მკვლევრებმა ქალის თავისგან აღებული დნმ-ის ინფორმაციის საფუძველზე, აღადგინეს პოლონეთში დაკრძალული ქალის სახე, რომელიც 1600-იან წლებში გარდაიცვალა.
საშინელი აღმოჩენა არქეოლოგებმა პირველად 2022 წელს გააკეთეს. მინდორში, გათხრებისას, მათ იპოვეს ჩონჩხი, რომელიც დაახლოებით 400 წლის წინ იყო დამარხული.
კისერზე ნამგალი და ბოქლომი იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა ის “ვამპირად“ მიაჩნდათ. პოლონეთში მაშინ ასეთი “ქმნილებების“ დაკრძალვის საგანგებო წესები არსებობდა.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, თუ ვინ იყო გარდაცვლილი და რატომ ეშინოდათ მისი. თავის ქალის კონტურებისა და ჩონჩხიდან ამოღებული დნმ-ის ნიმუშის გამოყენებით, მკვლევრებმა სახის 3D რეკონსტრუქცია განახორციელეს.
ქალს - ზოსია შეარქვეს.
“გარდა ამისა, შესაძლოა მკერდი დეფორმირებული იყოს, რაც სავარაუდოდ გულმკერდის ხილული სიმსივნის ზრდაზე მიგვანიშნებს. თუმცა, აშლილობა არ ყოფილა მისი გარდაცვალების მიზეზი. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს დეტალური სამედიცინო ანალიზები,“ - განაცხადა მკვლევარმა.
აბრეშუმის ქსოვილი, ვერცხლისა და ოქროსგან დამზადებული მეტალის ძაფები, რომლებიც მის საფლავშია აღმოჩენილი, მიანიშნებს, რომ ქალი მაღალი სტატუსის მქონე იყო. ჯგუფის წევრის, პოლინსკის თქმით, ბოქლომი და ნამგალი, რომელიც ცხედარს “აკავებდა“, დამზადებულია რკინისგან. სავარაუდოდ, ნივთები მის “გაცოცხლებას“ უშლიდა ხელს.
ამასთან, მათი თქმით, ქალს ხერხემალი დამტვრეული ჰქონდა.
იხილეთ ასევე: