მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუდის არაბეთში 4000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს - რა იპოვეს არქეოლოგებმა და რის შესახებ მიუთითებს უნიკალური აღმოჩენა
საუდის არაბეთში 4000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს - რა იპოვეს არქეოლოგებმა და რის შესახებ მიუთითებს უნიკალური აღმოჩენა

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­უ­დის არა­ბეთ­ში ად­რე­უ­ლი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის და­კარ­გუ­ლი ქა­ლა­ქის ნაშ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მათი თქმით, ეს შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მო­ჩე­ნა რე­გი­ონ­ში მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბი­დან ურ­ბა­ნულ არ­სე­ბო­ბა­ზე გა­დას­ვლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

  • საფ­რან­გე­თი­სა და სა­უ­დის არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა კვლე­ვით­მა ჯგუფ­მა 4 000 წლის წი­ნან­დე­ლი და­ფა­რუ­ლი ქა­ლა­ქი - სა­ხე­ლად ალ-ნა­ტა­ჰი - ხა­ი­ბა­რის შმო­სა­ზღვრულ ოა­ზის­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში უდაბ­ნო­თი გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ნა­ყო­ფი­ე­რი მი­წაა.

  • რო­გორც AFP-სთან სა­უბ­რი­სას,ჟურ­ნალ PLOS One-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ფრან­გმა არ­ქე­ო­ლოგ­მა გი­ი­ომ შარ­ლუმ აღ­ნიშ­ნა, ძვე­ლი ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც ძვ.წ. 2400 წლით თა­რიღ­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ 2.6 ჰექტრის და­სახ­ლე­ბა იყო და და­ახ­ლო­ე­ბით 50 მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლსა და 500 მკვიდრს მო­ი­ცავ­და.

შარ­ლუს თქმით, კარ­გად სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი თემი და­ცუ­ლი იყო დამ­ცა­ვი გა­ლავ­ნით და ასე­ვე მო­ი­ცავ­და სა­ვა­რა­უ­დო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ზო­ნა­სა და ნეკ­რო­პო­ლისს, სა­დაც ლი­თო­ნის ია­რა­ღე­ბი და ქვე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რო­გო­რი­ცაა აქა­ტი.

ქა­ლა­ქი ათა­სი წლის შემ­დეგ, ძვ.წ. 1500-1300 წლებს შო­რის პე­რი­ოდ­ში მი­ა­ტო­ვეს, მაგ­რამ მკვლევ­რე­ბის თქმით, მი­ზე­ზე­ბი უც­ნო­ბია.

თუმ­ცა, არ­ქე­ო­ლო­გე­ბის თქმით, აღ­მო­ჩე­ნამ "ნელი ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის" პრო­ცე­სი გა­მო­ავ­ლი­ნა. მათი ვა­რა­უ­დით, ქა­ლა­ქის მი­ტო­ვე­ბა გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბით, შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბით ან სა­ვაჭ­რო მარ­შრუ­ტე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

საუდის არაბეთში 4000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს - რა იპოვეს არქეოლოგებმა და რის შესახებ მიუთითებს უნიკალური აღმოჩენა

საუდის არაბეთში 4000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს - რა იპოვეს არქეოლოგებმა და რის შესახებ მიუთითებს უნიკალური აღმოჩენა

არქეოლოგებმა საუდის არაბეთში ადრეული ბრინჯაოს ხანის დაკარგული ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს. მათი თქმით, ეს შთამბეჭდავი აღმოჩენა რეგიონში მომთაბარე ცხოვრებიდან ურბანულ არსებობაზე გადასვლის მტკიცებულებას წარმოადგენს.

  • საფრანგეთისა და საუდის არაბეთის გაერთიანებულმა კვლევითმა ჯგუფმა 4 000 წლის წინანდელი დაფარული ქალაქი - სახელად ალ-ნატაჰი - ხაიბარის შმოსაზღვრულ ოაზისში აღმოაჩინა, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთში უდაბნოთი გარშემორტყმული ნაყოფიერი მიწაა.

  • როგორც AFP-სთან საუბრისას,ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებული კვლევის ხელმძღვანელმა, ფრანგმა არქეოლოგმა გიიომ შარლუმ აღნიშნა, ძველი ქალაქი, რომელიც ძვ.წ. 2400 წლით თარიღდება, სავარაუდოდ 2.6 ჰექტრის დასახლება იყო და დაახლოებით 50 მრავალსართულიან სახლსა და 500 მკვიდრს მოიცავდა.

შარლუს თქმით, კარგად სტრუქტურირებული თემი დაცული იყო დამცავი გალავნით და ასევე მოიცავდა სავარაუდო გადაწყვეტილების მიღების ზონასა და ნეკროპოლისს, სადაც ლითონის იარაღები და ქვებია აღმოჩენილი, როგორიცაა აქატი.

ქალაქი ათასი წლის შემდეგ, ძვ.წ. 1500-1300 წლებს შორის პერიოდში მიატოვეს, მაგრამ მკვლევრების თქმით, მიზეზები უცნობია.

თუმცა, არქეოლოგების თქმით, აღმოჩენამ "ნელი ურბანიზაციის" პროცესი გამოავლინა. მათი ვარაუდით, ქალაქის მიტოვება გარემო პირობების ცვლილებებით, შეზღუდული რესურსებით ან სავაჭრო მარშრუტების ცვლილებებით იყო გამოწვეული.

წყარო