ავტორი:

პუტინმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა - "ვულოცავ... სამარცხვინოდ არ მიმაჩნია მისთვის დარეკვა, მაგრამ არ ვაკეთებ ამას..."

პუტინმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა - "ვულოცავ... სამარცხვინოდ არ მიმაჩნია მისთვის დარეკვა, მაგრამ არ ვაკეთებ ამას..."

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ არ ურეკავს, ვინაიდან, "რაღაც ეტაპიდან” დასავლელმა ლიდერებმა თავად გაწყვიტეს კონტაქტები.

შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააკეთა.

"შემთხვევით ვისარგებლებ და არჩევას მივულოცავ…

სამარცხვინოდ არ მიმაჩნია ჩემი მხრიდან მისთვის [ტრამპისთვის] დარეკვა, მაგრამ არ ვაკეთებ ამას, ვინაიდან, დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელები აქამდე თითქმის ყოველ კვირა მირეკავდნენ, და მერე უცებ შეწყვიტეს. არ უნდათ და ნუ უნდათ…

თუ ნებისმიერ მათგანს სურს კონტაქტების აღდგენა, ყოველთვის ვამბობ: არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. კეთილი, აღვადგენთ კონტაქტებს და ვაწარმოებთ დისკუსიებს,” - განაცხადა პუტინმა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინის ტრამპთან დისკუსიებისთვის, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მას ინაუგურაციამდე დაურეკავს და შეხვედრას შესთავაზებს, პუტინმა უპასუხა: “მზად ვართ, მზად ვართ”.

იხილეთ ასევე: