ავსტრალიის მთავრობა გეგმავს, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს სოციალურ მედიაში აქტივობა კანონმდებლობის დონეზე აუკრძალოს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა განაცხადა, კანონპროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად მომავალ კვირას წარედგინება.
"ეს არის დედებისთვის და მამებისთვის... ისინი, ისევე როგორც მე, წუხან ინტერნეტში ბავშვების უსაფრთხოებაზე. მინდა, ავსტრალიელმა ოჯახებმა იცოდნენ, რომ მთავრობა ამაზე ზრუნავს,“ - თქვა პრემიერმა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დეტალი ჯერ კიდევ არ არის განხილული, მთავრობამ დააანონსა, რომ აკრძალვა არ გავრცელდება 16 ზემოთ პირებზე.
კანონი ძალაში შევა მისი მიღებიდან 12 თვის შემდეგ და ექვემდებარება განხილვას მისი ამოქმედების შემდეგ.
იხილეთ ასევე:
აქაც არ გვაწყენდა..., მაგრამ კანონის მიღებას რომ პარლამენტი სჭირდება? სად არის პარლამენტი? შენობა კი გვაქვს, მაგრამ....
ჩვენთანაც მისაღებია ეს კანონი. ეს არ არის დემოკრატიის აკრძალვა. ეს ბავშვებისთვის ავადმყოფობის თავიდან აცილებაა.