მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი და ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადდა, რამდენიმე საათში მექსიკა- აშშ-ის კედელთან მიგრანტთა კოლოსალური რიგები დადგა.
როგორც nypost წერს, მხოლოდ 6 ნოემბერს, გუშინ კედელი 100-ზე მეტი მიგრანტის ჯგუფმა გადაკვეთა.
ასობით მიგრანტი ძირითადად ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონიდან, ასევე აფრიკიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ. ისინი შეერთებული შტატების საზღვართან მდინარე რიო გრანდეს გადაკვეთის შედეგად მოხვდნენ.
სასაზღვრო პატრული კადრებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპის გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი, მიგრანტთა ნაკადმა ერთი-ორად იმატა. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც და მოხუცებიც.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მექსიკიდან აშშ-ის მიმართულებით უკვე დაიძრა 3000 მიგრანტისგან შემდგარი ჯგუფი.
ტრამპის მხარდამჭერები მოელიან, რომ არჩეული რესპუბლიკელი პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, სამხედროებიდან დაწყებული დიპლომატებით დამთავრებული, რეალობად აქციონ მისი წინასაარჩევნო დაპირება მასობრივი დეპორტაციების შესახებ. წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, ქვეყნიდან 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაცია იგეგმება.
“ისტორიაში უდიდესი შემოჭრა სწორედ აქ, ჩვენს ქვეყანაში ხდება. ისინი ჩამოდიან დედამიწის ყველა კუთხიდან, არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკიდან, არამედ აფრიკიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მოდიან იმ მასშტაბით, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ეს მართლაც შეჭრაა და ეს ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად“, - აღნიშნავდა ტრამპი და დასძენდა, რომ უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად დახურავს საზღვარს და დაასრულებს აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობას.
იხილეთ ასევე: