საშემოდგომო ფესტივალების სიას წიგნის მოყვარულთა უსაყვარლესი ფესტივალიც - "თბილისის წიგნის დღეები" შეემატება, რომელიც წელს 15 ნოემბერს დაიწყება.
წიგნის დღეები სამი დღის განმავლობაში - 15, 16, 17 ნოემბერს "EXSPO Georgia"-ს მე-11 პავილიონში გაიმართება.
გამომცემლობა "პალიტრა L" სტუმრებს ტრადიციულად, უამრავ სიურპრიზს შესთავაზებს.
რა სიახლეები გელოდებათ თბილისის წიგნის დღეებზე „პალიტრა L”-ისგან:
სტივენ კინგი - ზღაპარი
ყველასათვის საყვარელი ავტორის სტივენ კინგის, მეტსახელად „საშინელებათა მეფის", წიგნი - "ზღაპარი" ფესტივალზე დაგხვდებათ.
ანოტაცია: ჩარლი რიდი შესანიშნავი მოსწავლე, სპორტსმენი და კარგი შვილია. როგორც აღმოჩნდა, ერთგული მეგობარიც, და როცა პირქუში განდეგილი ჰოვარდ ბუდიში კვდება, ბიჭი, ქონებასთან ერთად, მემკვიდრეობით კასეტასაც იღებს, სადაც უფროსი მეგობარი უცნაურ ამბავს უყვება...
თინათინ ბერიძე - მსხვერპლნი
ქართველი მწერლის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“-ის გამარჯვებულის - თინათინ ბერიძის წიგნი - "მსხვერპლნი" მკითხველს სწორედ ამ ფესტივალზე დახვდება.
თინათინ ბერიძის მსხვერპლნი“ ერთგვარად დახურულკარსმიღმიერ პრობლემაზე – ფემიციდზეა. სიუჟეტი ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაუჯერებელ, სასტიკ და აღმაშფოთებელ ისტორიებზეა აგებული. იმავდროულად კი ნაწარმოებს მთავარ ხაზად ფემიციდის გათამაშებული", დადგმული „სცენა“ გაჰყვება.
ძალადობა ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში, სკოლაში...
ძალადობის ერთი შემთხვევა და... დანგრეული სიყვარული. დაკარგული ნდობა, დათმობილი თავისუფლება...
პაოლო ჯორდანო - მარტივი რიცხვების მარტოობა
ანოტაცია: მატიას ეძებდა, იმიტომ, რომ სჭირდებოდა, რადგან იმ საღამოდან, როცა ის სართულის ბაქანზე დატოვა, მისი ცხოვრება ორმოდ გადაიქცა და იქიდან აღარასოდეს ამოსულა. მატია იმ გორგლის ბოლო წვერი იყო, რომელსაც მისი არსება თან დაატარებდა, და რომელიც წლების განმავლობაში იხლართებოდა, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არსებობდა მისი გახსნის შანსი, მისი მოშვების, იქნებოდა იმ თავის მოქაჩვით, რომელიც ახლა მას თითებით ეჭირა.
აგათა კრისტი - უტყვი მოწმე
ყველასათვის საყვარელი ავტორის, აგათა კრისტის, წიგნი "უტყვი მოწმე" მკითხველს სწორედ ამ ფესტივალზე დახვდება.
ანოტაცია: სახელგანთქმულ მაძებარს, შეუდარებელ ერკიულ პუაროს, ერთი ჩახლართული მკვლელობის საიდუმლოს გახსნა მოუწევს თავის ძველ მეგობართან, კაპიტან ჰასტინგზთან ერთად და ამაში მხიარული ფოქსტერიერი, სახელად ბობი, დაეხმარება.
ამ შესანიშნავი დეტექტივის მიხედვით გადაღებულ ფილმში, რომელიც სერიალ „პუაროს“ ერთ-ერთი ეპიზოდია (VI), ერკიულ პუარო ბრწყინვალედ განასახიერა შესანიშნავმა მსახიობმა დევიდ სუშემ.
ჯენიფერ ლინ ბარნსი - მემკვიდრეობის თამაშები
ანოტაცია: 17 წლის გოგონას 4 მილიარდ დოლარს უანდერძებს სრულიად უცნობი მილიარდერი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცანები, ანაგრამები და თავსატეხები უყვარს. მემკვიდრეობის თავისი წილის მისაღებად გოგონაც იძულებულია სარისკო თამაშში ჩაერთოს, რის დროსაც ახირებული მოხუცის ოჯახის არაერთ საიდუმლოს აეხდება ფარდა და სიკვდილსაც ჩახედავს თვალებში, რადგან სისხლისმიერ მემკვიდრეებს სულაც არ სურთ უზარმაზარი ქონების დათმობა.
ბერნადინ ევარისტო- მანიფესტი
ბერნარდინ ევარისტო არის ბრიტანელი მწერალი. მისმა რომანმა „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ 2019 წელს ბუკერის პრემია მოიპოვა, რითაც ავტორი ამ ჯილდოს მფლობელი პირველი შავკანიანი ქალი და პირველი ბრიტანელი შავკანიანი გახდა. რომანი ბარაკ ობამამ 2019 წლის თავის 19 საყვარელ წიგნს შორის დაასახელა. დღემდე „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ 35 ენაზე ითარგმნა.
ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი - ნამასტე
ახალი წიგნი „იკიგაის“ ავტორებისგან. ბედნიერების, სრულყოფილების და წარმატებისკენ მიმავალი ინდური გზა.
R