დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის კომუნიკაცია გამორიცხული არ არის.
"ეს გამორიცხული არ არის. ხომ თქვა, რომ ინაუგურაციამდე პუტინს დაურეკავდა. ეს მისი სიტყვებია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან კონტაქტი არ ჰქონია და ასევე, აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან დაკავშირებას არ გეგმავს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.