში, ათასობით წლის განმავლობაში ნაომარ, ნაშრომ, წინაპართაგან დატოვებულ მიწაზე თავიდან უნდა განესაზღვრა თუ რას ნიშნავს იყო ქართველი, როგორ უნდა ვიცხოვროთ ინდუსტრიული ტექნოლოგიების ცვლილების დროში და სადაა ის სხვა ვარსკვლავი, რომელსაც უნდა მივდიოთ. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს. ხარობს იმის შემყურე რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს, ფეხზე მდგომს, წინ მავალს, საკუთარი ბედის მჭედელს და საიმედო ხელში მყოფს. ის სამი ღვთაებრივი საუნჯე, რომელიც წინაპართაგან მიიღო სრულიად საქართველომ, რომელსაც მოუარა, მიხედა, ააღორძინა და ჩვენ გადმოგვცა ილია ჭავჭავაძემ, დღეს ჩვენი საპატრონოა, ჩვენი მოსავლელი და განსამტკიცებელია. სრულიად ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით - მამული, ენა, სარწმუნოება - გამოეხატა ის არსი, რაც ასე მარტივად, ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს, გვახსენებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვიყავით გუშინ და ვინ უნდა ვიყოთ ხვალ“-აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე, პაპუაშვილმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმე.

"დღეს ჩვენი შეკრება მოხდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სულ ახლახან ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, თავისი არსით და შინაარსით უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ არჩევნები. სულ ახლახან ქართველმა ერმა, ცალსახად და სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას, ქვეყნის დაცულობას, განვითარებას, მოძლიერებას და წინსვლას ამ მართლაც ურთულეს დროში. საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის. ჩვენს გამო სხვა თავს არ მოიკლავს. ჩვენს გამო არავინ გასწირავს საკუთარს. უნდა ვიცოდეთ, რომ ის რაც გვაბადია, ჩვენივე საპატრონოა. ჩვენ ამის პასუხისმგებლობა გვაკისრია როგორც წინაპრების, ასევე ჩვენი შვილებისა და მომავლის წინაშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.