საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება" - ბოკუჩავა ხაზარაძის განცხადებაზე
"დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება" - ბოკუჩავა ხაზარაძის განცხადებაზე

"ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვა აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კო­ა­ლი­ცია „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა დიდ უსა­მარ­თლო­ბად მი­აჩ­ნია.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ა­ში ბზა­რე­ბის გა­ჩე­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა.

"დიდ უსა­მარ­თლო­ბად მი­მაჩ­ნია პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტი­მარ სა­ა­კაშ­ვი­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბა, მისი სა­სა­მარ­თლო­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა კი პრი­ვი­ლე­გი­ად, მა­შინ რო­დე­საც ის სწო­რედ იმ სა­სა­მარ­თლოს მი­ე­რაა და­ტყვე­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მი­ტა­ცე­ბულ არ­ჩევ­ნებს ივა­ნიშ­ვილს უფორ­მებს, რო­მელ­მაც მე­ხუ­თე პრე­ზი­დენტს იმ­პიჩ­მენ­ტი მო­უ­წყო და რო­მელ­საც არა ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის­თვის გა­მო­უ­ტა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ჩე­ნი.

ოპო­ზი­ცი­ა­ში ბზა­რე­ბის გა­ჩე­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა დღეს, რად­გან იცის, რომ ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მი­ტა­ცე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ვერ მი­ი­ღებს ლე­გი­ტი­მა­ცი­ას ვერც ქვეყ­ნის შიგ­ნით და ვერც ქვეყ­ნის გა­რეთ. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვე­ნი ვა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე, ვი­საც ივა­ნიშ­ვილ­მა არ­ჩე­ვა­ნი მოჰ­პა­რა და რომ­ლე­ბიც ჩვენ­გან ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით გა­მარ­ჯვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ელი­ან, ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ ერ­თო­ბას გა­ვუფრ­თხილ­დეთ" - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე გუ­შინ, გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და: "აქ ორი სტან­დარ­ტია, რო­დე­საც პა­ტი­მა­რი მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­დის და საათ-ნა­ხე­ვა­რი აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ისა­უბ­როს ყვე­ლა თე­მა­ზე, მე­ო­რე ოთახ­ში, თურ­მე მე და სხვას არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ვი­სა­უბ­როთ იმ თე­მებ­ზე, რაც ქვე­ყა­ნას აწუ­ხებს (არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე სხვა თე­მებს არ შევ­ხე­ბი­ვარ)“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება" - ბოკუჩავა ხაზარაძის განცხადებაზე

"დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება" - ბოკუჩავა ხაზარაძის განცხადებაზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება დიდ უსამართლობად მიაჩნია.

მისი თქმით, ოპოზიციაში ბზარების გაჩენა ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა.

"დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება, მისი სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის უფლება კი პრივილეგიად, მაშინ როდესაც ის სწორედ იმ სასამართლოს მიერაა დატყვევებული, რომელიც მიტაცებულ არჩევნებს ივანიშვილს უფორმებს, რომელმაც მეხუთე პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყო და რომელსაც არა ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერისთვის გამოუტანია პოლიტიკური განაჩენი.

ოპოზიციაში ბზარების გაჩენა ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა დღეს, რადგან იცის, რომ ერთიანი ოპოზიციის პირობებში მიტაცებული არჩევნები ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ვისაც ივანიშვილმა არჩევანი მოჰპარა და რომლებიც ჩვენგან ერთიანი ძალებით გამარჯვების დაბრუნებას ელიან, ყველაზე მეტად ამ ერთობას გავუფრთხილდეთ" - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე გუშინ, გამოკითხვის შემდეგ განაცხადა: "აქ ორი სტანდარტია, როდესაც პატიმარი მიხელ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში, თურმე მე და სხვას არ აქვს საშუალება, რომ ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც ქვეყანას აწუხებს (არჩევნებთან დაკავშირებით, მე სხვა თემებს არ შევხებივარ)“.