[უცხოელი პოლიტიკოსები] ამბობენ, რომ საქართველოში მოიღრუბლა და ბნელა. სინამდვილეში მზე, სინათლე და რაც მთავარია, მშვიდობაა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეს ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ზოგიერთის მხრიდან აღქმების ჩამოყალიბების სურვილსა და ფაქტებს შორის სხვაობაა. გუშინ, როცა დონალდ ტრამპს გამარჯვება მივულოცე, მათ შორის, ისიც აღვნიშნე, რომ ეს იმის მანიშნებელია, რომ მსოფლიო პოლიტიკაშიც უფრო რეალობა წამოვა წინა პლანზე და რეალობა გაიმარჯვებს აღქმებზე, ამის დიდი იმედი მაქვს.
სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არაა, ვხედავთ განცხადებებს სხვადასხვა პოლიტიკოსების, უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან და რაღაცნაირად ისეა, რომ ბედიც ისეთია, რომ ზუსტად იმ დღეებში გამოვა სხვადასხვა ანგარიში, რომელიც სხვადასხვა ფაქტებს ეფუძნება და პირდაპირ ამხელს ამ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ აბსოლუტურად აცდენილი არიან რეალობას. ამბობენ, რომ საქართველოში მოიღრუბლა და ბნელა, სინამდვილეში მზე, სინათლე და რაც მთავარია, მშვიდობაა ჩვენს ქვეყანაში, კეთილდღეობისკენ მიმავალი საზოგადოება და სახელმწიფოა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.