აშშ -ში 1 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ, რაც ის მამის მანქანაში მთელი დღე გაატარა..
უბედური შემთხვევა ფლორიდის შტატის ქალაქ სენტ პიტესბერგში მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, მამა ბავშვის ბაღიდან გამოსაყვანად მივიდა, ადგილზე კი უთხრეს, რომ მცირეწლოვანი იმ დღეს ბაღში არ ყოფილა.
მოგვიანებით, ბავშვის ცხედარი მამის მანქანის უკანა ნაწილში პოვეს. როგორც გაირკვა, მან მანქანაში მთელი დღე გაატარა და მაღალი ტემპერატურისგან გარდაიცვალა.
ოთხშაბათს ფლორიდაში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა. როგორ მოხვდა ბავშვი მანქანაში, თუ ის ბაღში ეგულებოდათ, უცნობია.
სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. უცნობია წაუყენებენ თუ არა მამას ბრალს. წყარო