ავარიის შედეგად დაშავებულ დებს საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ. ინფორმაციას ოჯახი და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"გახსოვთ ორ ბავშვს რომ ავტომობილი დაეჯახა? ის ბავშვები არიან დასახმარებლები. ყველას გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ, თუნდაც 1₾ ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია. არასდროს ასე საჯაროდ არ მომიმართავს დახმარებისთვის, მეგობრებო, ნათესავებო, სრულიად საქართველო, თქვენი დახმარება და თანადგომა სჭირდებათ ულამაზეს დებს, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის!
მათ ავტომანქანის შეჯახების შედეგად მიიღეს თავის ქალის მძიმე დაზიანება. გოგონების მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმეა, ისინი კვლავ რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე… რეაბილიტაციისთვის სჭირდებათ საზღვარგარეთ საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მკურნალობა.. თითოეული თქვენგანის, ჩვენგანის 1 (ერთი) ლარიც მნიშვნელოვანია, გოგონების სიცოცხლის გადასარჩენად…" - წერია ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიმღები: სოფიო ხარშილაძე (დედა)
GE18BG0000000553349014 - (საქართველოს ბანკი);
GE64TB7513745068100047 - (თიბისი ბანკი).