მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპის ქვეყნებში საკურიერო კომპანიების ამანათები ფეთქდებოდა, ან ალდებოდა, უჩნდებოდა ცეცხლი" - გამოძიება რუსულ კვალზე საუბრობს
"ევროპის ქვეყნებში საკურიერო კომპანიების ამანათები ფეთქდებოდა, ან ალდებოდა, უჩნდებოდა ცეცხლი" - გამოძიება რუსულ კვალზე საუბრობს

პო­ლო­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლო­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, სა­კუ­რი­ე­რო კომ­პა­ნი­ე­ბის ამა­ნა­თებს მა­სობ­რი­ვად უჩ­ნდე­ბო­და ცე­ცხლი და ეს სა­ბო­ტა­ჟის მო­წყო­ბის მიზ­ნით ხდე­ბო­და, რათა შე­ფერ­ხე­ბუ­ლი­ყო ფრე­ნე­ბი აშშ-სა და კა­ნა­და­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამა­ნა­თე­ბის აფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 2024 წლის ივ­ლის­ში მოხ­და.

  • პრო­კუ­რორ კა­ტარ­ჟი­ნა ცა­ლოვ-ია­შევ­სკას გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია ოთხი ადა­მი­ა­ნი. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ინ­ცი­დენ­ტებს ევ­რო­პის მას­შტა­ბით იძი­ებ­და.

და­სავ­ლე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა აშშ-ს მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მათი აზ­რით, ხან­ძრე­ბი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტოს, GRU-ს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი იყო.

ცა­ლოვ-ია­შევ­სკას თქმით, რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­კუ­რი­ე­რო კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და სა­ში­ში მა­სა­ლე­ბის შემ­ცველ ამა­ნა­თებს აგ­ზავ­ნიდ­ნენ. ამა­ნა­თე­ბი შემ­დეგ უცებ ალ­დე­ბო­და, ცე­ცხლი უჩ­ნდე­ბო­და, ან ფეთ­ქდე­ბო­და.

  • და­სავ­ლე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის აზ­რით, ხან­ძრე­ბი ელექტრო მა­სა­ჟის აპა­რა­ტე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ­ლე­ბიც "მაგ­ნი­უ­მის შემ­ცველ" ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავ­და. მაგ­ნი­უ­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბა რთუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე.

მა­გა­ლი­თად, ივ­ლის­ში, სამ­ჯერ აფეთ­ქდა კონ­ტე­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც ვარ­შა­ვას­თან ახ­ლოს, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ლა­იფ­ციგ­ში, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია DHL-ის სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნავ­ზე უნდა მო­ე­თავ­სე­ბი­ნათ, ისე­ვე, რო­გორც მინ­ვორთში, ბირ­მინ­გე­მის მახ­ლობ­ლად.

გერ­მა­ნი­ა­ში, შიდა დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტოს (BfV) ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მხო­ლოდ იღ­ბლის წყა­ლო­ბით არ აალ­და ლა­იფ­ციგ­ში, ერთ-ერთ თვითმფრი­ნავ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა.

  • აშშ-ს სატ­რან­სპორ­ტო უსაფრ­თხო­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ში, გარ­კვე­უ­ლი ტვირ­თე­ბის­თვის, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი შე­მო­ი­ღეს.

პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბამ უკვე უპა­სუ­ხა სა­ვა­რა­უ­დო რუ­სულ სა­ბო­ტაჟს, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა რა­დოს­ლავ სი­კორსკი რუ­სე­თის ელ­ჩის გა­ძე­ვე­ბით და­ი­მუქ­რა, "თუ თავ­დას­ხმე­ბი არ შე­წყდე­ბა".

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ეს დაგ­მო, რო­გორც "მტრუ­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც მტკივ­ნე­უ­ლი პა­სუ­ხი მოჰ­ყვე­ბა".

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ევროპის ქვეყნებში საკურიერო კომპანიების ამანათები ფეთქდებოდა, ან ალდებოდა, უჩნდებოდა ცეცხლი" - გამოძიება რუსულ კვალზე საუბრობს

"ევროპის ქვეყნებში საკურიერო კომპანიების ამანათები ფეთქდებოდა, ან ალდებოდა, უჩნდებოდა ცეცხლი" - გამოძიება რუსულ კვალზე საუბრობს

პოლონეთის პროკურატურის განცხადებით, პოლონეთში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში, საკურიერო კომპანიების ამანათებს მასობრივად უჩნდებოდა ცეცხლი და ეს საბოტაჟის მოწყობის მიზნით ხდებოდა, რათა შეფერხებულიყო ფრენები აშშ-სა და კანადაში. აღსანიშნავია, რომ ამანათების აფეთქების შემთხვევები 2024 წლის ივლისში მოხდა.

  • პროკურორ კატარჟინა ცალოვ-იაშევსკას განცხადებით, საქმეზე დაკავებულია ოთხი ადამიანი. მისივე ინფორმაციით, ხელისუფლება ინციდენტებს ევროპის მასშტაბით იძიებდა.

დასავლეთის უსაფრთხოების ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს მედიას განუცხადეს, რომ მათი აზრით, ხანძრები რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, GRU-ს მიერ ორგანიზებული კამპანიის ნაწილი იყო.

ცალოვ-იაშევსკას თქმით, რუსული დაზვერვის წარმომადგენლები საკურიერო კომპანიების მეშვეობით, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საშიში მასალების შემცველ ამანათებს აგზავნიდნენ. ამანათები შემდეგ უცებ ალდებოდა, ცეცხლი უჩნდებოდა, ან ფეთქდებოდა.

  • დასავლეთის ოფიციალური პირების აზრით, ხანძრები ელექტრო მასაჟის აპარატებით იყო გამოწვეული, რომლებიც "მაგნიუმის შემცველ" ნივთიერებას შეიცავდა. მაგნიუმით გამოწვეული ცეცხლის ჩაქრობა რთულია, განსაკუთრებით, თვითმფრინავის ბორტზე.

მაგალითად, ივლისში, სამჯერ აფეთქდა კონტეინერი, რომელიც ვარშავასთან ახლოს, გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, სატრანსპორტო კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავზე უნდა მოეთავსებინათ, ისევე, როგორც მინვორთში, ბირმინგემის მახლობლად.

გერმანიაში, შიდა დაზვერვის სააგენტოს (BfV) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მხოლოდ იღბლის წყალობით არ აალდა ლაიფციგში, ერთ-ერთ თვითმფრინავში მოთავსებული მოწყობილობა.

  • აშშ-ს სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ში, გარკვეული ტვირთებისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში დამატებითი უსაფრთხოების ზომები შემოიღეს.

პოლონეთის მთავრობამ უკვე უპასუხა სავარაუდო რუსულ საბოტაჟს, საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკი რუსეთის ელჩის გაძევებით დაიმუქრა, "თუ თავდასხმები არ შეწყდება".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს დაგმო, როგორც "მტრული ნაბიჯი, რომელსაც მტკივნეული პასუხი მოჰყვება".

წყარო