მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კამალა ჰარისის პირველი მიმართვა არჩევნებში დამარცხების შემდეგ - "ვიცი, ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ ბნელ დროში შევდივართ, მაგრამ..."
კამალა ჰარისის პირველი მიმართვა არჩევნებში დამარცხების შემდეგ - "ვიცი, ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ ბნელ დროში შევდივართ, მაგრამ..."

აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, "დე­მოკ­რა­ტე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა კა­მა­ლა ჰა­რის­მა მხარ­დამ­ჭე­რებს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბის­კენ და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მის­კენ მო­უ­წო­და.

  • არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ მის პირ­ველ გა­მოს­ვლა­ში ჰა­რის­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას ეს­მის მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ემო­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ქვე­ყა­ნამ უნდა მი­ი­ღოს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი.

"ახლა ვიცი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ნიც­დი­ან რიგ ემო­ცი­ებს. მე მეს­მის", - აღ­ნიშ­ნა ჰა­რის­მა და გა­ნა­ცხა­და: "მაგ­რამ ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი".

ჰა­რის­მა, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ მან და­უ­რე­კა არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს და დას­ძი­ნა, რომ "ჩვენ ჩარ­თუ­ლი ვიქ­ნე­ბით ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ან გა­და­ცე­მა­ში“.

ჰა­რის­მა გა­მოს­ვლა­ში მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა მის მი­მართ ნდო­ბის­თვის.

"ჩემი გული სავ­სეა დღეს - სავ­სეა მად­ლი­ე­რე­ბით იმ ნდო­ბის­თვის, რო­მე­ლიც გა­მო­მი­ცხა­დეთ, სავ­სეა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით", - გა­ნა­ცხა­და მან.

ასე­ვე, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და თა­ვის ოჯახს, პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს და პირ­ველ ლე­დის ჯილ ბა­ი­დენს.

"მად­ლო­ბა რწმე­ნი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის. მე ვა­მა­ყობ იმ რბო­ლით, რო­მე­ლიც ჩვენ გა­ვი­ა­რეთ კამ­პა­ნი­ის 107 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, კა­მა­ლა ჰა­რის­მა მო­უ­წო­და მხარ­დამ­ჭე­რებს, არ და­ნებ­დნენ. ასე­ვე, კა­მა­ლა ჰა­რის­მა მი­მარ­თა ახალ­გაზ­რდებ­საც, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

"გთხოვთ, იცო­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ხში­რად ვამ­ბობ­დი, როცა ვიბ­რძვით, ჩვენ ვი­მარ­ჯვებთ, მაგ­რამ ამა­შია საქ­მე: ხან­და­ხან ბრძო­ლას დრო სჭირ­დე­ბა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვერ გა­ვი­მარ­ჯვებთ.... მთა­ვა­რია, არა­სო­დეს წახ­ვი­დეთ, არა­სო­დეს და­ნებ­დეთ, არა­სო­დეს შე­წყვი­ტოთ მცდე­ლო­ბა, რომ მსოფ­ლიო უკე­თეს ად­გი­ლად აქ­ცი­ოთ. თქვენ გაქვთ ძალა", - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, ჰა­რის­მა მი­მარ­თა ამომ­რჩე­ველს, "აივ­სონ ვარ­სკვლა­ვე­ბით", მა­ში­ნაც კი თუ აქვთ შეგ­რძნე­ბა, რომ "ბნე­ლი დრო" დად­გა.

"მხო­ლოდ მა­შინ, შე­იძ­ლე­ბა ვარ­სკვლა­ვე­ბის და­ნახ­ვა, როცა საკ­მა­რი­სად ბნე­ლა. ვიცი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გრძნობს, რომ ბნელ დრო­ში შევ­დი­ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, იმე­დი მაქვს, რომ ეს ასე არ არის, მაგ­რამ აი, თუ ასეა, მო­დით, ავავ­სოთ ცა ბრწყინ­ვა­ლე, მი­ლი­არ­დი ვარ­სკვლა­ვის ნა­თე­ბით - ოპ­ტი­მიზ­მის, რწმე­ნის, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შუ­ქით", - მი­მარ­თა ჰა­რის­მა ჰო­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოს­ვლი­სას მხარ­დამ­ჭე­რებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კამალა ჰარისის პირველი მიმართვა არჩევნებში დამარცხების შემდეგ - "ვიცი, ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ ბნელ დროში შევდივართ, მაგრამ..."

კამალა ჰარისის პირველი მიმართვა არჩევნებში დამარცხების შემდეგ - "ვიცი, ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ ბნელ დროში შევდივართ, მაგრამ..."

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, "დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა მხარდამჭერებს არჩევნების შედეგების მიღებისკენ და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისკენ მოუწოდა.

  • არჩევნებში დამარცხების შემდეგ მის პირველ გამოსვლაში ჰარისმა განაცხადა, რომ მას ესმის მისი მხარდამჭერების ემოციები, მაგრამ ქვეყანამ უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები.

"ახლა ვიცი, რომ ადამიანები განიცდიან რიგ ემოციებს. მე მესმის", - აღნიშნა ჰარისმა და განაცხადა: "მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ამ არჩევნების შედეგები".

ჰარისმა, ასევე, აღნიშნა, რომ მან დაურეკა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და დასძინა, რომ "ჩვენ ჩართული ვიქნებით ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში“.

ჰარისმა გამოსვლაში მადლიერება გამოხატა მის მიმართ ნდობისთვის.

"ჩემი გული სავსეა დღეს - სავსეა მადლიერებით იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, სავსეა ჩვენი ქვეყნის სიყვარულით", - განაცხადა მან.

ასევე, ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს.

"მადლობა რწმენისა და მხარდაჭერისთვის. მე ვამაყობ იმ რბოლით, რომელიც ჩვენ გავიარეთ კამპანიის 107 დღის განმავლობაში", - აღნიშნა მან.

ამასთან, კამალა ჰარისმა მოუწოდა მხარდამჭერებს, არ დანებდნენ. ასევე, კამალა ჰარისმა მიმართა ახალგაზრდებსაც, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

"გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხშირად ვამბობდი, როცა ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ, მაგრამ ამაშია საქმე: ხანდახან ბრძოლას დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ.... მთავარია, არასოდეს წახვიდეთ, არასოდეს დანებდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციოთ. თქვენ გაქვთ ძალა", - აღნიშნა მან.

ამასთან, ჰარისმა მიმართა ამომრჩეველს, "აივსონ ვარსკვლავებით", მაშინაც კი თუ აქვთ შეგრძნება, რომ "ბნელი დრო" დადგა.

"მხოლოდ მაშინ, შეიძლება ვარსკვლავების დანახვა, როცა საკმარისად ბნელა. ვიცი, ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ ბნელ დროში შევდივართ, მაგრამ ყველა ჩვენგანის კეთილდღეობისთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ აი, თუ ასეა, მოდით, ავავსოთ ცა ბრწყინვალე, მილიარდი ვარსკვლავის ნათებით - ოპტიმიზმის, რწმენის, ჭეშმარიტების შუქით", - მიმართა ჰარისმა ჰოვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას მხარდამჭერებს.

წაიკითხეთ ასევე: