პროფესიით ფიზიკოსი, სანდრო თაქთაქიშვილი ვაშინგტონში, "ნასას" ცენტრში, კოსმოსური ამინდის ლაბორატორიაში მუშაობს. ის უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს. ბატონი სანდროს პირველი მეუღლე მსახიობი ლიკა ქავჟარაძე იყო, რომელთანაც ერთი ვაჟი ლევანი შეეძინა. ლევანი მეუღლესთან და შვილთან, საშკასთან ერთად ასევე შტატებში ცხოვრობს.
სანდრო თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში პირად სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ეხმაურება და შვილიშვილის მომავალზე და მისი ღირებულებების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს. ფიზიკოსის თქმით, უმნიშვნელოვანესია, შვილიშვილმა არ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში,"რომელსაც ტრამპის ან „ქოცების“ მსგავსი ხელისუფლება მართავს".
- ჩემი ოცნება:16 წლის საშკა ზრდასრული ადამიანი რომ გახდება, აღარასდროს მოუწიოს ტრამპისნაირი ან ქოცებისნაირი ხელისუფლებების ქვეშ ცხოვრება.
სულ ვფიქრობ, რისი გაკეთება შემიძლია მე პირადად ამისთვის? - არც ისე ბევრის, ცხადია, მაგრამ ერთი რამ ვიცი: აღარასდროს მექნება რაიმე ურთიერთობა ტრამპის ან ქოცების მხარდამჭერებთან. ამით დავიწყებ. მერე შეიძლება კიდევ მოვიფიქრო რამე.
წაიკითხეთ ასევე: