სარა მაკბრაიდი ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აირჩიეს. მაკბრაიდმა დელავერის შტატში დაამარცხა რესპუბლიკელი კანდიდატი ჯონ უოლენი და მოიპოვა შტატის ერთადერთი ადგილი წარმომადგენლობით პალატაში.
"ხალხმა იცის, რომ მე ვიბრძვი ლგბტქ პირების უფლებებისთვის, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი იქნება ასევე ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ზრუნვა, ანაზღაურებადი შვებულება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, რეპროდუქციული თავისუფლება“, - ამბობს სარა მაკბრაიდი.
ის წლების განმავლობაში იბრძოდა ლგბტქ თემის უფლებებისთვის. სარა 21 წლის იყო, როდესაც საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. მის შესახებ დაიწერა უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთში, ასევე ამ თემაზე გამოაქვეყნა პოსტიც, რომელიც მაშინ ვირუსულად გავრცელდა.
სარა მაკბრაიდის ქმარი, ენდრიუ ქრეი, ტრანსგენდერი მამაკაცი, აქტივისტი, 2014 წელს, ქორწინებიდან 4 დღეში.