ავტორი:

"ტრამპის ანგელოზები": მეუღლე, შვილები, სარძლო და ახალი ვარსკვლავი პრეზიდენტის ოჯახიდან - ვინ გამოჩნდა ტრამპთან ერთად "გამარჯვების ტრიბუნაზე"

"ტრამპის ანგელოზები": მეუღლე, შვილები, სარძლო და ახალი ვარსკვლავი პრეზიდენტის ოჯახიდან - ვინ გამოჩნდა ტრამპთან ერთად "გამარჯვების ტრიბუნაზე"

ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დათვლილია. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.

რესპუბლიკურმა ლიდერმა გამარჯვება უკვე აღნიშნა და მხარდამჭერების წინაშე სიტყვითაც გამოვიდა. ტრამპს ტრიბუნაზე ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ, მათ შორის იყო, მეუღლე მელანია ტრამპი, შვილები: ივანკა, ერიკი და ბარონი.

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი

ტრამპმა მადლობა გადაუხადა თავის "ლამაზ მეუღლეს“ მელანიას და "საოცარ“ შვილებს. ივანკა ტრამპი ქმართან, ჯარედ კუშნერთან ერთად უსმენდა მამის სიტყვებს:

  • "გულწრფელად რომ გითხრათ, მჯერა, რომ ეს იყო ყველა დროის უდიდესი პოლიტიკური მოძრაობა. მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ჩემს ოჯახს, ჩემს გასაოცარ შვილებს - ისინი საოცარი ბავშვები არიან. დონი, ერიკი, ივანკა, ტიფანი, ბარონი, ლარა, ჯარედი, კიმბერლი, მაიკლი - მადლობა ყველას."
დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და ბარონ ტრამპი

ბევრი განიხილავს ივანკა ტრამპის პოლიტიკაში დაბრუნებას. 2020 წლის არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემდეგ, ივანკა და მისი მეუღლე სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მაიამიში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ტიფანი ტრამპი, დონალდ ტრამპ უმცროსის საცოლე, კიმბერლი გილფოილთან ერთად

რესპუბლიკური ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ჯეი დ ვენსის მეუღლე უშა ვენსი

"ძალიან მიყვარს მამაჩემი. თუმცა, ამჯერად პოლიტიკისგან შორს ყოფნას და შვილებზე ზრუნვას ვაპირებ" - განაცხადა ადრე ივანკამ.

ტრამპის ოჯახის წევრების გარდა, სცენაზე ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატი ჯეი დ ვენსი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ. ტრამპს გამარჯვება შვილიშვილმა, კაიმაც მიულოცა და ბაბუასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა:

კაი ტრამპი

"არავინ შრომობს და არავის ადარდებს ამერიკელი ხალხის ბედი ისე, როგორც მას. გილოცავ ბაბუ, მიყვარხარ!" - დაწერა მან.

კაიმ ყურადღება ჯერ კიდევ თვეების წინ მიიქცია, მედია მაშინ წერდა, რომ გოგონა ტრამპების ოჯახის ახალი ვარსკვლავია. ივლისში 17 წლის გოგონა “რესპუბლიკელების“ ეროვნულ კონვენციაზე სპიკერად გამოვიდა და ბაბუას “შოუ მოჰპარა“.

წყარო