აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ ხელისუფლების მომხრეებს სიხარული მოუტანა, მოწინააღმდეგეებს კი ეს აშკარად არ ესიამოვნათ. ამ თემაზე სოციალურ ქსელში წერს მიხეილ სააკაშვილი და 2013 წელს იხსენებს, როცა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ტრამპს ესაუბრა:
"2013 წელს, უკვე პრეზიდენტობის შემდეგ, ნიუ იორკში ვიყავი, როცა მაიკლ კოენმა დამირეკა და მითხრა, შენთან დონალდს სურს დალაპარაკებაო და გადასცა მას ყურმილი. მკითხა, სად ხარო. ვუთხარი, რომ ნიუ-იორკში ვიყავი, თუ გინდა მესტუმრე-მეთქი.
დამპირდა, რომ გამომივლიდა უილიამსბურგში, თანაც მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო.
ვუპასუხე: ხომ იცი ამის შესახებ ჩემი აზრი, ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო.
ცოტა იხტიბარგატეხილმა მიპასუხა: - რა ვიცი, ჩემ გარშემო არავის არ სჯერა, რომ მაქვს შანსები. გავამხნევე, არ დაუჯერო-მეთქი. და მერე მაიკლს გადაულაპარაკა, ხომ ხედავ, ხომ გეუბნებოდი, მიშაც ამბობს, რომ მაქვს შანსებიო" - წერს სააკაშვილი.
წაიკითხეთ ასევე: