მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე საშიში და ნაკლებად ცნობილი პოლიტიკურ მოთამაშე - ვინ არის სუზი უაილსი: ტრამპის აპარატის ახალი უფროსი და "ბებია, რომელსაც გზაზე არ უნდა გადაეღობო"
ყველაზე საშიში და ნაკლებად ცნობილი პოლიტიკურ მოთამაშე - ვინ არის სუზი უაილსი: ტრამპის აპარატის ახალი  უფროსი და "ბებია, რომელსაც გზაზე არ უნდა გადაეღობო"

სამ­შა­ბათს, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი სი­ტყვით გა­მო­ვი­და, მან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ერთ ადა­მი­ანს გა­და­უ­ხა­და.

  • "ნება მო­მე­ცით, გა­მოვ­ხა­ტო ჩემი უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა სუ­ზი­სად­მი..." - თქვა ღი­მი­ლი­ან­მა ტრამპმა პალმ ბიჩ­ში, ფლო­რი­და­ში მდე­ბა­რე სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის სცე­ნა­ზე და შეკ­რე­ბილ ოჯა­ხის წევ­რებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლებს მი­მარ­თა.

"რო­გო­რი სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლე. მოდი, სუზი. მოდი აქ, სუზი," - მო­უხ­მო მან, - "სუ­ზის უყ­ვარს უკა­ნა პლან­ზე ყოფ­ნა... ჩვენ მას ყი­ნუ­ლის ქალ­ბა­ტონს ვე­ძა­ხით."

შემ­დეგ ღია ფე­რის ბლუ­ზი­თა და ოქ­როს­ფე­რი სა­ყუ­რე­ე­ბით სცე­ნა­ზე "ჭა­ღა­რა ბე­ბია" სუზი უა­ილ­სი გა­მო­ვი­და.

  • 67 წლის ქალ­მა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს ხელი ჩა­მო­არ­თვა და გა­უ­ღი­მა, მაგ­რამ როცა მან "რამ­დე­ნი­მე სი­ტყვის" თქმა შეს­თა­ვა­ზა, სუ­ზის თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და და უა­რის ნიშ­ნად თავი ენერ­გი­უ­ლად გა­აქ­ნია .

ეს ქალი, რო­მელ­საც "ყვე­ლა­ზე სა­შიშ და ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კურ მო­თა­მა­შეს" უწო­დე­ბენ, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნას მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დე­ბა. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახლა მას უფრო ხში­რად ვი­ხი­ლავთ.

ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს ტრამპმა ის თეთ­რი სახ­ლის აპა­რა­ტის უფ­რო­სად და­ნიშ­ნა - შე­სა­ბა­მი­სად, ის პირ­ვე­ლი ქა­ლია, ვინც ამ როლ­ზე ოდეს­მე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, ტრამ­პის დე-ფაქ­ტო საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი და ცნო­ბი­ლი (და სა­ხელ­გა­ტე­ხი­ლი) NFL-ის სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რის ქა­ლიშ­ვი­ლი - დიდი ხა­ნია, ამ პო­ზი­ცი­ას უმიზ­ნებ­და.

სხვა სა­ხე­ლე­ბიც ტრი­ა­ლებ­და, რო­გო­რი­ცაა ბრუკ რო­ლინ­სი, მე­მარ­ჯვე­ნე იუ­რის­ტი, რო­მე­ლიც ტრამ­პის პირ­ველ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შიდა პო­ლი­ტი­კას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, და კე­ვინ მა­კარ­ტი, წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი სპი­კე­რი.

  • ამ­ჯე­რად უა­ილსმა იმარ­ჯვა, შე­საძ­ლოა იმის გამო, რომ მან შეძ­ლო ის, რაც ტრამ­პის სხვა აპა­რა­ტის უფ­რო­სებ­მა ვერ შეძ­ლეს - უფ­რო­სის მო­თოკ­ვა.

ტრამ­პის 2024 წლის კამ­პა­ნი­ა­ში რამ­დე­ნი­მე უზარ­მა­ზა­რი შე­ფერ­ხე­ბის მი­უ­ხე­და­ვად (მათ შო­რის, ვიცე-პრე­ზი­დენტ კა­მა­ლა ჰა­რის­თან სექ­ტემ­ბრის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი დე­ბა­ტე­ბი და 9/11-ის მე­მო­რი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 9/11-ის კონ­სპი­რა­ცი­ის თე­ო­რე­ტი­კოს ლა­უ­რა ლუ­მერ­თან ერ­თად გა­მო­ჩე­ნა), უა­ილსს დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის წარ­მარ­თვას მი­ა­წე­რენ.

ეს ტრამ­პის სამ­ყა­რო­ში ბევ­რს ნიშ­ნავს, მაგ­რამ დის­ციპ­ლი­ნა სუ­ზის მოქ­მე­დე­ბის წე­სია.

უა­ილ­სის მე­გო­ბარ­მა და აშშ-ის ყო­ფილ­მა ელჩმა, კარ­ლოს ტრუ­ხი­ლომ გა­ნა­ცხა­და, რომ ნიუ-ჯერ­სე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც პო­ლი­ტი­კა­ში გა­მოც­დი­ლე­ბა ლე­გენ­და­რუ­ლი ნიუ-იორ­კე­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ასის­ტენ­ტო­ბი­დან მი­ი­ღო, საქ­მე­ებს დრო­უ­ლად წარ­მარ­თავს.

  • წლის და­სა­წყის­ში Politico-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პი­რად პრო­ფილ­ში გან­ხი­ლუ­ლია, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, სუ­ზის რთულ აღ­ზრდას ის ამ რო­ლის­თვის მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა.

რო­გორც აღი­ნიშ­ნა, ის გარ­დაც­ვლი­ლი პეტ სა­მე­რო­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია, NFL-ის მო­თა­მა­შის, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში ამე­რი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­კულ­ტო სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი გახ­და. ის ასე­ვე, ალ­კოჰო­ლი­კი იყო.

სა­მე­როლ­მა, რო­მე­ლიც 2013 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში სმი­სა და ქორ­წი­ნე­ბის მიღ­მა არ­სე­ბულ რო­მან­ზე და­წე­რა, რა­მაც უა­ილ­სის დე­დის­გან მისი გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. მან აღი­ა­რა: "ჩემი შვი­ლე­ბი ჩემ გა­რე­შე გა­ი­ზარ­დნენ. რო­გორც მა­მამ, მათ იმე­დე­ბი გა­ვუც­რუე."

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, თუ რო­გორ სწავ­ლო­ბენ ალ­კოჰო­ლი­კე­ბის შვი­ლე­ბი ქა­ო­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის მარ­თვას: "მათ შე­უძ­ლი­ათ ის­წავ­ლონ, რო­გორ გახ­დნენ შე­უც­ვლე­ლი, ან უხი­ლა­ვი - და რო­დის იყ­ვნენ პირ­ვე­ლი და რო­დის - მე­ო­რე."

პირ­ვე­ლი სა­მუ­შა­ოს მი­ღე­ბა­ში უა­ილსს სწო­რედ მამა, პეტი და­ეხ­მა­რა, როცა New York Giants-ის ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დელ­თან, შემ­დგომ­ში პო­ლი­ტი­კო­სად ქცე­ულ ჯეკ კემ­პთან და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა – იმ დრო­ის­თვის, კემ­პი ხალ­ხის ფა­ვო­რი­ტი ნიუ-იორ­კის კონ­გრეს­მე­ნი იყო.

აქე­დან უა­ილ­სი რო­ნალდ რე­ი­გა­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, სა­ნამ ფლო­რი­და­ში გა­აგ­რძე­ლებ­და კა­რი­ე­რას. იქ უა­ილსმა თავი ნამ­დვილ პო­ლი­ტი­კურ ოპე­რა­ტო­რად და­იმ­კვიდ­რა.

"მე მას პო­ლი­ტი­კურ ბრძენს ვუ­წო­დებ­დი - უბ­რა­ლოდ, არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტუ­ი­ცია აქვს," - თქვა ჯექ­სონ­ვი­ლის ყო­ფილ­მა მერ­მა, ჯონ დე­ლე­ი­ნიმ, ვის­თა­ნაც ის მუ­შა­ობ­და. "სუზი ბრწყინ­ვა­ლე ტაქ­ტი­კო­სია, ყოვ­ლის­შემ­ძლე."

2008 წელს უა­ილ­სი სე­ნა­ტორ ჯონ მალ­კე­ი­ნის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დუ­ვა­ლის ოლ­ქის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე გახ­და. შემ­დეგ ის ბიზ­ნეს­მენ რიკ სკოტს და­ეხ­მა­რა კა­რი­ე­რის და­წყე­ბა­ში – სა­ნამ სა­ხელ­მწი­ფო ლო­ბი­რე­ბის მსხვილ ფირ­მა­ში გა­და­ვი­დო­და.

  • ისი­ნი, ვინც უა­ილსს ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნო­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­რა­ტი­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ექ­სპერ­ტია და რე­პორ­ტი­ო­რე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას არ ერი­დე­ბა, როცა ეს მისი მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თქმით, არის კი­დევ რა­ღაც, რაც უა­ილ­სის შე­სა­ხებ უნდა იცო­დეთ: მას გზა­ზე ნუ გა­და­ე­ღო­ბე­ბით.

2012 წელს უა­ილსმა დე­სან­ტი­სის სა­კონ­გრე­სო კამ­პა­ნია თა­ვის თავ­ზე აიღო, ხოლო 2018 წელს მას ფლო­რი­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რა.

მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც დე­სან­ტი­სი გუ­ბერ­ნა­ტო­რი გახ­და, დიდი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მოხ­და. მი­ზე­ზე­ბი სა­ჯა­რო არას­დროს გამ­ხდა­რა, მაგ­რამ არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ დე­სან­ტი­სი და მისი მე­უღ­ლე, ქე­ი­სი თვლიდ­ნენ, თით­ქოს უა­ილსს მის პო­ლი­ტი­კურ აღ­მას­ვლა­ში მე­ტის­მე­ტად დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა მი­ე­წე­რა.

  • გა­და­ვი­ნაც­ვლოთ 2024 წლის რეს­პუბ­ლი­კურ პრა­ი­მერ­ზე – უა­ილ­სი ტრამ­პის გუნდში იყო.

ტრამ­პი და უალ­სი ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლად 2015 წელს შეხ­ვდნენ, შემ­დეგ, 2020 წელს ხე­ლახ­ლა და­კავ­შირ­დნენ მას შემ­დეგ, რაც ტრამპმი არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდა და 6 იან­ვრის კა­პი­ტო­ლი­უ­მის არე­უ­ლო­ბა მოხ­და.

მაგ­რამ ახლა ტრამ­პი დაბ­რუნ­და და უა­ილ­სის ყო­ფილ კლი­ენ­ტსა და რეს­პუბ­ლი­კე­ლი თეთ­რი სახ­ლის მა­ძი­ე­ბელ­თა ხალ­ხმრა­ვალ ველს და­უ­პი­რის­პირ­და.

უცებ მე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდა ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­სან­ტისს სო­ცი­ა­ლუ­რად უხერ­ხულ და უც­ნა­ურ პი­როვ­ნე­ბად წარ­მო­ა­ჩენ­და.

2023 წლის მარ­ტში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 2019 წლის მარ­ტში ტა­ლა­ჰა­სი­დან ვა­შინგტო­ნამ­დე კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით მგზავ­რო­ბი­სას, ფლო­რი­დის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა პუ­დინ­გი სამი თი­თით შე­ჭა­მა.

დე­სან­ტის­მა უარ­ჰყო, რომ ეს შემ­თხვე­ვა ოდეს­მე მოხ­და. მაგ­რამ ნა­რა­ტი­ვი მა­ინც დარ­ჩა.

აპ­რილ­ში ის ისეთ თო­ჯი­ნას შე­ა­და­რეს, რო­მე­ლიც თავს აცან­ცა­რებს, მას შემ­დეგ, რაც ტო­კი­ო­ში, ია­პო­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს აგ­რე­სი­ულ რე­პორ­ტი­ო­რებ­თან კა­მა­თი­სას ენერ­გი­უ­ლად აქ­ნევ­და თავს წინ და უკან.

ამ წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო მო­იც­ვა სპე­კუ­ლა­ცი­ამ, რომ დე­სან­ტი­სი კოვ­ბო­ის ჩექ­მებ­ში სი­მაღ­ლის მო­სა­მა­ტებ­ლად და­მა­ტე­ბით ამ­წე­ვებს ატა­რებ­და, რის გა­მოც მას მეტ­სა­ხე­ლად "პა­წია D" შე­არ­ქვეს.

გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­გორ გა­მოჩ­ნდა ეს ის­ტო­რი­ე­ბი მე­დი­ა­ში, მაგ­რამ ზო­გი­ერთს თა­ვი­სი ეჭ­ვე­ბი აქვს.

"მან (უა­ილსმა) იცო­და," - გა­ნა­ცხა­და ფლო­რი­დის ყო­ფილ­მა რეს­პუბ­ლი­კელ­მა კონ­გრე­სის წევ­რმა, დე­ვიდ ჯო­ლიმ Politico-სთან, - "ზუს­ტად რო­გორ უნდა და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა რონ დე­სან­ტი­სი თა­ვი­სი კლი­ენ­ტის სა­ხე­ლით."

ახლა უა­ილ­სი თა­ვის უნა­რებს ისეთ ად­გი­ლას და დროს გა­მო­ი­ყე­ნებს, სა­დაც ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე მე­ტად იყოს სა­ჭი­რო.

მან და მის­მა უფ­როს­მა ყვე­ლა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და­ა­მარ­ცხეს – მაგ­რამ შეძ­ლე­ბენ თუ არა ისი­ნი ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვას: მმარ­თვე­ლო­ბას?

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-----------
1

67 წლის ქალს ბებიას უძახდენენ და მიცვალებული რომ ყავდატ პრეზიდენტად ის კაცი იყო ხო??:)))))))))

მახო
1

დევიქეცით და დევიღუპეთ თბილისელი ლიბერაკები,რაცხა გლახათ მიდის ჩვენი საქმე ტოოო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ყველაზე საშიში და ნაკლებად ცნობილი პოლიტიკურ მოთამაშე - ვინ არის სუზი უაილსი: ტრამპის აპარატის ახალი უფროსი და "ბებია, რომელსაც გზაზე არ უნდა გადაეღობო"

ყველაზე საშიში და ნაკლებად ცნობილი პოლიტიკურ მოთამაშე - ვინ არის სუზი უაილსი: ტრამპის აპარატის ახალი  უფროსი და "ბებია, რომელსაც გზაზე არ უნდა გადაეღობო"

სამშაბათს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავი სიტყვით გამოვიდა, მან განსაკუთრებული მადლობა ერთ ადამიანს გადაუხადა.

  • "ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება სუზისადმი..." - თქვა ღიმილიანმა ტრამპმა პალმ ბიჩში, ფლორიდაში მდებარე საარჩევნო შტაბის სცენაზე და შეკრებილ ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებს მიმართა.

"როგორი სამუშაო შეასრულე. მოდი, სუზი. მოდი აქ, სუზი," - მოუხმო მან, - "სუზის უყვარს უკანა პლანზე ყოფნა... ჩვენ მას ყინულის ქალბატონს ვეძახით."

შემდეგ ღია ფერის ბლუზითა და ოქროსფერი საყურეებით სცენაზე "ჭაღარა ბებია" სუზი უაილსი გამოვიდა.

  • 67 წლის ქალმა პრეზიდენტობის კანდიდატს ხელი ჩამოართვა და გაუღიმა, მაგრამ როცა მან "რამდენიმე სიტყვის" თქმა შესთავაზა, სუზის თვალები გაუფართოვდა და უარის ნიშნად თავი ენერგიულად გააქნია .

ეს ქალი, რომელსაც "ყველაზე საშიშ და ნაკლებად ცნობილ პოლიტიკურ მოთამაშეს" უწოდებენ, ყურადღების ცენტრში ყოფნას მაქსიმალურად ერიდება. თუმცა, სავარაუდოდ, ახლა მას უფრო ხშირად ვიხილავთ.

ხუთშაბათს საღამოს ტრამპმა ის თეთრი სახლის აპარატის უფროსად დანიშნა - შესაბამისად, ის პირველი ქალია, ვინც ამ როლზე ოდესმე დასახელებულა.

გავრცელებული ხმების თანახმად, ტრამპის დე-ფაქტო საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და ცნობილი (და სახელგატეხილი) NFL-ის სპორტული კომენტატორის ქალიშვილი - დიდი ხანია, ამ პოზიციას უმიზნებდა.

სხვა სახელებიც ტრიალებდა, როგორიცაა ბრუკ როლინსი, მემარჯვენე იურისტი, რომელიც ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში შიდა პოლიტიკას ხელმძღვანელობდა, და კევინ მაკარტი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი.

  • ამჯერად უაილსმა იმარჯვა, შესაძლოა იმის გამო, რომ მან შეძლო ის, რაც ტრამპის სხვა აპარატის უფროსებმა ვერ შეძლეს - უფროსის მოთოკვა.

ტრამპის 2024 წლის კამპანიაში რამდენიმე უზარმაზარი შეფერხების მიუხედავად (მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან სექტემბრის კატასტროფული დებატები და 9/11-ის მემორიალურ ღონისძიებაზე 9/11-ის კონსპირაციის თეორეტიკოს ლაურა ლუმერთან ერთად გამოჩენა), უაილსს დისციპლინირებული ოპერაციის წარმართვას მიაწერენ.

ეს ტრამპის სამყაროში ბევრს ნიშნავს, მაგრამ დისციპლინა სუზის მოქმედების წესია.

უაილსის მეგობარმა და აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კარლოს ტრუხილომ განაცხადა, რომ ნიუ-ჯერსელი ქალბატონი, რომელმაც პოლიტიკაში გამოცდილება ლეგენდარული ნიუ-იორკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსის ასისტენტობიდან მიიღო, საქმეებს დროულად წარმართავს.

  • წლის დასაწყისში Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ პირად პროფილში განხილულია, თუ როგორ შეიძლებოდა, სუზის რთულ აღზრდას ის ამ როლისთვის მოემზადებინა.

როგორც აღინიშნა, ის გარდაცვლილი პეტ სამეროლის ქალიშვილია, NFL-ის მოთამაშის, რომელიც შემდგომში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სპორტული კომენტატორი გახდა. ის ასევე, ალკოჰოლიკი იყო.

სამეროლმა, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა, თავის მემუარებში სმისა და ქორწინების მიღმა არსებულ რომანზე დაწერა, რამაც უაილსის დედისგან მისი განქორწინება გამოიწვია. მან აღიარა: "ჩემი შვილები ჩემ გარეშე გაიზარდნენ. როგორც მამამ, მათ იმედები გავუცრუე."

სტატიაში აღნიშნულია, თუ როგორ სწავლობენ ალკოჰოლიკების შვილები ქაოტური სიტუაციებისა და ადამიანების მართვას: "მათ შეუძლიათ ისწავლონ, როგორ გახდნენ შეუცვლელი, ან უხილავი - და როდის იყვნენ პირველი და როდის - მეორე."

პირველი სამუშაოს მიღებაში უაილსს სწორედ მამა, პეტი დაეხმარა, როცა New York Giants-ის ყოფილ თანაგუნდელთან, შემდგომში პოლიტიკოსად ქცეულ ჯეკ კემპთან დაიწყო მუშაობა – იმ დროისთვის, კემპი ხალხის ფავორიტი ნიუ-იორკის კონგრესმენი იყო.

აქედან უაილსი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო კამპანიაში გადავიდა სამუშაოდ, სანამ ფლორიდაში გააგრძელებდა კარიერას. იქ უაილსმა თავი ნამდვილ პოლიტიკურ ოპერატორად დაიმკვიდრა.

"მე მას პოლიტიკურ ბრძენს ვუწოდებდი - უბრალოდ, არაამქვეყნიური პოლიტიკური ინტუიცია აქვს," - თქვა ჯექსონვილის ყოფილმა მერმა, ჯონ დელეინიმ, ვისთანაც ის მუშაობდა. "სუზი ბრწყინვალე ტაქტიკოსია, ყოვლისშემძლე."

2008 წელს უაილსი სენატორ ჯონ მალკეინის წარუმატებელი საპრეზიდენტო კამპანიის დუვალის ოლქის თანათავმჯდომარე გახდა. შემდეგ ის ბიზნესმენ რიკ სკოტს დაეხმარა კარიერის დაწყებაში – სანამ სახელმწიფო ლობირების მსხვილ ფირმაში გადავიდოდა.

  • ისინი, ვინც უაილსს ყველაზე კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ის პოლიტიკური ნარატივების ჩამოყალიბების ექსპერტია და რეპორტიორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არ ერიდება, როცა ეს მისი მთავარი ინტერესებისთვის სასარგებლოა. თანამშრომლების თქმით, არის კიდევ რაღაც, რაც უაილსის შესახებ უნდა იცოდეთ: მას გზაზე ნუ გადაეღობებით.

2012 წელს უაილსმა დესანტისის საკონგრესო კამპანია თავის თავზე აიღო, ხოლო 2018 წელს მას ფლორიდის გუბერნატორის არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც დესანტისი გუბერნატორი გახდა, დიდი განხეთქილება მოხდა. მიზეზები საჯარო არასდროს გამხდარა, მაგრამ არსებობს მოსაზრებები, რომ დესანტისი და მისი მეუღლე, ქეისი თვლიდნენ, თითქოს უაილსს მის პოლიტიკურ აღმასვლაში მეტისმეტად დიდი დამსახურება მიეწერა.

  • გადავინაცვლოთ 2024 წლის რესპუბლიკურ პრაიმერზე – უაილსი ტრამპის გუნდში იყო.

ტრამპი და უალსი ერთმანეთს პირველად 2015 წელს შეხვდნენ, შემდეგ, 2020 წელს ხელახლა დაკავშირდნენ მას შემდეგ, რაც ტრამპმი არჩევნებში დამარცხდა და 6 იანვრის კაპიტოლიუმის არეულობა მოხდა.

მაგრამ ახლა ტრამპი დაბრუნდა და უაილსის ყოფილ კლიენტსა და რესპუბლიკელი თეთრი სახლის მაძიებელთა ხალხმრავალ ველს დაუპირისპირდა.

უცებ მედიაში გამოჩნდა ისტორიები, რომლებიც დესანტისს სოციალურად უხერხულ და უცნაურ პიროვნებად წარმოაჩენდა.

2023 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2019 წლის მარტში ტალაჰასიდან ვაშინგტონამდე კერძო თვითმფრინავით მგზავრობისას, ფლორიდის გუბერნატორმა პუდინგი სამი თითით შეჭამა.

დესანტისმა უარჰყო, რომ ეს შემთხვევა ოდესმე მოხდა. მაგრამ ნარატივი მაინც დარჩა.

აპრილში ის ისეთ თოჯინას შეადარეს, რომელიც თავს აცანცარებს, მას შემდეგ, რაც ტოკიოში, იაპონიაში მოგზაურობის დროს აგრესიულ რეპორტიორებთან კამათისას ენერგიულად აქნევდა თავს წინ და უკან.

ამ წლის ოქტომბერში პოლიტიკური სამყარო მოიცვა სპეკულაციამ, რომ დესანტისი კოვბოის ჩექმებში სიმაღლის მოსამატებლად დამატებით ამწევებს ატარებდა, რის გამოც მას მეტსახელად "პაწია D" შეარქვეს.

გაურკვეველია, როგორ გამოჩნდა ეს ისტორიები მედიაში, მაგრამ ზოგიერთს თავისი ეჭვები აქვს.

"მან (უაილსმა) იცოდა," - განაცხადა ფლორიდის ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესის წევრმა, დევიდ ჯოლიმ Politico-სთან, - "ზუსტად როგორ უნდა დაემარცხებინა რონ დესანტისი თავისი კლიენტის სახელით."

ახლა უაილსი თავის უნარებს ისეთ ადგილას და დროს გამოიყენებს, სადაც ისინი შეიძლება, ყველაზე მეტად იყოს საჭირო.

მან და მისმა უფროსმა ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხეს – მაგრამ შეძლებენ თუ არა ისინი ყველაზე კრიტიკული გამოწვევის დაძლევას: მმართველობას?

წყარო

წაიკითხეთ ასევე: