ავტორი:

"მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით, მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ ..." - მიხეილ სააკაშვილი

"მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით, მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ ..." - მიხეილ სააკაშვილი

მამუკა ხაზარაძის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში , - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რითაც კოალიცია„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა.

როგორც სააკაშვილი წერს, ის ეთანხმება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას მოსაზრებას, რომ ძალა ერთობაში უნდა იყოს.

"მე კარგად მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით 2021-ში. მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში.

ვეთანხმები თიკას [თინა ბოკუჩავა] , რომ ძალა ერთობაშია!“, - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე გუშინ, გამოკითხვის შემდეგ განაცხადა: „აქ ორი სტანდარტია, როდესაც პატიმარი მიხელ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში, თურმე მე და სხვას არ აქვს საშუალება, რომ ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც ქვეყანას აწუხებს (არჩევნებთან დაკავშირებით, მე სხვა თემებს არ შევხებივარ)“.